tag:blogger.com,1999:blog-635826931508211487.post2481531780711288912..comments2024-02-25T16:35:50.701+04:00Comments on Chocolate Cake, Coffee and Men: ქართველი მთარგმნელის მძიმე ჯვარი და ჯვარცმული მკითხველიNatia Jinjolavahttp://www.blogger.com/profile/10563272012157367478noreply@blogger.comBlogger7125tag:blogger.com,1999:blog-635826931508211487.post-41788016612418487322014-01-09T14:18:10.666+04:002014-01-09T14:18:10.666+04:00აი, კიდევ ერთი ,,მარგალიტი" – ცნობილი რუსული ...აი, კიდევ ერთი ,,მარგალიტი" – ცნობილი რუსული ფილმის (Зимний вечер в Гаграх) სახელწოდების თარგმანი: ზამთრის საღამო გაგრახაში
(წყარო: http://www.rustavi2.com/news/full_progg.php?pg=&ddd=4.1.2014&ddd2=4-1-2014&month=2&year=2014&wth=0)Anonymousnoreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-635826931508211487.post-64701729058092894922011-03-22T17:01:33.752+04:002011-03-22T17:01:33.752+04:00"რეზონანსის" 2007 წლის კოლექციის შედევრე..."რეზონანსის" 2007 წლის კოლექციის შედევრები მეც მაქვს: "ეს ვეებერთელა, ათკილოიანი კატა პორტლენდელმა იადგვიგა დროზდეკმა იმ დღეს თავის საძაღლე კარში გაჩხერილი იპოვა. იადვიგამ კატა უხერხულობიდან დაიხსნა, გააძღო და შემდეგ იქაურ ჰუმანიტარულ ცენტრში წაიყვანა. ცენტრში პირუტყვს მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, გოლიათი დაარქვეს, თუმცა როგორც მოგვიანებით იქ მისულმა პატრონმა ჯეფ ერნსტმა გაამხილა, მისი ნამდვილი სახელი ჰერკულესი ყოფილა.
სახლიდან ის იმ დროს დათესილა, როცა პატრონი სიეტლში ოპერაციის გასაკეთებლად გახლდათ წასული. სხვათა შორის, ვეტერინართა ცნობით, სიმსუქნეს თურმე ამერიკელ კატათა 40 პროცენტი უჩივის".Madame Durovahttps://www.blogger.com/profile/14514417914555448496noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-635826931508211487.post-53695271439051576712011-03-22T16:56:13.318+04:002011-03-22T16:56:13.318+04:00ვინაიდან სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს უკვე ბევრჯ...ვინაიდან სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს უკვე ბევრჯერ ითქვა, მე მოდი ასე დავიწყებ, თვითონ ქართველები ვართ საკუთარი ენის უცოდინარნი. ქართული მდიდარი ენაა მაგრამ მიუხედავად ამისა, გვირჩევნია უცხო სიტყვები ვიხმართ, უფრო "ქულ" და "ინ" ვართ როდესაც ვაინგლისურებთ, ან ადრე ვარუსულებდით. რატომ ვთქვა მომწონს როცა დალაიქება შემილია? ან რატომ ვთქვა ბოდიში როცა სორიიიი ამოვიკნავლო შემიძლია, გურული აქცენტით თანაც?
მითუმეტეს მათთვის ვინც "მამამ საზღვარგარეთ წაიღო და კარტული სულ დაავიწყა" საუკეთესო შანსია ყველას შეაშუროს თავისი იმდენიხანი ვიყავი საზღვარგარეთ რომ ქართული დამავიწყდა.. ფრაზებით როგორიცაა გუშინ მთელიდღე პუცენს ვაკეთებდი გოგო. (ვალაგებდიო ანუ)ან ერთიც რაუხენ და წავედით (ერთიც მოვწიოთო) მოკლედ, გრელი კომენტარი გამომივიდა და სვეტსკურადვე რომ დავამთავრო: ო მაი გოთ ეს რამდენი ჩეპეები გიპოვნიათ თარგმანებში, ანბილივებელ , ჩაო ჩემო კარგებო და პაკა :))))Bagheerahttps://www.blogger.com/profile/08292409230478498408noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-635826931508211487.post-90126484735757604292011-03-22T16:12:29.895+04:002011-03-22T16:12:29.895+04:00მსგავსი შეცდომები ადრეც იპარებოდა, მაგრამ ამჯერად ...მსგავსი შეცდომები ადრეც იპარებოდა, მაგრამ ამჯერად კატასტოფული ფორმები მიიღო. მფრინავ მიშაზე (летучий мышь) თუ ვიცინოდით, "რუსთავი 2"-ის ჟუნალისტების სოჩა და პიცუნდა უკვე საგანგაშოა! მე რაღა უნდა ვთქვა, რედაქტორი თარგმანში "ზურგზე დაცემულს" "პირქვე დამხობილით" რომ მისწორებს, კაცს გულკერდში ხელს რომ ატაკებენ, პირქვე რომ ვერ დაეცემა ვერ გავაგებინე. ასე მოწსონს და მორჩა, ორიგინალში რა ეწერა, ვის რაში აინტერესებს :)Natia Jinjolavahttps://www.blogger.com/profile/10563272012157367478noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-635826931508211487.post-92137219176740684762011-03-22T16:08:30.462+04:002011-03-22T16:08:30.462+04:00:)სანამ მე წერა დავამთავრე სასაცილო/სატირალი უკვე ...:)სანამ მე წერა დავამთავრე სასაცილო/სატირალი უკვე დაუკომენტარებიათ :)Masento Gulachohttps://www.blogger.com/profile/00510624752963744597noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-635826931508211487.post-59277524322840502952011-03-22T16:07:00.260+04:002011-03-22T16:07:00.260+04:00მეც კლასიკური ფრაზით მინდა დავიწყო ჩემი კომენტარი:...მეც კლასიკური ფრაზით მინდა დავიწყო ჩემი კომენტარი:
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
მას შემდეგ ქართული თითქმის აღარავის ახსოვს, რაც ღონისძიებების ნაცვლად ივენთების კეთება დაიწყეს.
მართალია მანამდეც გვხვდებოდა თარგმნის მსგავსი შედევრები, მაგალითად როგორიც იყო "ცისფერი სიყვარული" -"Любовь и голуби" ან "სოსლანი პლანეტა დედამიწაზე" - "Сослан на планету земля", მაგრამ მაშინ ყველა ხვდებოდა ამ შეცდომებს და ქალაქში ანეგდოტებად დადიაოდა ასეთი ისტორიები, ახლა კი მხოლოდ იმას იმახსოვრებენ რასაც გადმოავაიქართულებულად კითხულობენ და მიაჩნიათ რომ ესა თარგმანის სწორი ვარიანტი. მე მგონი სწორედ მაშინ დავუშვით შეცდომა, როცა "ცისფერი სიყვარული" სასაცილოდ არ გვყოფნიდა ან ბევრად უფრო ადრე, როცა გადავწყვიტეთ რომ აზრის გამოთქმა სხვა ენაზე უფრო მოსახერხებელია ვიდრე ქართულად. ესეც ალბათ იმიტომ რომ ასეთი აზრი პირველად უცხო ენაზე მოვისმინეთ, მაგრამ აქაც ქართულად ვიზარმაცეთ, იმის ნაცვლად რომ ქართულში დაგვეხვეწა უცხო ენიდან შემოსული ახალი ტერმინები - იმ უცხო ენაზე დავიწყეთ საუბარი. შედეგად ვერც ის უცხო ენა გახდა მშობლიური და მშობლიურიც ვეღარ მშობლიურობს იმ დონეზე რომ ისევ ღონისძიებები ვაკეთოთ ივენთების ნაცვლად.
მადლობა სტატიის ავტორებს.
ასე გააგრძელეთ!
იქნებ ვინმემ წაიკითხოს და სულ ცოტა ხნით მაინც დაფიქრდეს.Masento Gulachohttps://www.blogger.com/profile/00510624752963744597noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-635826931508211487.post-18331105314277341682011-03-22T15:57:35.361+04:002011-03-22T15:57:35.361+04:00ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი სატირალი რომ არ იყოს...ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი სატირალი რომ არ იყოს ხანდახან:) ერთ მშვენიერ დღეს ერთ საკმაოდ პრესტიჟულ რესტორანში მენიუში კერძი ”შემწვარი ენის” ასეთი საინტერესო თარგმანი აღმოვაჩინე "Fried Language". ვისაც ინგლისურის ოდნავ მაინც გაეგება რამე, მიხვდება ამ შეცდომას და გულიანადაც გადაიხარხარებს:)))Efigenia Doubtfirehttps://www.blogger.com/profile/15776724065910674688noreply@blogger.com