წერითი გამოცდის "შედევრები"

Approved by Natia Jinjolava


„ტურიზმის  და მასპინძლობის სფერო განსხვავებულ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. მისი პროდუქტის განსაკუთრებულობა პროდუქციის ხელშეუხებლობაში მდგომარეობს“.

„სხვადასხვა ქვეყნებს თავიანთი კულტურა გააჩნიათ, რაც ხელს უწყობს ქვეყანას განავითაროს ტურიზმი. დანარჩენ ქვეყნებს, რომელთაც ისტორია და კულტურა არ აქვთ, ცდილობენ შექმნან ხელოვნური გასართობი და ღირშესანშნავობები, რათა ახალგაზრდები მაინც მიიზიდონ. კულტურა ძირითადად ასაკიან ხალხს აინტერესებს და უფრო მეტად ასაკიანი ადამიანებისთვის არის გათვლილი კულტურული ტუსრისტული ზონები“.

„სასტუმროების განვითარებამდე ადამიანი თავს მოკრძალებულ მოტელს აფარებდა, რაც სრულად აღჭურვილ სასტუმროს ვერც კი შეედრება“.

„ტურიზმი - მნახველები, რომლებიც მიემგზავრებიან ჩვეული გარემოდან მათთვის უჩვეულო გარემოში მაქიმუმ 1 წლით“.

„დროის დაზოგვის გვირგვინია თვითმფრინავი. რომელმაც შესაძლებლი გახადა ათასობით კილომეტრის მაქსიმალურად მოკლე დროში დაფარვა. მან მისცა საშუალება ადამიანებს ვისაც დატვირთული სამუშაო აქვს, ორკვირიანი შვებულება სამოგზაუროდ წასულებს ათი დღე გზაში არ დაეხარჯათ. ამევე დროს, ტურიზმა საშუალება მისცა პატარა ქვეყნებს რომ სიღარიბეში არ ეცხოვრათ“.

„პირველი საავტომობილო ძრავა გამოიგონა ბენცმა. სწორედ აქედან მოდის „მერსედეს-ბენცი“.

„მესამე ერა არის ავტომობილის ერა - ჩემი აზრით სამართლიანი იქნება თუკი ამ ერის წინამორბედად მერსედეს-ბენცს ჩავთვლით, რადგან პირველი ძრავა ამ ავტომობილისთვის შექიმნა და შედეგ დაიხვეწა მხოლოდ მისი ვიზუალური მხარე“.

„უკანასკნელი მეხუთე ერა არის საზღვაო ლაინერების ერა - წყალი ადამიანის ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით“.

„ამერიკაში სასტუმროების კლასიფიკაცია ხდება საზომი სიტყვა ბრილიანტის გამოყენებით“.

„აი მაგალითად ჩვენს თემას არ ეხება, მაგრამ მე როდესაც თმას ვიჭრი მივდივარ ერთ-ერთ სალონში მხოლოდ ერთი და იგივე პარიკმახერთან, რომ ვთქვა რომ მის შეჭრილზე ვგიჟდები მეთქი, ნამდვილად არა, მაგრამ ის ყოველთვის იმდენად თბილად მიდგება პირველივე შეხვედრაზე დამამახსოვრა თავი და როდესაც მეორედ მივედი სახელიც ახსოვდა მომიკითხა, ეს ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო ეს ყურადღება, თუნდაც ის რომ მიცნო, ყოველივე ამან დიდი ზეგავლენა იქონია...“

„მათ ნანახი აქვთ ხუთი ან ექვს ვარსკვლავიანი სასტუმროები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იყო ერთი დღით ინდიელი, ვიკინგი ან სხვა, ვიდრე ფეშენებელურ სასტუმროში დაისვენო და „მწირად“ გაერთო“.


„ძირითადი მიზეზი, ზოგადად ტურიზმის განვითარებისა და კერძოდ სასტუმრო ბიზნესისა გახლავთ, დემოგრაფიული ცვლილებები. ხალხთა პოპულაციამ ბიძგი მისცა სასტუმროს მშენებლობას“.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment