31.12.10
ფორნის ფარდის კალთა აიწია, სიღრმიდან ახალგაზრდა ქალმა გამოიხედა, ბიჭის აღტკინებული სახე რომ დაინახა, გაიღიმა და ფორამში მსხდომებს რაღაც გასძახა. - მოდი, გელოდებით! - ხელი გაუწოდა ალექსანდრეს. ბიჭი ფორნის კიდეზე ქალის გვერდით მოკალათდა, თოვლიან ქალაქს გამოსამშვიდობებლად ხელი დაუქნია, ჯიბიდან ნატვრის ფურცელი ამოიღო, დახედა, გაიღიმა და გადააგდო.
თუმცა ერთ ნამარხ მეგობარ ედისონს, ამსტერდამში მოგზაურობისას ასეთი კურიოზი დაემართა: მდინარეზე გემით სეირნობისას, გემბანზე მე დამინახა, გახარებული გამოქანდა, გადამეხვია და ფართოდ გაღიმებულ სიფათზე ლაზათიანი სილაც მიიღო. ის გოგო მე არ ვიყავი. ატყდა ალიაქოთი, შეიძრა ქვეყანა, გემის პოლიცია ჩაერია, აჰყვნენ მგზავრები და საბრალო ედისონს, ყველასთვის ცალ-ცალკე და ერთად, ბოდიშის მოხდა და ახსნა-განმარტება მოუწია, რომ უცხო გოგო ახლობელში შეეშალა. დიდხანს არ უჯერებდნენ, ადგილობრივ ქალებზე მონადირე აბეზარი ტურისტი ეგონათ. როგორ გინდა დაიჯერო, რომ ადამიანი თავისი სიმპათიის საგანს ვერ ცნობს.
ჩარლი და პოლი აფრიკაში |
ისე, კაცმა რომ თქვას, 1 იანვარზე მეტად სახალისო და რაღაც სასიამოვნოსა და ჯადოსნურის მოლოდინში ემოციურად დატვირთული უფრო 31 დეკემბერია. დილიდან ფუსფუსებ, გულის ცემა აჩქარებული გაქვს, ყველაფერი გიხარია: ლამაზად მორთული სახლი, ოთახებში დატრიალებული გოზინაყის მადისაღმძვრელი სურნელი, ათასფრად მოციმციმე და ბრჭყვიალა ბურთებით მორთული ნაძვის ხე, მომღიმარი სახეები და ნამუსიანი ოჯახის წევრები და მეგობრები თუ გყავს, ამავე ხის ქვეშ დალაგებული უამრავი საჩუქარი...
თუმცა, ეს ყველაფერ ქართველი დიასახლისების დიდ ნაწილს არ ეხება. რატომ? მთელი კვირა სახლს ალაგებენ, ხეხავენ, რეცხაცვენ, ლოკავენ, დილიდან ბაზარში, ბაზრიდან დაბრუნებულზე სამზარეულოში. სადღაც თორმეტის ნახევარზე ქანცგაწყვეტილები, არაქათგამოლილები და ენა გადმოგდებულები სირბილით შლიან სუფრას, შემდეგ ისმენენ მამრობითი სქესის ოჯახის წევრების და მათთან დაახლოებული პირების, ანუ უწყვეტ ნაკადად შემოდინებული და გადინებული არაფხიზელი სტუმრების გაუთავებელ სადღეგრძელოებს (განსაკუთრებული ეშხითა და გამოთქმით, გასწორებული განმკლავით, სწორედ დედების და დიასახლისების სადღეგრძელო ისმება). გამთენიისას, ქმარ-შვილის, საუკეთესო შემთხვევაში ლოგინში, უარესში კი - სკამზე ჩამოძინების შემდეგ, სასწრაფო წესით, იწყებენ უმოწყალოდ არეული სახლის ახლიდან დალაგებას, ჭურჭლის რეცხვას და მაგიდის ახლიდან გაწყობას მომლოცველი სტუმრების მოლოდინში. აღსანიშნავია, რომ ამავე სცენარით ვითარდება ხოლმე ჩვენი ქალების დაბადების დღეც... თან ქმრის მადლობელი უნდა იყო, ბაზრიდან პროდუქტის მოსატანი ფული თუ მოგცა და შენს გაკეთებულზე და მირთმეულზე, თავისი ძმაკაცები თუ აქეიფა.
გარდა ამისა: „მეთორმეტე ღამე“ - ასე ერქვა ამ დღეს წარმართულ ევროპაში, სადაც სჯეროდათ, რომ ძველსა და ახალ წელს შორის ნაპრალი იხსნებოდა და სიცოცხლის ახალი ციკლი იწყებოდა; წელიწადის ყველაზე მშვიდობიან ღმე დგებოდა და იქითა და აქეთ სამყაროს მკვიდრები (ადამიანები და ავი სულები) ერთად ღრეობდნენ; ოჯახში სითბოსა და ნათელის დასაბედებლად კი, საახალწლო თაიგულში სანთლებს მთელი ღამე უნდა ეციმციმა. “მეთორმეტე ღამის“ მომდევნო დღე „ბედისწერის“ ოყო და მზის ჩასვლამდე წარმოთქმული ყველა სიტყვა და გაკეთებული საქმე მთელი წლის ბედს განსაზღვრადვდა. და სწორედ აქედან შემოგვრჩა გამოთქმა: „ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელი წელი ისეთი გექნებაო“.
ხვათა შორის, ახალი წლის სიმბოლოს, ნაძვის ხის 1513 წლიდან დამკვიდრებასაც გერმანელ მარტინ ლუთერს უნდა ვუმადლოდეთ. დანარჩენმა ევროპამ ეს ტრადიცია მხოლოდ 250 წლის უკან აღიარა, ისიც, გერმანელი პრიცესების წყალობით. რომლებსაც სხვა ქვეყნებში გათხოვებისას „მზითვად“ ნაძვიც მიქონდათ. და რაც მთავარია, უაზროდ კი არ რთავდნენ, არამედ, წესისა და კანონის თანახმად: ვაშლი ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლებოდა, კვერცხი - ჰარმონიისა და ბარაქის, თხილი - ღვთის მადლის. ასე, რომ კარგად დაფიქრდით ნაძვისხეზე რას აბამთ.
ჩემი შავი და ბანჯგვლიანი მეკვლე |
ბიძაჩემი |
ერთადერთი გადარჩენილი |
Привет, дорогие читатели. Наконец и до вас у меня дошли ручки. Детки играют, муж опять у друзей, а я сижу у чудом свободного компьютера.
Мой муж: Гурул-Аравийский |
Из предыдущего письма вы знаете, что как все многодетные матери (всегда в спешке, всегда в движении), раньше всех умчалась с праздника – спасать мужа и радовать детей. Но, случилось так, что порадовали и меня. По дороге домой муж уснул в машине. Пришлось чуть ли не на руках поднимать его на девятый этаж (правда на лифте ) и укладывать его в постель. И ... неожиданно получила комплимент: « ფისო, ты же знаешь, американцы были на луне. Вокруг луны летал их корабль. Так, вот, дорогая, между мной и тобой сигнал на много силнее чем между ними»... и сладко уснул!
მისის ეფიგენია დაუტფაიერი |
არგაბედო და მისი ალტერ ეგო |