6.12.10
ლირიული გადახვევა
Approved byმახსოვს, დაგპირდით, ნამცხვრებთან და სხვა ქალურ ინტერესებთან ერთად ამ ინტერესთა შორის უინტერესეთზე - კაცებზეც ვილაპარაკეთთქო, მაგრამ ჩემს პოსტებს რომ ვნახულობ... სულ ჩემი ქართულის მასწავლებელი მახსენდება (სხვთაშორის, ძალიან ჭკვიანი და ბრძენი ქალი), თემის კითხვისას გვეხვეწებოდა, „პირველ სიტყვასა მოდითო“, ისე ნუ აკეთებთ თქვენ და მკითხველსაც რომ დაავიწყდეს წერა რაზე დაიწყეთო J
ჩემს საქციელზე ერთი ძველი ანეგდოტიც გამახსენდა - კოვბოი ჯონიზე.
ჯონი ქალს აბამს. იფიქრა, ჩემს ლამაზ ცხენზე შემოვჯდები, წინ ჩავუვლი. ქალი მეტყვის: „ჯონი, რა კარგი ცხენიაო“, მე ვეტყვი: „წამოდი, ერთდ გავიაროთო“, შემოვისვამ ცხენზეო და... ჩაუარა ჯონიმ ქალს, ქალმა გახედა, ხმა არ ამოიღო. წამოვიდა ჯონი, ცხენი წითლად გადაღება, იფიქრა, ჩემს ლამაზ ცხენზე შემოვჯდები, წინ ჩავუვლი. ქალი მეტყვის: „ჯონი, რა კარგი ცხენიაო“, მე ვეტყვი: „წამოდი, ერთდ გავიაროთო“, შემოვისვამ ცხენზეო და... ჩაუარა ჯონიმ ქალს, ქალმა გახედა, ხმა არ ამოიღო. წამოვიდა ჯონი, ცხენს ყვითელი კოპლები დაახატა, იფიქრა, ჩემს ლამაზ ცხენზე შემოვჯდები, წინ ჩავუვლი. ქალი მეტყვის: „ჯონი, რა კარგი ცხენიაო“, მე ვეტყვი: „წამოდი, ერთდ გავიაროთო“, შემოვისვამ ცხენზეო და... ჩაუარა ჯონიმ ქალს, ქალმა გახედა, ხმა არ ამოიღო. წამოვიდა ჯონი, ცხენი მწვანე და ლურჯი ზოლეით გადაღება...იგივე, მერე ყვავილებით მოხატა, მერე ჭადრაკულად გადაღება. ჩაუარა ქალს და ქალმა გახედა: „ჯონი, მოდი ერთად გავიაროთო“ და ჯონიმაც: „რა დროს ეგაა, ქალო, შეხედე რა კარგი ცხენიაო“...
აი ასეთია ჩემი და კაცების ისტორიაც.....
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
2 კომენტარი.:
20,30,40,50 wlis mamakacebi moxvdnen kundzulze, dila tendeba da pirveli 20 wlis axalgazrda igvidzebs, xedavs meore kundzulze mxolod mandilosnebi daiarebian, mivardeba 30 wlis chabuks agvidzebs gaixede ramdeni qalia gadavcuroto, 30i amshvidebs navi avawyot da gadavcurotoo. axla agvidzeben 40s situaciashi arkveven da navis awyobashi daxmarebas stxoven, 40i gaxedavs da tu undat aqet gadmocurono:) agvidzeben 50s eubnebian navi avagot gadavcurot ase vqnat ise vqnat:)) 50 imzireba, amat gadmoxedavs... da ekitxeba aqedan ra ara chanso???:))))))
da is rogor ariis???:) qals qmarze metad puli uyvarso da pulze metad sayvarelio:)) tu rogor aris?????:))))
Post a Comment