5.12.10
აი, მეორე ხმაც მოვედი!
Approved byამ ბლოგის მკითხველები ალბათ უკვე მიხვდნენ, რომ მეც ამ ბლოგის ერთ-ერთი "თანაბარუფლებიანი" ბლოგერავტორი ვარ. ასე რომ, გინდათ თუ არ გინდათ, ჩემი მოსმენაც მოგიწევთ.
ნათქვამია, "მაჩვენე შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ". ჩვენს ბლოგზე ეს მრავალნაცადი ჭეშმარიტება არ ჭრის. ყველას საკუთარი აზრი, გემოვნება, პოზიცია და ბეეევრი იდეა აქვს, რომელიც ხშირად მეგობრისას არ ემთხვევა. ხანდახან ვკამათობთ კიდეც, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს კამათი ყველაზე საინტერესოა...
ერთია, ყავა, შოკოლადი და ქაქანი ქალურ (და არა მხოლოდ) თემებზე ყველას ერთნაირად გვიყვარს. მეტიც, ამის გარეშე ცხოვრება გაცილებით მოსაწყენი და რუხი იქნებოდა. ჰოდა, ჩვენს ყოველდღიურობას (და იმედი გვაქვს, რომ მალე თქვენსასაც) სწორედ ამით ვიმრავალფეროვნებთ.
მოკლედ, მოვედი და აჰა, მეც აქ ვარ!!!!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
3 კომენტარი.:
როგორც იქნა! ვგროვდებით! აქამდე მარტო ვშრომობდი და ვეზიდებოდი ჭაპანს! დანარჩენებსაც ველოდები!
თქვენი მერი პოპინსი
yochag:)))))))dzlivs chavisuntqe:))
es jer shroma ar aris, sisxlia sachiro xalxma rom shegiyvaros:)))))) ukve didi gogo xar amdeni unda icodeeee:)
Post a Comment