750 გრ მარწყვი, გარეცხილი და ორდ ან ოთხად გაჭრილი,
2 ½ ს/კ ლერწმი შაქარი, 1 ს/კ ძმარი ბალზამიკო, ¼ ჩ/კ ახალდაფქული პილპილი
ფართო ჯამში ჩავყაროთ მარწყვი, მოვაყაროთ შაქარი, გადავურიოთ
და გავაჩეროთ 10 წუთი ოთახის ტემპერატურაზე. ფიალაში ერთმანეთში გადავურიოთ ძმარი და
პილპილი და მოვასხათ მარწყვს. გადავურიოთ, სურვილის შემთხვევაში მოვაყაროთ წვრილად
დაჭრილი რეჰანის ფოთლები და მივირთვათ.
მოსართავად:
¾ ჭ შაქარი, წითელი და ყვითელი ფერის თხევადი ნამცხვრის საღებავი, 12 ცალი ფოთოლი
(საურველია პიტნის), დარიჩინის ჩხირი, 12 ცალი ნუშის გული
კვერცხის ცილები და გულები დავაცალკევოთ და მოვათავსოთ
ცალ-ცალკე ჯამებში. ცილები ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან ერთდ და ბეზე ფორმის შენარჩუნებას
რომ დაიწყებს თითო-თითო კოვზად დავუმატოთ 3 ს/კ შაქარი.
ცალკე ჯამში გავთქვიფოთ კვერცხის გულები, დარჩენილი 2 ს/კ შაქარი და ვანილის შაქარი. გათქვეფილი გულები ფრთხილად გადავურიოთ
ათქვეფილ ცილაში, ხის კოვზით დავუმატოთ 2 ს/კ ფქვილი და სოდა. კარგად, მაგრამ ფრთხილად
მოვურიოთ და მერე თითო-თითო კოვზად გადავურიოთ დარჩენილი ფქვილიც.
გამზადებული ცომი გავანაწილოთ ცხიმწასმულ ბურთის ფორმის საცხობ ფორმებში (12 განყოფილებიანი ფორმა, რომელშიც ნახევარსფეროები გამოდის) და შევდგათ
170°C-მდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით. გამოვიღოთ, ბისკვიტებს 5-10 წუთი ფორმაშივე
ვაცალოთ გაგრილება და მერე გადმოვიღოთ ფორმიდან და გავაგრილოთ საბოლოოდ.
სანამ ბისკვიტი ცხვება, მოვამზადოთ კრემი: სქელძირიანი
პატარა ქვაბით დავდგათ რძე გასაცხელებლად. პუდინგის ფხვნილი და შაქარი გავხსნათ შემთბარ
რძეში და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე. თან ვურიოთ. კრემი რომ ადუღდება, გავაჩეროთ 2 წუთი
ცეცხლზე, მერე გადმოვდგათ და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე. ცალკე ჯამში კარგად
ავთქვიფოთ კარაქი და ჩავათქვიფოთ პუდინგის კრემი და ყვითელი საღებავი.
შაქარს გადავურიოთ წითელი საღებავი და დავყაროთ ფართო
თეფშზე. ავიღოთ გამომცხვარი „ბურთების“ ნახევრები, წავუსვათ შუაში კრემი, ჩავაყოლოთ
თითოცალი ნუში და შევაწებოთ ერთმანეთს, ისე, რომ მთლიანი ბურთები გამოგვივიდეს. ბურთებს
გარედან ძალიან თხლად (ისე, როგორც საბჭოთა საბავშვო ბაღში - პურს კარაქი), წავუსვათ
კრემი და ამოვგანგლოთ ვარდისფერ შაქარში. დარიჩინი ჩხირი დავამტვრიოთ და ჩვენს ატმებს
გავუკეთოთ დარიჩინის „ყუნწი“ და პიტნის „ფოთოლი“.
ყოველთვის მხიბლავდა და მიზიდავდა სხვადასხვა ტიპის
შეთქმულების თეორიები. რაც უფრო არაბუნებრივი, თითიდან გამოწოვილი და ფანტასტიკის სფეროდან
იყო თეორია, მით უფრო მახალისებდა ის. მახსოვს, ათიოდე წლის წინ რომელიღაც გაზეთში
წავიკითხე, თუ არ ვცდები „კვირის პალიტრაში“, ერთი ქართველი მეცნიერის ნაშრომი, რომელშიც
ავტორი გვაუწყებდა რომ ეგვიპტური პირამიდების საიდუმლო ახსნა. თურმე ნუ იტყვით და პირამიდა თავისი ფორმითა და თეთრი ფერით (!) ხელოვნური ტორნადოს წარმოშობას უწყობს ხელს. მიუხედავად
იმისა, რომ დედამიწის ჩვენეულ და ეგვიპტისაც ნახევარსფეროზე ტორნადო საერთოდ არ იცის
და მისი არსებობის არცერთი ფაქტი არაა დაფიქსირებული არც ძველ და არც თანამედროვე სამყაროში,
მახვიგონიერ მკვლევარს მაინც გულწრფელად ჯერა, რომ ფარაონის გასვენების დროს პირამიდის
წვერზე ტორნადო ჩნდებოდა და ძველი ეგვიპტელები თავიანთი მეფის ანუ ზეციური მხედრის
ცად ამაღლების სასწაულის თვითმხილველები ხდებოდნენ.
თანაც, ტორნადოს წარმოშობის მიზეზი
პირამიდის წვეტიანი ფორმა და მისი კაშკაშა თეთრი ფერი ყოფილა. ჯერ ერთი, პირამიდა დღესაც
იგივე ფერისა და ფორმისაა, როგორც ბოლო რამდენიმე საუკუნის წინ და ტორნადოები არსად
ჩანს, გარდა ამისა, თუ ფორმა და ფერი იყო ამის მიზეზი, რატომ იყო ამით გამოწვეული ტორნადო
ერთჯერადი და რატომ ჩნდებოდა მაინცდამაინც გასვენების მომენტში? აღარ ვლაპარაკობ იმაზე,
რომ პირამიდას ფარაონის სიცოცხლეშივე აშენებდნენ და უფრო მეტიც, ახალაშენებული პირამიდა სულაც
არ იყო ჩვენთვის დღეისათვის ცნობილი ყვითელი (და არა თეთრი) ფერის - ის ფერად-ფერადად
მოხატული ჭრელა-ჭრულა მეტლახით იყო მოპირკეთებული და მხოლოდ დრო-ჟამის სიმუხთლემ და
უდაბნოს ქვიშით უმოწყალოდ ხეხვამ გახადა ერთი ფერის.
ერთი სიტყვით, პირამიდაც და მის წვერზე გამობმული ტორნადოც
იქით იყოს, სულ მშურდა ასეთი ფანტაზიის მქონე ხალხის - ყოველთვის მინდოდა მეც მომეფიქრებინა
რამე მსგავსი, და - გამოქვეყნების რა მოგახსენოთ, მაგრამ საკუთარ მეგობრებში მაინც ხომ
ვიხალისებდი? ჰოდა, აი, ახდა-ამისრულდა ოცნება და ჩემს თავშიც მომწიფდა სრულიად უსაფუძვლო
მაგრამ საკმაოდ ლოგიკური თეორია იმის თაობაზე რომ მეგრელებს და იტალიელებს საერთო წინაპარი
ყავთ - ვთქვათ რომაელები და ამის დასტურად ამ ორი ხალხის ხასიათის თავისებურებაზე და
ტემპერამენტზე რომ არაფერი ვთქვათ, ორივე ქვეყნის სამზარეულოც გამოდგება:
კამეჩის
მოცარელა და კამეჩის სულგუნი - რომლების დამზადების ტექნოლოგიაც
ტყუპის ცალივით გავს ერთმანეთს და როცა მოცარელაში უთუსბირს გახდევინებენ, შეგიძლიათ
ზუსტად იცოდეთ რომ ოდნავ სხვანაირად შენახულ რძიან სულგუნს ჭამთ;
მოცარელა
რიკოტა
და მეგრული ხაჭო - რომელიც სინამდვილეში ნახევრადწანადუღო ელემენტია;
რომაული
ტრიპა და მეგრული კუჭმაჭი - ოროვე მოხრაკული ფაშვისაგან მზადდება
და მათი ფრანგული და ბრიტანული თანამოძმეებისგან განსხვავებით ოროვე იხრაკება მოხარშვის
მერე;
ღომი
და პოლენტა - მოხარშული სიმინდის ფქვილისაგან მზადდება და პოლენტაში
ელარჯის არ იყოს, ხშირად ურევენ სხვადასხვა სახეობის ყველს;
პესტო და მეგრული სუნელი - მართალია სხვადასხვა მწვანილებისაა,
მაგრამ ორივერ ერთნაირადაა პირველის შემთხვევაში დაბლენდერებული და მეორეში დანაყული
ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული;
ტრიპა
გრაპპა
და მეგრული ჭაჭა - ჭაჭას (ყურძნის არაყს) გასაგებია რომ საქართველოს
ყველა რეგიონში ხდიან, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც, არ გვაქს მისი სხვა რეგიონში წარმოშობის
დამადასტურებელი ფაქტები, თავისუფლად შეგვიძლია ვიდავოთ რომ პირველად სწორედ სამეგრელოში
გამოხადეს პომპეუსის იმ ცენტურიონის რეცეპტით, რომელიც ლაშქრობისას რომაულ ჯარს ჩამორჩა
და როგორც ასევე გადაუმოწმებელი ლეგენდა მოგვითხრობს ჭანტურიების გვარს ჩაუყარა საფუძველი;
იტალიური
ძეხვი და მეგრული კუპატი - ორივე ღორის, ოროვე ცხიმიანი და გულისწავლამდე შესუნელებული;
იტალიური ძეხვი (რით არაა ტაფაზე დაბრაწული კუპატი?)
თეთრი
პიცა და მეგრული ხაჭაპური
რავიოლი
და კვარაბია ... და უსასრულოდ შეიძლება ამ სიის გაგრძელება, აღარაფერი
რომ არ ვთქვათ მეგრულ პამიდვრის საწებელსა და იტალიელების საყვარელ პამიდვრის სოუსზე.
ბევრი მომედავება, რომაელებმა პამიდორი რა იცოდნენო. მოგეხსენებათ, ეს შესანიშნავი
ბოსტნეული კოლუმბმა ჩამოგვიტანა ევროპაში, მაგრამ აქ იმაში კი არაა საქმე, რომაელებმა
რა იცოდნენ და რა არა - ფაქტი ისაა, რომ ერთი გენეტიკის ხალხს გემოვნებაც ერთნაირი
აქვთ და რაც მოეწონებათ იტალიელებს, მოეწონებათ მეგრელებსაც.
სხვას ზემოთ ჩამოთვლილიც ეყოფოდა, მაგრამ ჩემი სამართლიანად აბსურდული
თეორიის უტყუარობაში მე სულ სხვა ფაქტმა დამარწმუნა: ჩემი ღრმა ბავშვობის და სამეგრელოს
იქით (ისიც მხოლოდ ქორწილებში და ქელეხებში) არსად რომ არ მინახავს ისეთ ნამცხვარს
მივაგენი იტალიელებთან. ვინმეს გახსოვთ ხიდან მოწყვეტილ ფოთოლგარჭობილი, შაქარმოყრილი,
საოცრად მიმზიდველი და გულისწასვლამდე უგემური და გაქვავებული ატმის ნამცხვარი? ყოველ
დანახვაზე მიმიწევდა გული, ყოველ დანახვაზე ვბრიყვდებოდი და ვიმტვრევდი კბილებს (რათქმაუნდა
გადატანითი მნიშვნელობით). ალბათ 30 წელია რაც საქართველოს ტერიტორიაზე თვალი აღარ
მომიკრავს და, აგერ არ გამოჩნდა ინტერნეტში? ალბათ დაკარგული ბავშვობის მეგობრის დანახვა
არ გამეხარდებოდა ისე, როგორც მისი დანახვა გამეხარდა. ამ კოხტა, ლოყებდაბრაწული და
შაქარში ამოვლებული ცომის გუნდის შემხედვარეს მეგონა ისევ ხუთი წლის ვარ, ისევ მინდვრად
გაშლილ სეფასა და კოჭის ძაფით თეთრ ქაღალდგადაკრული გარანდული ხის მაგიდებითა და სკამებით
გაწყობილ ქორწილში მოვხვდი ბებისათან და ბაბუასთან ერთად და ერთიან მერხზე მსხდომ საყვარელ
ადამიანებს ისევ ჩავეკვეტე შუაში...
მერე რა რომ იტალიური „ატამი“ ჩვენებურისგან განსხვავებით
რბილი ბისკვიტისგან მზადდება, შუაში მოხარშული კრემი და ნუშის გული აქვს ჩაყოლებული
და ალბათ საკმაოდ გემრიელიც არის - გარეგნულად მაინც მეგრულის ტყუპისცალია და სამეგრელოსა
და იტალიის გარდა ვერსად, ვერსად ნახავთ: სხვა არავინ შეიწუხებს თავს მისი გაკეთებით.
სწორედ ამიტომაა ჩემი თეორია მეგრელების და იტალიელების ნათესაობის თაობაზე დამტკიცებული და უტყუარი ... წერა მეგობარმა შემაწყვეტინა,
ეგეთი ნამცხვარი აჭარაშიც იცოდნენო. და, რა გგონიათ, ფარ-ხმალს დავყრი? არაფერიც! დიახ,
სწორედაც ლაზებმა ჩაიტანეს აჭარაში რეცეპტი და გურიაშიც ექნება ერთ ორ გურულს ნასწავლი
გურიელების ძაღლზე გაცვლილი დადიანების მეგრელი ყმებისგან... აი, ასე! რითაა ახლა ჩემი თეორია პირამიდის თავზე მობზრიალე ტორნადოზე ნაკლები?
ახალციხელი ლოკოკინების და მათი თანამოძმეების დღის
აღსანინავად, ლოკოკინის მომზადების რამდენიმე წესს და მეტად საინტერესო რჩევას შემოგთავაზებთ.
იცოდით, რომ მინდვრად დაჭერილი ლოკოკინა ფერმის ლოკოკინაზე ბევრად გემრიელია? და რომ
მათი მომზადება დაჭერისთანავე არ შეიძლება?
ერთი სიტყვით, ლოკოკინები დაკრიფეთ (ასე ეწოდება მათი
შეგრივები პროცესს) და ორიოდე დღე მინის ქილაში (რასაკვირველია თავდახურულში, თორემ
გაიქცევიან) დიეტაზე ამყოფეთ, თან რეგულარულად აბანავეთ. ორი დღის მერე, ჩაულაგეთ რამდენიმე
ცალი სტაფილო და დაელოდეთ (3-4 დღე), სანამ მათი ცურცლი თუ კურკლი ხასხასა სტაფილოსფერი არ გახდება.
მერე კიდევ ერთხელ გაახვანჩალეთ, ჩაბანეთ და დააბრუნეთ გარეცხილ ქილაში. შედგით მაცივარში. სიცივეში
ლოკოკინები ღრმა ძილით დაიძინებენ და ასევე მძინარე ჩაყარეთ მდუღარეში.
ქვაბით ავადუღოთ წყალი ან ქათმის ბულიონი და ვხარშოთ
ლოკოკინები 2 წუთის განმავლობაში. გადავწუროთ და პინცეტის ან დანი წვერის დახმარებით
ამოვიღოთ ნიჟარებიდან. გავწმინდოთ.
ტაფა გავახუროთ საშუალო ცეცხლზე და დავბრაწოთ რამდენიმე
ნაჭერი წვრილად დაჭრილი პანჩეტა ან ბეკონი. ბვეკონი რომ დაიბრაწება დავუმატოთ წვრილად
დაჭრილი სალბის ფოთლები, ლოკოკინები და ვბრაწოთ 1-2 წუთი. თან ვურიოთ. მოვაწუწოთ ლიმონის
წვენი, ზეითუნის ზეთი და დავუმატოთ ოხრახუში. მივირთვათ ნებისმიერ სალათასთან ერთად.
ესკარგო
(ლოკოკინა ფრანგულად)
1
კგ ზემოთ ნაჩვენები წესით ნადიეტარი და მომზადებული ლოკოკინები, 300 გრ კარაქი ოთახის
ტემპერატურის, 1 მსხვილი თავი ნიორი, ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი,
პილპილი და გახეხილი ყველი (სურვილის ემთხვევაში)
ქვაბით ავადუღოთ წყალი ან ქათმის ბულიონი და ვხარშოთ
ლოკოკინები 2 წუთის განმავლობაში. გადავწუოთ და პინცეტის ან დანი წვერის დახმარებით
ამოვიღოთ ნიჟარებიდან. გავწმინდოთ. შევამარილოთ და დავბრაწოთ კარგად გახურებლ ტაფაზე
(ან მოვხარშოთ მწვანილებიან ბულიონში).
მოვამზადოთ კარაქი: დაბილებული კარაქი, მარილი, პილპილი,
ლიმონის წვენი, დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში კარგად გადავურიოთ ერთმანეთში.
დაბრაწული ლოკოკინები დავაბრუნოთ თავისავე ნიჟარაში და ამოვავსოთ არომატიზირებული კარაქით.
შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ გახეხილი ყველი. მომზადების ამ ეტაპზე ლოკოკინების ცელოფანში ჩაყრა და სამომავლო სარგებლობისთვის გაყინვაც შეიძლება - სწორედ ასეთ მდგომარეობაშ იყიდება სუპერმარკეტებში.
კარაქიანი ლოკოკინები დავალაგოთ ტაფაზე, გახურებულ ღუმელში შევდგათ და 10 წუთი გავაჩეროთ. თუკი ლოკოკინი ნჟარის გამოყენება არ გინდათ, არომატიზირებული
კარაქი რაიმე პატარა ფორმებში მოათავსეთ, ზემოდან კი შემწვარი ლოკოკინა დაადეთ და
10 წუთით შედგით გახურებულ ღუმელში. ჭემთ ცხლად!
ლოკოკინა
ბურგუნდიულად
20-30
ცალი უკვე მომზადებული და ნიჟარაგაცლილი ლოკოკინა, 100 გრ კარაქი, 50 გრ ყველი პარმეზანი,
2-3 კბილი ნიორი, დაჭრილი ოხრახუში, გახეხილი ჯავზის კაკალი და მარილი გემოვნებით
დარბილებულ კარაქში გადავურიოთ ოხრახუში, დაჭყლეტილი
ნიორი, ჯავზის კაკალი და მარილი. ლოკოკინები გავანაწილოთ სპეციალურ სალოკოკინე ფორმაში ან გამოვიყენოთ
მინი ტარტალეტკის ფორმები. ზემოდან წავუსვათ ცოტაოდენი არომატიზირებული კარაქი და ვაცხოთ
10 წუთი 230°C-ზე.
4
ს/კ კარაქი, 4 ღერი მწვანე ხახვი წვრილად დაჭრილი, 1 ჩ/კ გახეხილი ჯანჯაფილის (იმბირი)
ბოლქვი, 1 დიდი ზომის მწვანე ან წითელი ცხარე წიწაკა წვრილად დაჭრილი, 2 ს/კ კარის
ფხვნილი, 4 პამიდორი კუბიკებად დაჭრილი, 8 მსხვილი კვერცხი, 4-5 საშუალო ზომის პამიდორი, 2 ს/კ რძე, მარილი და ახალდაფქული
პილპილი გემოვნებით, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ქინძის ფოთლები
ფართო ტაფა შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და გავადნოთ 2 ს/კ
კარაქი. დავყაროთ მწვანე ხახვი, წიწაკა და
ჯანჯაფილი. ვთუშოთ 2 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ კარის ფხვნილი და პამიდორი და ვთუშოთ
კიდევ 1 წუთი. გადმოვიტანოთ თეფშზე. ტაფაზე დავაგდოთ დარჩენილი კარაქი. კვერცხი, რძე,
მარილი და პილპილი ავთქვიფოთ ერთად. დავასხათ ტაფაზე და კარგად მოვურიოთ. კვერცხი ოდნავ
რომ შეშრება დავუმატოთ მოთუშული ბოსტნეული
და ვურიოთ სანამ კვერცხი ბოლომდე არ შეიწვება. მოვაყაროთ ქინძი და მივირთვათ ცხლად.
სულვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ ინდაურის ან ქათმის შაშხი.