თანამედროვე დედამთილი და მისი თანამედროვე პრობლემები

Approved by Natia Jinjolava



ბალტიისპირული ხალხური ანეგდოტი:
„ორო ლიტველი ზის სევდიანი სახით, ერთმა ამოიოხრა და თქვა:
- Рождество хорошо.
გავიდა ნახევარი საათი და მეორე პასუხობს : - Секс ещо лучше.
კიდევ ერთი საათის მერე პირველმი ამოიხვნეშებს - Рождество чаще...„

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამერიკელებს დავცინოდი მათი დაგეგმილი და გაწერილი ცხოვრების გამო. მაგალითად: ერთი ნაჭერი შოკოლადის ტორტი მხოლოდ ხუთშაბათობით, თორემ გასუქდები; ლოტო ოთხშაბათობით მეგობრებთან კომუნიკაციისთვის; კვირას 2 საათი ტელევიზორის ყურება; სამშაბათობით ვიდეოგაქირავებიდან გამოტანილი ფილმის ყურება და ყველაზე მეტი ქილიკის საგანი: შაბათ საღამოს სავალდებულო ცოლ-ქმრული სექსი. დავცინოდი იმიტომ, რომ ჩემი აზრით ადამიანი მოაზროვნე და თავისუფალი ცხოველია და როცა უნდა და რაც უნდა და რამდენი ხანიც უნდა ის უნდა აკეთოს და ასეთ ხელოვნურ შეზღუდვებს და წესებს ნერვიული სტრესის და ფსიქოზის გარდა, კარგი არაფერი მოაქვს. თუ არ გჯერათ, თავად გადახედეთ სტატისტიკას, არც ერთ ქვეყანაში არ ყავთ იმდენი ფსიქიურად გადახრილი, მანიაკი და სადისტი რამდენიც ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ, მოგეხსენებათ ყველა მედალს აქვს თავისი ორი მხარე და ჩვენთან მსგავსი სავალდებულო ჩვევების არქონამ სხვა გადახრები გამოიწვია. რასაკვირველია, ეს ყველას, პირველ რიგში კი შეგნებულ ადამიანებს არ ეხება, მაგრამ უამრავია სუსტი ნებისყოფის ან დაბალი ტაქტის ქალი, რომელის ფსიქიკაზე და რაც ყველაზე უარესია, საქციელზეც, რაიმეს არ ან ვერმიღწევა ძალიან ცუდად მოქმედებს.
ამჯერად უპასუხსიმგებლო და ფეხზემკიდია ქმრების უყურადღებისგან (ხშირად ყველა სხვა სიკეთესთან ერთად უსექსობისაგან) გაბოროტებულ ახალგაზრდა ცოლებზე, ანუ ჩვენის თაობის დედემათილებზე (სიდედრებზე) მინდა მოგიყვეთ - ქალებზე, რომლებმაც ჩვენი დედების თაობისგან განსხვავებით უკვე იციან რომ ქალი ქმრის მონა არაა, სექსი ცუდი არ ყოფილა და მას ყველა იმსახურებს და, რომ ნებისმიერი გზით და ნებისმიერ ფასად ოჯახის შენარჩუნების გარდა, ქალს სხვა დანიშნულებაც აქვს. გონებით ხვდებიან, რომ სამსახურს, ძმაკაცებს თუ გართობას გადაყოლილ კანონიერ მეორე ნახევართან როგორც ქალს, უკვე არაფერი აკავშირებთ, მაგრამ გენეტიკის დონეზე ჩამჯდარ ინსტინტქს, რომ „ქმარმა რაც არ უნდა დიდი შეურაცხყოფა მოგაყენოს და რაც არ უნდა დაგამციროს, ხელიდან არ უნდა გაუშვა და კბილებით ჩაებღაუჭოს“ ვერაფერს უშვებიან და თვითონაც იტანჯებიან და მერე სხვებსაც უმწარებენ სიცოცხლეს. არა, ასეთი ქმარი ყველაფერს იმსახურებს და ალალია რასაც ცოლები უშებიან, მაგრამ სამწუხაროდ, გამწარებული ქალები თავის ბოღმას, ქმარზე კი არა, ახალგაზრდა შეყვარებულებზე - შვილებზე და რძლებზე ან სიძეებზე ანთხევენ და თავისზე ახალგაზრდებს უნგრევენ ცხოვრებას. ალბათ თავადაც დამეთანხმებით, ძალიან ძნელი მოითმინო და მშვიდად უყურო, შენ რომ ქმრისგან ძალიან გინდოდა და ოცნებობდი (სრულიად კანონიერად და დამსახურებულად) და სხვადასხვა მიზეზით ვერ ეღირსე იმ პატივისცემას და ყურადღებას, ამ გათახსირებულის (ანუ შენი ქმრის) გაზრდილი შვილი სხვას როგორ აქცევს და ახალ მოყვანილი ცოლი (ან ქმარი) როგორ უყვარს და, შენი აზრით, იმის ჭკუაზე როგორ დადის. 
დღევანდელი 17-25 წლის გოგოებისგან დედამთილებზე ისეთ თმისყალყზედამყენებელ ისტორიებს ვისმენ... არა, გასაგებია, რომ კონფლიქტში ბოლომდე მართალი მხარე არ არსებობს და დედამთილის „გამხეცებას“ შეიძლება რძლის უგვანო საქციელმაც შეუწყო ხელი, მაგრამ ყველაზე ცუდმა რძალმაც ვერ უნდა აიძულოს Homo sapiens-ს იმის გაკეთება, რასაც ჩვენი ბალზაკის ანუ გაფურჩქვნის ასაკში მყოფილი 40-45 წლის დედამთილები კადრულობენ. მათ ფონზე კონკიას და ფიფქიას დედინაცვლები ჰუმარნურობისა და გულკეთილობის განსახიერებად გვევლინება, ჰა-ჰა, ყველაზე მეტ მსგავსებას წიქარას დადევნებულ გარეულ ტახზე გადამჯდარ ალქაჯთან თუ ვიპოვით.
მოდით, გულახდილათ გავიხსენოთ, ჩვენი მშობლების თაობაში რამდენი ძალიან კარგი ოჯახი იცით სადაც ბავშვების გაჩენის დღიდან ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ეძინა? მე ძალიან ბევრი. პირადად ჩემს ნათესავებში მსგავსი შემთხვევა ნამდვილად არ გვქონია, მაგრამ ჩემი ახლობლების ოჯახებში ბევრგან სწორედ ასე იყო, დაქალს დედის გვერდით ეძინა, მამას კი ცალკე. არადა, გასაოცარი იცით რა არის? ჩვენთან ჩხუბიც ყოფილა, აყალ-მაყალიც (საკმაოდ ემოციური და ტემპერამენტიანები ვართ ყველანი), განქონწინებაც და შეხმატკბილებული სიბერეც, მაგრამ არ მახსოვს ერთხელ მაინც საკუთარი მშობლები, ბებია-ბაბუა, მამაიდა/დეიდა-ბიძები და ა.შ. ცალ-ცალკე საძინებელში მენახა. სმაგაიეროდ, იმ მეგობრებთან სადაც მშობლები კვლავაც საბჭოთა ხალხური ანეგდოტის მსგავსად: „живут в одной квартире, но членоразделно“, ერთი ჩხუბიც არ მაგონდება, ასე უსიტყვოდ და უკონფლიქტოდ შეაბერდნენ ერთმანეთს. სამაგიეროდ, არც ჩვენებური მხიარულება შემინიშნავს ოდესმე.  მაგრამ ეს ძველი თაობა იყო და მათ სხვა კრიტერიუმები და მოთხოვნები ქონდათ ცხოვრებისგან. მათ ასე ასწავლიდნენ, რომ სექსი ცუდია, კაცი ბინძური და ქალმა ოჯახის ხათრით ყველაფერი უნდა მოითმინოს. მაშინ, 15-17 წლის ასაკში ოჯახების შეთანხმებით "ბედნიერად" გათხოვილი ქალი 35 წლის ასაკისთვის უკვე ცხოვრებანანახ და ხანდაზმულ ადამიანად ითვლებოდა და მის ფუნქციებში მხოლოდ შვილების ბედნიერებით გახარება შედიოდა. დღეს ასე აღარაა.
ერთ ჩემს ახალგათხოვილ მეგობარს ჩვენი დედების თაობის დედამთილმა საძინებელში ცოლ-ქმრის საწოლის გვერდით გაშლილი "ლეჟანკა "დაახვედრა: „ალბათ, კაცის გვერდით ძილი არ გესიამოვნება და ცალკე გაგიშალეო“ და მეორე დილით გაოცებული დადიოდა ახალდაქორწინებულების ოთახში შევარდნილმა ცოლ-ქმარი ერთად მძინარე რომ აღმოაჩინა. შესაბამისად, დედამთილების პრეტენზიებიც, „რძალი ჩემს შვილს გემრიელ საჭმელს არ უკეთებს ან შარვალს ცუდად უუთოვებს“ და მსგავსი საყოფაცხოვრებო პრობლემებით შემოიფარგლებოდა. ჩემი თაობის, ანუ დღევანდელ დედამთილებს (იგივე ეხებათ სიდედრებსაც) ეს საკითხი ნაკლებად აწუხებთ, ზოგი თვითონაც არ აკეთებს საჭმელს და სახლის ლაგებითაც თავს არ იწუხებს. ისინი რძალზე ან სიძეზე წლების მანძილზე კაცის ანუ ქმრის უყურადღებობისგან დაგროვებულ ბოღმას ანთხევენ.
ახლა, გულზე ხელი დაიდეთ და გულახდილად თქვით, რამდენ საკმაოდ სიმპატიურ და საზოგადოებრივი აზრის თანახმად სიყვარულით, ბედნიერად და წარმატებულად გათხოვილ დაქალს შემოუჩივლია თქვენთვის რომ ქმარი უკვე რამდენიმე თვის (წლის) მანძილზე აღარ ეკარება? ახლა ისიც გაიხსენეთ, რამდენი გათხოვილი ქალი იცით, რომელსაც საყვარელი ყავს? მეც ბევრს  ვიცნობ და ახია ყველა ასეთ ქმარზე!
მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც საყვარლის გაჩენას სხვადასხვა მიზეზით ვერ ბედავენ, ან საკუთარი ღალატი იმდენად აწუხებთ, რომ ქმრის უყურადღებობაზე მეტად, თავიანთი უნებისყოფობა ტანჯავთ და შედეგად, ვერ იტანენ ვერც ერთ შეყვარებულს საკუთარი შეყვარებული შვილის ჩათვლით. არაფერი ისეთ სიამოვნებას არ ანიჭებთ, როგორც ახალდაქორწინებულის ჩხუბი და მერე ყველაფერს აკეთებენ რძალი ან სიძე სახლიდან რომ გააქციონ. ბედნიერი მამამთილი კი ამჯერადაც ჩუმადაა - ოჯახური საქმეები და ცოლის პრობლემები და საქმიანობა მას არ ეხება.
ჩემი სიტყვები უბრალო ლაყბობად რომ არ მოგეჩვენოთ, ამ დღეებში რამდენიმე კონკრეტულ ისტორია-მაგალითს მოგიყვებით.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

კიდევ ერთი აზერბაიჯანული კერძი - დოვღა

Approved by Natia Jinjolava



დოვღა  აზერბაიჯანული მაწვნის წვნიანია,  ყვითელი ბარდით, აი რუსულად რომ   ГОРОХ-ს უწოდებენ, აზერბაიჯანელები კი ნოხუდის. უგემრიელესია, ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მიყვარს მისი უხორცო ვარაიანტი. ბებიაჩემსაც ძალიან უყვარდა და ხშირად აკეთებდა, დედაჩემი კი მაინცდამაინც არ წყალობს.
ერთხელ ბებიაჩემის და (ჩვენი საზოგადოებისთვის საკმაოდ ნაცნობი პიროვნების ბებია), რომელიც  სოხუმში ცხოვრობდა, ჩვენთან სტუმრად იყო ჩამოსული, დოვღა მოენატრა და ბებიას სთხოვა: „კაკილა, ერთი შენ რომ აზერბაიჯანული თოხარიკი იცი, ის გააკეთეო!“ თოხარიკი გურულად ცხენის ჭენებას, ანუ მისთვის დოღს ნიშნავდა დოღი, კი დოვღას  ჰგავს ჟღერადობით. და ჩვენც, იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, სახლში ამ კერძს თოხარიკად მოვიხსენიებთ.

უხორცო დოვღა
პირველ რიგში, კერძის მომზადების დაწყებამდე მინიმუმ 3-4 საათით ადრე უნდა გავარჩიოთ ბარდა (ყვითელი) და დავალბოთ ცივ წყალში, მერე გავაცალოთ კანი, ჩავყაროთ მდუღარე წყალში და მოვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე.
ცალკე ქვაბში გავთქვიფოთ მაწონი და ნელ–ნელაб მუდმივი მორევის პარალელურად ვამატოთ ფქვილი, რათა არ დაკურკუტდეს, ან არ აიჭრას. ნელი და მუდმივი მორევით მიგვყავს დუღილამდე, ვამატებთ ნახევრადმოხარშულ ბარდას, ბრინჯს და წვრილად დაჭრილ ხახვს. სრულ მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე ვამატებთ დაჭრილ მჟაუნას, ისპანახს, ქინძს, კამას, მარილს და ვადუღებთ მზადყოფნამდე.
უხორცო დოვღას მომჟაო და ძალიან არომატული გემო აქვს.
კიდევ ამბობენ, რომ უხორცო დოვღას მომზადების სულ ბოლო ეტაპზე შეიძლება დავუმატოთ მოხარშული და დაჭრილი კვერცხი, პორციაზე დაახლოებით 10 გრ.
კიდევ, რასაც აზერბაიჯანში აკეთებენ და ჩვენ არასდროს გაგვიკეთებია, სუფრასთან გატანის წინ ყოველ ულუფას თავზე გამდნარ კარაქს ასხამენ, როგორც ჩვენ საცივზე  ნიგვზის ზეთის მოსხმა ვიცით ისე.
ინგრედიენტები ერთი პორციისთვის: (როგორც ყოველთვის ძველი ჯადოსნური წიგნიდან, თორემ სახლში ესეც თვალის ზომით კეთდება):


მაწონი
200
გამდნარი კარაქი
10
ბრინჯი
20
ბარდა
25
ხორბლის ფქვილი
5
ხახვი
18
მჟაუნა და ისპანახი
50
ქინძი, კამა
30
მარილი                      
5



დოვღა ხორცით

ძვლებისაგან მზადდება ბულიონი, ხორცს  და თავ ხახვს ატარებენ ხორცისაკეპ მანქანაში, უმატებენ პილპილს, ამზადებენ პატარპატარა დაახლოებით 15 გრამიან ბურთულებს და ხარშავენ წინასწარ მომზადებულ ბულიონში, რომ შემდეგ მორევის დროს არ დაიშალოს.
აქაც, როგორც უხორცო დოვღის შემთხვევაში, 3–4 საათით არდე ალბობენ ბარდას და ხარშავენ.
გათქვეფილ მაწონს, ნელ–ნელა უმატებენ ფქვილს მიჰყავთ ადუღებამდე, ამის შემდეგ უმატებენ ბარდას, ბრინჯს, ხორცის ბურთულებს, ბულიონს და ადუღებენ. მზადყოფნამდე ცოტა ხნით ადრე ამატებენ მწვანილსა და მარილს.
იმ ჩვენ  ძველ და ჯადოსნურ წიგნში ასე წერია, რომ წელიწადის დროიდან გამომდინარე სუფრასთან შეგიძლიათ ცივიც მიიტანოთო. ვისაც რისკი გიყვართ, შეგიძლიათ გასინჯოთ, პირადად მე, ცივ წვნინაში შედედებულ–შესქელებულ ცხოველური ცხიმების დაგემოვნება ძნელად წარმომიდგენია, არ ვარ მე მაგდენად აზიელი!

  ინგრედიენტები:

ცხვრის ხორცი
 100
მაწონი
200
ბრინჯი
20
ბარდა
15
ხორბლის ფქვილი
10
ხახვი
12
მჟაუნა და ისპანახი
53
ქინძი და კამა
30
დაფქული პილპილი
გემოვნებით
მარილი                      
გემოვნებით


კეთილი სურვილებით, ეკა გობრონიძე

ლიმონის ტორტი

Approved by Natia Jinjolava


ლიმონის ტორტი

ბისკვიტისთვის: 10 კვერცხი, 1 მწიკვი მარილი, 12 ს/კ შაქარი, 2 ს/კ მდუღარე წყალი, 11ს/კ ფქვილი, სოდა დანის წვერზე, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 1 ს/კ ლიმონის გახეხილი ცედრა
სუფლესათვი: 4 კვერცხის გული,  0,5 ლ რძე, 100 გრ შაქარი, 50 გრ ფქვილი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 2 ს/კ ჟელატინი
ლიმონის კრემისათვის: 2 კვერცხი, 1 ჭ შაქარი, 3 ლიმონის წვენი, 100 გრ კარაქი
დასანამად: 75-100 გრ ლიქიორი ლიმონჩელო; ან 100 გრ შაქარი, 2 ლიმონის წვენი და 2 ს/კ ჯინი ან მარტინი
მოხარშული ბეზესთვის: 4 კვერცხის ცილა, 300 გრ შაქარი
მოსართავად: მარციპანისაგან გამოძერწილი ლიმონები, კარამელში ამოვლებული ლიმონის კანის ბირბუშელა ან გამდნარი შოკოლადი მოსაწუწად.

საკმოად სახლაფორთო რეცეპტია, მაგრამ იმას თუ გავითვალისიწნებთ რომ ლიმონის კრემი 3-4 კვირა ინახება თავდახურულ ქილაში, ბისკვიტი კი ყოველთვის წინა დღის გამომცხვარი სჯობია (2-3 დღის მთლად გადასარევია), შეგიძლიათ ტორტის სხვადასხვა ფენები ცალ-ცალკე გააკეთოთ და ერთ დღეს არ მიაკვდეთ ყველაფერს. შეგიძლიათ ბისკვიტი კიდევ უფრო ადრე გააკეთოთ და სუფლე წინა დღეს, მით უმეტეს რომ სუფლე შესადედებლად მინიმუმ 6 საათი მაინც უნდა გააჩეროთ. ასე რომ, შრომას თუ გაანაწილებთ, ერთი ტორტის გაკეთებას მთელი კვირას კი მოანდომებთ, მაგრამ სამაგიეროდ, არ დაიღლებით.

დაბიწყოთ ბისკვიტით: ღუმელი გავახუროთ 180°C-მდე. ტორტის ფორმას წავუსვათ კარაქი და ფსკერზე ჩავაფინოთ ასევე კარაქწასმული პერგამენტის ქაღალდი. დიდი ზომის სუფთა და კარგად გამშრალებულ ჯამში ჩავასხათ 10 კვერცხის ცილა, ჩავყაროთ 1 მწიკვი მარილი და ვთქვიფოთ. ბეზე კარგად რომ გათეთრდება და ფორმის შენარჩუნებას დაიწყებს, თითო-თითო სუფრის კოვზად ჩავათვქვიფოთ 10 ს/კ შაქარი და ბეზე საბოლოოდ რომ გამყარდება გადავდგათ გვერდზე.  მეორე, უფრო მომცრო ზომის ჯამში გავთქვიფოთ კვერცხის გულები, 2 ს/კ შაქარი, ვანილის შაქარი და მდუღარე წყალი. გულები რომ გათეთრდება წვრილ ნაკადად, ძალიან ფრთხილად ჩავათქვიფოთ ათქვეფილ ბეზეში. მერე თითო-თითო კოვზად ხის კოვზით ქვევიდან ზემოთ მოძრაობით ძალიან ნაზად და ფრთხილად გადავურიოთ გაცრილ ფქვილი და სოდა. სულ ბოლოს ჩავაყაროთ ლიმონის ცედრაც. ფრთხილად გადავურიოთ, ჩავასხათ ტორტის ფორმაში, ცომს თავი თანაბრად მოვუსწოროთ ხის კვზით და შევდგათ ღუმელში დაახლოებით 40 წუთით. ბისკვიტის მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. ჩხირი შუაში ჩაარჭვეთ და ნამცეცები თუ არ ამოყვა, ბისკვიტი მზადაა.
ამასობაში მოვამზადოთ ლიმონის კრემი: კვერცხები და შაქარი კარგად გავთქვიფოთ. ყურადღება მივაქციოთ, რომ ცილა გაითვიფოს კარგად, თორემ ცალკე მოიხარშება და კრემი კურკუტებს გაიკეთებს. მერე ჩავასხათ ლიმონის წვენი, ჩავაგდოთ კარაქი და სქელძირიანი ქვაბით შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ. მასა ჯერ ქაფს გაიკეთებს, მერე დაიწმინდება და თანდათან შესქელებას დაიწყებს. მორევას ნუ შეწყვეტთ, ნელ-ნელა კრემი გადაპრიალდება. სამზარეულოს თერმომეტრი თუ გავთ, კრემი 76°C-მდე უნდა გაცხელდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგიდუღდეთ. ვისაც თრმომეტრი ჩემსავით არ გაქვთ, ნეკა თითი ჩაყავით ხოლმე, მზა კრემი თითზე  კარგად უნდა იკბინებოდეს. მოკლედ, კრემი რომ შესქელდება სქელი არაჟნის სისქეზე, გადაპრიალდება და გემრიელად დასალევი ჩაის ტემპერეტურამდე გაცხელდება - მზადაა. გააგრილეთ და მერე თავდახურულ ქილაში ან კონტეინერში ჩაასხით და მაცივარში შედგით.
ტორტის დასანამად „ლიმონჩელო“ თუ არ გაქვთ, შაქრისა და ლიმონის წვენისაგან მოადუღეთ სიროპი და რომ გაცივდება ჯინი ან მარტინი დაუმატეთ, ან სულაც კონიაკი.
ტორტის მოსართავად შეგიძლიათ თავად დაამზადოთ მარციპანის ლიმონები. ამისთვის თეთრი ფერის მარციპანს დაუმატეთ ცოტაოდენი შაქრის პუდრა და ყვითელი ფერის ტორტის საღებავი, მერე კი ყველაფერი თქვენს შემოქმედებით ნიჭზეა დამოკიდებული - ლიმონის გამოძერწვა ნამდვილად არაა ძნელი. დაკარამელებული ბურბუშელისთვის კი სპეციალური სათლელით აათალეთ ლიმონს კანის ბურბუშელები, მდუღარე სიროპში ამოავლეთ (50 გრ შაქარი და 1 ს/კ წყალი) და გააშრეთ.
ამ ყველაფერს რომ მორჩებით, მერე უნდა დაიწყოთ სუფლეს მომზადება: სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ რძე და დავდგათ ცეცხლზე. ჯამში კვერცხის გულები, შაქარი, ფქვილი და ვანილის შაქარი ავთქვიფოთ კარგად და რძე კარგად რომ გაცხელდება (ნუ აადუღებთ), ძალიან წვრილ ნაკადად ჩავურიოთ. კვერცხიანი და რძიანი მასა დავაბრუნოთ რძის ქვაბში და შემოვდათ დაბალ ცეცხლზე და მორევა მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ ნუ ავადუღებთ (თორემ კვერცხი შეიკვრება და კრემს კვერცხის სუნი ექნება). იმისდა მიხედვით რომელი ჟელატინი გაქვთ (მომზადების მეთოდი ნახეთ ჟელატინის პაკეტზე), ზოგს წინასწარი დალბობა უნდა, ზოგს არა, გადავურიოთ კრემში და შევაგრილოთ, მაგრამ ბოლომდე ნუ გავაცივებთ, თორემ კრემი შეიკვრება.
ბისკვიტი ჰორიზონტალურად გავჭრად ორად და ერთი ფენა ჩავდოთ იმ ფორმაშ ირომელშიც გამოვაცხვეთ ბისკვიტი, დავნამოთ, წავუსვათ ლიმონის კრემი, დავასხათ შეგრილებული სუფლე, თავის მოვუსწოროთ და ნახევარი საათით მაცივარში შევდგათ. სუფლეს თავი რომ შეეკვრება და გამყარდება ზევიდან წავუსვათ ძალიან ფრთხილად ლიმონის კრემი და თავზე ქვემოდან დანამული ბისკვიტის მეორე ფენა დავახუროთ ცელოფანი გადავაკრათ და შევდგათ მაცივარში მინიმუმ 6 საათით. მუფლე რომ შედედდება, ფორმის კიდეებზე დანა მოვატაროთ (მუსი რომ არ მიეკრას), ტორტს ზევიდან თეფში დავაფაროთ და ძალიან ფრთხილად გადმოვაყირავოთ. ბისკვიტი ზევიდანაც დავნამოთ და თავზე და ირგვლივ თხელ ფენად წავუსვათ ლიმონის კრემი.
დიდ ქვაბში ავადუღოთ წყალი და ამ წყლის აბაზანაზე შემოვდგათ ჯამი (ჯამის ფსკერი მდუღარე წყალს არ უნდა ეხებოდეს), ჩავასხათ კვერცხის ცილები, ჩვაყაროთ შაქარი და ვთქვიფოთ დაახლოებით 15 წუთი. ჯერ კიდევ ცხელი ბეზე ჩავასხათ საკონდიტრო ტომსიკაში და მოვრთოთ ტორტი. ზევიდან გავაფორმოთ მარციპანის ლიმონებით და დაკაამელებული ლიმონის კანის ბურბუშელით ან გამდნარი შოკოლადის წუწებით.
გემრიელად მიირთვით!

ჰო, კიდევ ერთი რჩევა: ჩემსავით თუ მოგრჩათ ზედმეტი კრემი, სუფლე, არ დაიზაროთ და უმარტივესი ნამცხვარი შექმენით:

ლიმონის ნამცხვარი
"ნიკორაში" იყიდება ლიმონის პეჩენიები,  ლიმონის კრემის გულსართით (შეგიძიათ შეცვალოთ ნებისმიერი ფხვიერი პეჩენიით), დაახლოებით 300 გრამი დაფშვენით და 50 გრ ოთახის ტემპერატურის კარაქში გადაურიეთ და ეს "ცომი" ამოაფინეთ ნამცხვრის ალუმინის ფოლგის ერთჯერად ფორმაში ან მინის ან კერამიკის ნებისმიერ ლანგარში, რომელსაც 2 სმ სიმაღლის ბორტები აქვს. 5 წუთით საყინულეში შედგით გასამაგრებლად. მერე გამოღეთ და სუფლე ჩაასხით. 10 წუთით მაცივარში შედგით. მერე თავზე ლიმონის კრემი გადაუსვით. კრემი ზევიდან ბეზეს ფენით დაფარეთ და სულ ბოლოს გამდნარი შოკოლადიც მოაწუწეთ. 1 საათით ჩააცივეთ და გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


მცხეთა დღეს...

Approved by Natia Jinjolava

როგორც ამბობენ, ასეთი ზამთარი თბილისში ბოლოს 19 წლის წინ იყო... მოჭირხლული ფანჯრები ბუნდოვნად მეც მახსენდება, მაგრამ არამგონია მაშნდელი თოვლიც ასეთი ხანგრძლივი ყოფილიყო. გაყინული მტკვარი კი მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება მხოლოდ ერთხელ ნახო...
































































































































































































































გაზაფხულის მალე დადგომის სურვილით, თქვენი მერი პოპინსი

დაბრაწული ნეკნები

Approved by Natia Jinjolava


დაბალ ცეცხლზე

პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ საჭმლის მომზადების პროცესი სასიამოვნოა. ძალიან ბევრს, ამ სიტყვებში  ეჭვი ლბათ შეეპარება - მე ხომ ტემპერატურული რეჟიმის დაცვას დაჟინებით მოვითხოვ და ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალები მომყავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საჭმლის კეთებისას მეც ისეთივე სიამოვნებას ვღებულობ, როგორც ნებისმიერი თქვენთაგანი - გნებავთ პროფესიონალი, გნებავთ მოყვარული: ტაფაზე კარაქის ხმადაბალი შიშხინი, შემწვარი ხორცის არომატი, ხახვისა და სტაფილოს ფერების კონტრასტი, ახალდაფქული სანელებლებისა და სუნელების სურნელი...
თანაც ამ დროს ათასგვარი ქიმიური და ფიზიკის პროცესები მიმდინარეობს. მთელ ამ „მექანიკაში“ სულ ცოტათი მაინც თუ გაერკვევით, სამზარეულო საკმაოზე მეტად მომხიბვლელი ადგილი გახდება. და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საჭმლის კეთების ჩვეულებრივი მეთოდები უნდა დავივიწყოთ და მათზე უარი ვთქვათ. ყველაფერი, რასაც გთავაზობთ - უბრალოდ ოდნავ განსახვავებული გზა და მეთოდია. რაც უფრო მეტს გაიგებთ, მით უფრო გამარტივივდება საჭმლის მზადების პროცესი - გნებავთ რეცეპტით და გნებავთ მის გარეშე.
კულინარია დიდი ხნის მანძილზე მისტიკურ საქმიანობად ითვლებოდა და ხშირად ათასგვარი სპეციალისტების ურთიერთსაწინააღმდეგო რჩევები სულაც არ გვეხმარება მისი საიდუმლოებების შეცნობაში. ალბათ ყველას გინახავთ ერთიდაიგივე კერძის რეცეპტები, რომლებშიც პროდუქტების დამუშავების სრულიად განსხვავებულ მეთოდებს გთავაზობენ, ან მისი მომზადების ტემპერატურულ რეჟიმსა და დროში უზარმაზარი სხვაობაა.
ერთხელ ორაგულის რეცეპტს გადავაწყდი, რომელშიც ეწერა, რომ თევზის ზედაპირზე თეთრი წინწკლები გამოჩნდება თუ არა, თევზი მზადაა. უარესს ვერაფერს მოიფიქრებ, იმიტომ რომ ამ მომენტისთვის, თევზს უკვე ზედმეტი მოუვა და აღარ ივარგებს - ცილა შეკვრას 40°C-ზე იწყებს. ტემპერატურის ზრდასთან ერთად შეკრული ცილა თევზის ზედაპირზე ამოდის და თეთრი წინწკლებივით მოსჩანს. სულაც არ არის ცილის შეკვრის პროცეში გარკვევა საჭირო იმისათვის, რომ მიხვდეთ, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად თევზი ზედმეტად შეიწვება და გამოშრება.
მსგავი რამ თავიდან როგორ ავიცილოთ? ძალიან მარტივად: სამზარეულოს თერმომეტრი უნდა ვიყიდოთ. უკვე არაერთხელ მითქვამს, მაგრამ დამწყებ კულინარებს ამაზე უკეთესს ვერაფერს ვურჩევ. ციფრული თერმომეტრი ძვირი არ ღირს, ჩვეულებრივი ღუმელის თერმომეტრი კი კიდევ უფრო იაფია. სამზარეულოში კარგი თერმომეტრი აუცილებელი ნივთია და მას შესანიშნავი შედეგი მოაქვს.
თერმომეტრი მორიგი ტექნოლოგიური მოდური ნივთი არაა. თერმომეტრით ტემპერატურას ზომავენ ზუსტად. თერმომეტრი კერძის მომზადებაშიც და სამზარეულოს „სიბრძნის“ ათვისებაშიც დაგეხმარებათ. აღარ მოგიწევთ თავი იჭყლიტოთ გამოთვლებზე, რა დრო დასჭირდება 1 კგ საქონლის ან ქათმის ხორცის ან თევზის მომზადებას - ყველა პროდუქტს აქვს განსაზღვრული ტემპერატურა, რომლის მიღწევისასაც უკვე იცით რომ მზადაა. X წუთი 1 კილოგრამზე, თავისთავად არაზუსტი ტექნოლოგიაა.  ხორცის ორი ნაჭერი შეიძლება ერთი წონის იყოს, მაგრამ სხვადასხვა სისქე ქონდეს და მათ მომზადებას სხვადასხვა დრო დასჭირდება.
ახლა რამდენიმე სიტყვა თბოდამუშავების დაბალტემპერატურულ რეჟიმზე. შესანიშნავად მესმის, რომ ბევრს ეს მეთოდი არასაიმედოდ და უცნაურად მოეჩვენება, მაგრამ რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, სწორედ დაბალი ტემპერატურა იძლევა ყველაზე შესანიშნავ შედეგს, ყველაზე რბილ და წვნიან ხორცს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდს მეტი დრო ჭირდება, თქვენ ამისთვის არაფრის კეთება არ გიწევთ - დაისვენეთ, მშვიდად მომაზადეთ სოუსი, მოხარშეთ ბოსტნეული და დატკბით შემწვარი საქონლისა და ფრინველის ხორცის არომატით.

დაბრაწული საქონლის ნეკნები
Roast Rib of Beef

სტუმრის მადისთვის შესაფერისი ნაჭერი შეარჩიეთ. ამ ნაჭრის წონას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მაღაზიების უმეტესობაში ნეკნები ხერხემლის ძვლის გარეშე იყიდება, რაც იმას ნიშნავს რომ ხორც შეწვის პროცესში სიმხურვალისგან დაცული არ იქნება. ასეთ შემთხვევაში ალუმინის ფოლგის ნაჭერი დაჭმუჭნეთ (ძალიან ნუ დაპრესავთ) და ხორცს ქვევიდან ამოუდეთ. ასე ხორცს ზედმეტი სიმხურვალისგან დაიცავთ.
საქონლის ნეკნების 6 ნეკნიანი ნაჭერი, თავისი ძვლით და აპკით (პორციაზე 2 ნეკნი), არაქისის ზეთი, 100 გრ კარაქი, მარილი და პილპილი

ღუმელი 75°C-მდე გაახურეთ (ეს ხორცის ხანგრძლივად ბრაწვის ოპტიმალური ტემპერატურაა). ხორცს მოაყარეთ ბლომად მარილი, პილპილი და ამოგანგლეთ არაქისის ზეთში. საცხობ თუნუქის ფირფიტაზე ნეკნები ძვლით ქვევით დაალაგეთ. ღუმელში შედგით და ბრაწეთ სანამ ხორცის შიდა ტემპერატურა 56°C-მდე არ მიაღწევს (ციფრულის ნაცვლად ჩვეულებრივ თერმომეტრს თუ გამოიყენებთ, ტემპერატურა 55-სა და 60°C-ს შორის უნდა იყოს). ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება - ხორცი პირველად 4 საათის შემდეგ შეამოწმეთ. მოთმინება იქონიეთ და ღუმელის ტემპერატურის გაზრდის ცდუნებას ნუ აყვებით. ხორცის შიდა ტემპერატურა 56°C-ს მიაღწევს თუ არა, ღუმელიდან გამოიღეთ. თუ მაინცდამაინც ძლიერად დაბრაწული ხორცის გემო მოგწონთ, ტაფაზე კარაქი გაადნეთ და ხორცი ყველა მხრიდან რაც შეიძლება სწრაფად დაბრაწეთ მაღალ ცეცხლზე.
ნეკნებს ხორცი ბასრი დანით ფრთხილად ააჭერით და პორციებად დაჭერით.
ნეკნებისთვის საწებელის უამრავი რეცეპტი არსებობს. მაგალითად, ტაფაზე დაყარეთ ხორცის ჩამონაჭერზე მონარჩენი ნაკუწები, დაასხით ხორცის შენაწვავი ცხიმი (სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო და ბოლქვიანი ოხრახუში და მთლიანი თავი ხახვი), და ისევ ღუმელში შეაცხვეთ უფრო მაღალ ტემპერატურაზე, შემდეგ დაუმატეთ ცოტაოდენი მდუღარე წყალი და მოამზადეთ სოუსი. ქვემოთ კი ჩემი უსაყვარლესი საწებლის რეცეპტია მოცემული.

სოუსი (საწებელი) საქონლის ხორცისთვის
A Sauce for the Roast

საქონლის ნეკნებისთვის დაახლოებით ასეთი სუსი კეთდება, მის მომზადებას განასაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება, მხოლოდ დრო უნდა და შედეგად თითებს ჩაიკვნეტთ.

ქათმის ბულიონისთვის: 750 გრ ქათმის ფრთები დაჩეხეთ, 1 თავი ხახვი გაფცქვენით და გაჭერით ოთხად, 1 სტაფილო გათალეთ და გაჭერით რვა ნაწილად, 1 ტოტი ნიახური (ჩვენებური ნიახური მეტი დაგჭირდებათ, აქ ბოლქვიანზეა საუბარი) გაჭერით ოთხად, 1 ღერო პრასი, მარტო თეთრი ნაწილი გაჭერით ოთხად, 3 კბილი ნიორი დაჩეჩქვეთ, 1 კონა ქონდარა, 1 დაფნის ფოთოლი (სავალდებულო არაა)
ქათმის ფრთები ჩაალაგეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუწიეთ ცეცხლი და ხარშეთ კიდევ 5 წუთი, გადაღვარეთ წყალი და ფრთებს გაავლეთ ცივი წყალი. ქვაბსაც გამოავლეთ წყალი, ისევ ჩაალაგეთ ფრთები და დაასხით ცივი წყალი. წამოადუღეთ და ცეცხლი დაუწიეთ, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ძალიან დაბალ ცეცხლზე (არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგიდუღდეთ) ხარშეთ დაახლოებით 90 წუთი. ხშირ საცერზე გაატარეთ და გვერდზე გადადგით.

საქონლის ხორცის ბულიონისთვის:  50 გრ კარაქი, 50 გრ არახისის ზეთი, 750 გრ ძროხის ძვლიანი ხორცი დაჭრილი ნაჭრებად, 1 თავი ხახვი გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი, 1 ვარსკვლავა ანისულა, 1 სტაფილო, გათლილი და წვრილად დაჭრილი, 2 კბილი ნიორი, დაჩეჩქვილი, როზმარინისა და ქონდარას რამდენიმე ტოტი

25 სმ დიამეტრის დიდ ქვაბში გააცხელეთ 25 გრ კარაქი და 1 სადესერტო კოვზი არაქისის ზეთი. ჩაყარეთ ხორცი და მორევა-მორევით დაბრაწეთ. გადაწურეთ თუშფალანგზე. იგივე ქვაბში ჩააგდეთ დარჩენილი კარაქი და ცოტა არაქისის ზეთი, გააცხელეთ და ოდნავ მობრაწეთ ბოსტნეული. დაუმატეთ ხორცი, მწვანილები და თუშეთ დაახლოებით 5 წუთი.
დაასხით 1 ჩამჩა ქათმის ბულიონი და თან ხის კოვზით ურიეთ, ქვაბის ფსკერიდან მინაწვავი ნაწილები რომ აფხიკოთ. სითხე რომ შესქელდება, კიდევ ერთი ჩამჩა ქათმის ბულიონი დაუმატეთ და ისევ შეასქელეთ. იგივე პროცედურა კიდევ ორჯერ გაიმეორეთ, სანამ სითხე სქელ სიროპად არ იქცევა. მერე დარჩენილი ქათმის ბულიონი მთლიანად დაუმატეთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 1 საათი ხარშეთ. საცერით პატარა ქვაბში გადაწურეთ და თუ საჭირო იქნა მისი შესქელება, ცოტა ხანი გაზზე დააბრუნეთ. ხელის სათქვეფით ცივი კარაქის პატარა ნაკუწი ჩაათვიფეთ, საწელებლი პრიალა უნდა გახდეს.“
(ჰესტონ ბლუმენტალი „მოლეკულური გასტრონომია“)

საკეთესო სურვილებით, თქვენი მადამ დუროვა