თანამედროვე დედამთილი და მისი თანამედროვე პრობლემები

Approved by Natia Jinjolava



ბალტიისპირული ხალხური ანეგდოტი:
„ორო ლიტველი ზის სევდიანი სახით, ერთმა ამოიოხრა და თქვა:
- Рождество хорошо.
გავიდა ნახევარი საათი და მეორე პასუხობს : - Секс ещо лучше.
კიდევ ერთი საათის მერე პირველმი ამოიხვნეშებს - Рождество чаще...„

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამერიკელებს დავცინოდი მათი დაგეგმილი და გაწერილი ცხოვრების გამო. მაგალითად: ერთი ნაჭერი შოკოლადის ტორტი მხოლოდ ხუთშაბათობით, თორემ გასუქდები; ლოტო ოთხშაბათობით მეგობრებთან კომუნიკაციისთვის; კვირას 2 საათი ტელევიზორის ყურება; სამშაბათობით ვიდეოგაქირავებიდან გამოტანილი ფილმის ყურება და ყველაზე მეტი ქილიკის საგანი: შაბათ საღამოს სავალდებულო ცოლ-ქმრული სექსი. დავცინოდი იმიტომ, რომ ჩემი აზრით ადამიანი მოაზროვნე და თავისუფალი ცხოველია და როცა უნდა და რაც უნდა და რამდენი ხანიც უნდა ის უნდა აკეთოს და ასეთ ხელოვნურ შეზღუდვებს და წესებს ნერვიული სტრესის და ფსიქოზის გარდა, კარგი არაფერი მოაქვს. თუ არ გჯერათ, თავად გადახედეთ სტატისტიკას, არც ერთ ქვეყანაში არ ყავთ იმდენი ფსიქიურად გადახრილი, მანიაკი და სადისტი რამდენიც ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ, მოგეხსენებათ ყველა მედალს აქვს თავისი ორი მხარე და ჩვენთან მსგავსი სავალდებულო ჩვევების არქონამ სხვა გადახრები გამოიწვია. რასაკვირველია, ეს ყველას, პირველ რიგში კი შეგნებულ ადამიანებს არ ეხება, მაგრამ უამრავია სუსტი ნებისყოფის ან დაბალი ტაქტის ქალი, რომელის ფსიქიკაზე და რაც ყველაზე უარესია, საქციელზეც, რაიმეს არ ან ვერმიღწევა ძალიან ცუდად მოქმედებს.
ამჯერად უპასუხსიმგებლო და ფეხზემკიდია ქმრების უყურადღებისგან (ხშირად ყველა სხვა სიკეთესთან ერთად უსექსობისაგან) გაბოროტებულ ახალგაზრდა ცოლებზე, ანუ ჩვენის თაობის დედემათილებზე (სიდედრებზე) მინდა მოგიყვეთ - ქალებზე, რომლებმაც ჩვენი დედების თაობისგან განსხვავებით უკვე იციან რომ ქალი ქმრის მონა არაა, სექსი ცუდი არ ყოფილა და მას ყველა იმსახურებს და, რომ ნებისმიერი გზით და ნებისმიერ ფასად ოჯახის შენარჩუნების გარდა, ქალს სხვა დანიშნულებაც აქვს. გონებით ხვდებიან, რომ სამსახურს, ძმაკაცებს თუ გართობას გადაყოლილ კანონიერ მეორე ნახევართან როგორც ქალს, უკვე არაფერი აკავშირებთ, მაგრამ გენეტიკის დონეზე ჩამჯდარ ინსტინტქს, რომ „ქმარმა რაც არ უნდა დიდი შეურაცხყოფა მოგაყენოს და რაც არ უნდა დაგამციროს, ხელიდან არ უნდა გაუშვა და კბილებით ჩაებღაუჭოს“ ვერაფერს უშვებიან და თვითონაც იტანჯებიან და მერე სხვებსაც უმწარებენ სიცოცხლეს. არა, ასეთი ქმარი ყველაფერს იმსახურებს და ალალია რასაც ცოლები უშებიან, მაგრამ სამწუხაროდ, გამწარებული ქალები თავის ბოღმას, ქმარზე კი არა, ახალგაზრდა შეყვარებულებზე - შვილებზე და რძლებზე ან სიძეებზე ანთხევენ და თავისზე ახალგაზრდებს უნგრევენ ცხოვრებას. ალბათ თავადაც დამეთანხმებით, ძალიან ძნელი მოითმინო და მშვიდად უყურო, შენ რომ ქმრისგან ძალიან გინდოდა და ოცნებობდი (სრულიად კანონიერად და დამსახურებულად) და სხვადასხვა მიზეზით ვერ ეღირსე იმ პატივისცემას და ყურადღებას, ამ გათახსირებულის (ანუ შენი ქმრის) გაზრდილი შვილი სხვას როგორ აქცევს და ახალ მოყვანილი ცოლი (ან ქმარი) როგორ უყვარს და, შენი აზრით, იმის ჭკუაზე როგორ დადის. 
დღევანდელი 17-25 წლის გოგოებისგან დედამთილებზე ისეთ თმისყალყზედამყენებელ ისტორიებს ვისმენ... არა, გასაგებია, რომ კონფლიქტში ბოლომდე მართალი მხარე არ არსებობს და დედამთილის „გამხეცებას“ შეიძლება რძლის უგვანო საქციელმაც შეუწყო ხელი, მაგრამ ყველაზე ცუდმა რძალმაც ვერ უნდა აიძულოს Homo sapiens-ს იმის გაკეთება, რასაც ჩვენი ბალზაკის ანუ გაფურჩქვნის ასაკში მყოფილი 40-45 წლის დედამთილები კადრულობენ. მათ ფონზე კონკიას და ფიფქიას დედინაცვლები ჰუმარნურობისა და გულკეთილობის განსახიერებად გვევლინება, ჰა-ჰა, ყველაზე მეტ მსგავსებას წიქარას დადევნებულ გარეულ ტახზე გადამჯდარ ალქაჯთან თუ ვიპოვით.
მოდით, გულახდილათ გავიხსენოთ, ჩვენი მშობლების თაობაში რამდენი ძალიან კარგი ოჯახი იცით სადაც ბავშვების გაჩენის დღიდან ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ეძინა? მე ძალიან ბევრი. პირადად ჩემს ნათესავებში მსგავსი შემთხვევა ნამდვილად არ გვქონია, მაგრამ ჩემი ახლობლების ოჯახებში ბევრგან სწორედ ასე იყო, დაქალს დედის გვერდით ეძინა, მამას კი ცალკე. არადა, გასაოცარი იცით რა არის? ჩვენთან ჩხუბიც ყოფილა, აყალ-მაყალიც (საკმაოდ ემოციური და ტემპერამენტიანები ვართ ყველანი), განქონწინებაც და შეხმატკბილებული სიბერეც, მაგრამ არ მახსოვს ერთხელ მაინც საკუთარი მშობლები, ბებია-ბაბუა, მამაიდა/დეიდა-ბიძები და ა.შ. ცალ-ცალკე საძინებელში მენახა. სმაგაიეროდ, იმ მეგობრებთან სადაც მშობლები კვლავაც საბჭოთა ხალხური ანეგდოტის მსგავსად: „живут в одной квартире, но членоразделно“, ერთი ჩხუბიც არ მაგონდება, ასე უსიტყვოდ და უკონფლიქტოდ შეაბერდნენ ერთმანეთს. სამაგიეროდ, არც ჩვენებური მხიარულება შემინიშნავს ოდესმე.  მაგრამ ეს ძველი თაობა იყო და მათ სხვა კრიტერიუმები და მოთხოვნები ქონდათ ცხოვრებისგან. მათ ასე ასწავლიდნენ, რომ სექსი ცუდია, კაცი ბინძური და ქალმა ოჯახის ხათრით ყველაფერი უნდა მოითმინოს. მაშინ, 15-17 წლის ასაკში ოჯახების შეთანხმებით "ბედნიერად" გათხოვილი ქალი 35 წლის ასაკისთვის უკვე ცხოვრებანანახ და ხანდაზმულ ადამიანად ითვლებოდა და მის ფუნქციებში მხოლოდ შვილების ბედნიერებით გახარება შედიოდა. დღეს ასე აღარაა.
ერთ ჩემს ახალგათხოვილ მეგობარს ჩვენი დედების თაობის დედამთილმა საძინებელში ცოლ-ქმრის საწოლის გვერდით გაშლილი "ლეჟანკა "დაახვედრა: „ალბათ, კაცის გვერდით ძილი არ გესიამოვნება და ცალკე გაგიშალეო“ და მეორე დილით გაოცებული დადიოდა ახალდაქორწინებულების ოთახში შევარდნილმა ცოლ-ქმარი ერთად მძინარე რომ აღმოაჩინა. შესაბამისად, დედამთილების პრეტენზიებიც, „რძალი ჩემს შვილს გემრიელ საჭმელს არ უკეთებს ან შარვალს ცუდად უუთოვებს“ და მსგავსი საყოფაცხოვრებო პრობლემებით შემოიფარგლებოდა. ჩემი თაობის, ანუ დღევანდელ დედამთილებს (იგივე ეხებათ სიდედრებსაც) ეს საკითხი ნაკლებად აწუხებთ, ზოგი თვითონაც არ აკეთებს საჭმელს და სახლის ლაგებითაც თავს არ იწუხებს. ისინი რძალზე ან სიძეზე წლების მანძილზე კაცის ანუ ქმრის უყურადღებობისგან დაგროვებულ ბოღმას ანთხევენ.
ახლა, გულზე ხელი დაიდეთ და გულახდილად თქვით, რამდენ საკმაოდ სიმპატიურ და საზოგადოებრივი აზრის თანახმად სიყვარულით, ბედნიერად და წარმატებულად გათხოვილ დაქალს შემოუჩივლია თქვენთვის რომ ქმარი უკვე რამდენიმე თვის (წლის) მანძილზე აღარ ეკარება? ახლა ისიც გაიხსენეთ, რამდენი გათხოვილი ქალი იცით, რომელსაც საყვარელი ყავს? მეც ბევრს  ვიცნობ და ახია ყველა ასეთ ქმარზე!
მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც საყვარლის გაჩენას სხვადასხვა მიზეზით ვერ ბედავენ, ან საკუთარი ღალატი იმდენად აწუხებთ, რომ ქმრის უყურადღებობაზე მეტად, თავიანთი უნებისყოფობა ტანჯავთ და შედეგად, ვერ იტანენ ვერც ერთ შეყვარებულს საკუთარი შეყვარებული შვილის ჩათვლით. არაფერი ისეთ სიამოვნებას არ ანიჭებთ, როგორც ახალდაქორწინებულის ჩხუბი და მერე ყველაფერს აკეთებენ რძალი ან სიძე სახლიდან რომ გააქციონ. ბედნიერი მამამთილი კი ამჯერადაც ჩუმადაა - ოჯახური საქმეები და ცოლის პრობლემები და საქმიანობა მას არ ეხება.
ჩემი სიტყვები უბრალო ლაყბობად რომ არ მოგეჩვენოთ, ამ დღეებში რამდენიმე კონკრეტულ ისტორია-მაგალითს მოგიყვებით.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment