გოზინაყის ალტერნატივა - არაქისის ხრაშუნა

Approved by Natia Jinjolava

არაქისის ხრაშუნა (ბრიტლი)
მარტა სტიუარტის რეცეპტებიდან
3 ჭ შაქარი, 1 ჭ სიმინდის სიროპი (შეგიძლიათ შეცვალოთ თაფლით ან ნებისმიერი სხვა სიროპით), ½ ჭ წყალი, 4 ½ ჭ კანგაცლილი და ახალმოხალული არაქისი, 4 ს/კ კარაქი, 2 პაკეტი ვანილის შაქარი ან 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 2 ჩ/კ სოდა, ცოტაოდენი ზეთი

საცხობ ფირფიტას ან დაფას წავუსვათ ზეთი ან დავასველოთ. სქელძირიან ტაფაში ერთმანეთში ავურიოთ შაქარი, წყალი და სიროპი. თავსახური დავახურიოთ, მაღალ ცეცხლზე წამოვადუღოთ და ვხარშოთ დაახლოებით 5 წუთი. მოვურიოთ და რაფის გვერდებზე შერჩენილი შაქარი სველი ნიჩბით ჩამოვფხიკოთ. მერე ტაფას თავსახური მოვხადოთ და ცეცხლი დავიყვანოთ საშუალომდე. ვადუღოთ კიდევ 1 ან 2 წუთი. დავუმატოთ არაქისი და ვურიოთ რკინის კოვზით კიდევ 13-18 წუთი, სანამ კარამელი მუქი ოქროსფერი არ გახდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და მსყისვე დავუმატოთ ვანილი, კარაქი (ოთახის ტემპერატურის) და სოდა. ვურიოთ სანამ კარაქი არ გადნება. სიროპი სოდის დამატების მერე ქაფად იქცევა. დავასხათ ზეთწასმულ დაფაზე და გავაბრტყელოთ ზეთწასმული ნიჩბით ან კოვზის სურგით. გავაციოთ მინიმუმ 1 საათის განმავლობაში. დავამტვრიოთ და მივირთვათ.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment