გოზინაყის ალტერნატივა - ფსტის კაკლის ხრაშუნა

Approved by Natia Jinjolava

ფსტის კაკლის მარილიანი ხრაშუნა (ბრიტლი)

ცოტაოდენი ზეთი, 1 ჭ შაქარი, ½ ჭ სიმინდის სიროპი (შეგიძლიათ შეცვალოთ თაფლით ან ნებისმიერი სიროპით), 1 ჭ უმარილო, წვრილად დაჭრილი ფსტის კაკალი (ფისტაშკა), 1 ს/კ კარაქი, 1 ჩ/კ მარილი, 3/2 ჩ/კ სოდა, ცოტაოდენი ზღვის მარილი

დაფა ან საცხობი ფირფიტა დავზეთოთ ან დავასველოთ. გადავდოთ გვერდზე. საშუალო ზომის სქელძირიან ქვაბში ერთმანეთში ავურიოტ შაქარი,  3 ს/კ წყალი და სიმინდის სიროპი. შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და ვურიოთ სანამ შაქარი არ გადნება. ვადუღოთ 3-4 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ფსტის კაკალი, კარაქი და მარილი და კარგად მოვურიოთ. გავაგრძელოთ მორევა კიდევ 3-4 წუთის განმავლობაში სანამ სიროპი ქარვისფერი არ გახდება. დავუმატოთ სოდა და მოვურიოთ ენერგიულად - სიროპი აქაფდება. აგრევე გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავასხათ წინასწარ გამზადებულ დაცხიმულ დაფაზე. მოვასწოროთ დაცხიმული ნიჩბით ან კოვზის ზურგით, მოვაფრქვიოთ ცოტაოდენი ზღვის მარილი და გავაგრილოთ. ინახება 1 კვირის განმავლობაში.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment