"და მივეგდები ედგარ პოსთან ყორანის გვერდით..."

Approved by Natia Jinjolava


დიდი ხნის წინათ, კონკრეტულად კი 1809 წლის  დღევანდელ დღეს ანუ 19 იანვარს დიდი ამერიკელი მწერალი და მსოფლიოს ერთ-ერთი უნიჭიერესი მისტიკოსი ედგარ ალან პო დაიბადა. მისი ნაწარმოებების კითხვისას უნებურად გიჩნდება კითხვა „მკვლელობა მორგის ქუჩაზე“ და „ადამიანი, რომელიც ნაკუწებად აქნეს“ ავტორი თავის ყოველდღიურ ტრაპეზაზე სულაც ადამიანის ხორცს ხომ არ მიირთმევდა და თან თავის საყვარელ ღვინოს „ამონტილიადოს“ აყოლებდა? აბა, საიდან მსგავსი აზრები თუ იდეები? პოს თანამედროვეთა საბედნიეროდ, როგორც ფაქტები გვიჩვენებს, „საშინელებათა ჟანრის მეფე“ მტერს მხოლოდ საკუთარ ფანტაზიებში ათრობდა და მერე ცოცხლად მარხავდა ღვინის სარდაფში, სინამდვილეში კი ერთი უწყინარი ადამიანი გახლდათ, რომელსაც  ადგილობრივ რესტორნებში ამერიკაში საკმაოდ პოპულარულ კერძის - ვირჯინიული წიწილის  შეკვეთა უყვარდა ხოლმე. სხვათა შორის, თავად პოც ვირჯინიიდან გახლდათ და მის გარდაცვლილ ცოლსაც ვირჯინია ერქვა...

წიწილა ვირჯინიულად
Virginia’s Chicken
6 ცალი ქათმის ფილე, 50 გრ კარაქი და მოზრდილი ზომის ალუმინის ფოლგის ნაჭერი
მარინადისათვის: 1/3 ჭ არაქისის ზეთი, 2/3 ჭ რძე
საფანელისთვის: ½ ჭ პურის ფქვილი, ½ ჭ სიმინდის ფქვილი, 1 ს/კ დაფქული პაპრიკა, მარილი

თავდაპირველად შესაწვავი ფორმა უნდა მოვამზადოთ: ამისათვის ტაფაზე ან შესაწვავ ფორმაზე ფოლგის ნაჭერი ამოვაფინოთ, ისე, რომ იმპროვიზირებული ფოლგის ჯამი გამოგვივიდეს და ამ ჯამში გავადნოთ კარაქი. კარაქიანი ფორმამიცემული ფოლგა ფრთხილად ამოვიღოთ ტაფიდან (არ გაგეხეთ!). ამ ფორმაში მერე ქათამი უნდა შევწვათ. 
ახლა ქათამს მივხედოთ: არაქისის კარაქი და რძე ერთამენთში ავურიოთ, ჩავალაგოთ ქათმის ფილე და დავტოვოთ. ამასობაში მოვამზადოთ საფანელი: სიმინდის და პურის ფქვილი, პაპრიკა და მარილი ერთმანეთში ავურიოთ. ამ ნაზავში ამოვავლოთ ქათმის ფილეები, ჩავალაგოთ გამდნარკარაქიან ფოლგაში, შევდგათ დაახლოებით 230°C-მდე გახურებულ ღუმელში და დავბრაწოთ. 20 წუთის შემდეგ მეორე მხარეზე გადავატრიალოთ და კიდევ 20 წუთი გავაჩეროთ. სულ ესაა! გარნირად ძალიან უხდება მოხარშული ბრინჯი.
ჰო, კიდევ, ხერესიც არ დაგავიწყდეთ, ოღონდ ღვინო ჭამამდე უნდა დალიოთ და არა ჭამის დროს ან მერე, ვირჯინიაში ხომ აპერეტივები უყვართ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. ქათმის შენაწვავ ცხიმში ცოტაოდენი ღვინო, 1 ს/კ ფქვილი ჩაურიეთ, წამოადუღეთ, ოდნავ შეასქელეთ და შესანიშნავი სოუსი გამოვა.

ჰესტონ ბლუმენტალის შოკოლადის მუსი

Approved by Natia Jinjolava


უჩვეულოდ იოლი

ერვე თისი
უკვე არაერთხელ გამომიხატავს აღტაცება ფრანგი ქიმიკოსის ერვე თისის (Hervé This)  თაობაზე. განსაკუთრებულად მისი შეუდარებელი „შოკოლადის შანტილით“ ვარ აღფრთოვანებული (http://chocolatecake-men.blogspot.com/2011/04/blog-post_03.html). პრინციპში, შოკოლადის შანტილის მოსამზადებლად შოკოლადის ოდენობაზე ცოტა ნაკლებ წყალში გამდნარი  და მერე წყლის აბაზანაზე (ოღონდ მდუღარე წყლის ნაცვლად ყინულებიან წყალზე) ათქვეფილი მაღალხარისხიანი შავი შოკოლადის გარადა არაფერია საჭირო. მზა დესერტი თქვეფის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ ათქვეფილი შოკოლადის ნაღების მსგავსი ხდება.
ერთხელ პარიზში მოვხვდი და მე და ერვემ განვიზრახეთ მაიონეზი გულის ნაცვლად კვერცხის ცილისაგან მოგვემზადებინა. ცილის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ გულივით სასას არ „ეკრობა“ (შედარებისათვის თოხლო კვერცხში ამოწობილი პურის ლუკმა წარმოიდგინეთ).
შემდეგ გადავყვიტე გამომეცადა რა მოუვიდოდა კვერცხის ცილის მაიონეზს თბოდამუშავების შედეგად - ემულსია ხომ არ დაიშლებოდა და მცენარეული ზეთი ხომ არ გამოეყოფოდა. ცდა წარმატებული გამოდგა და ცილის მაიონეზი არაჩვეულებრივი გამოვიდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე მომზადების ორივე პრინციპი გამეერთიანებინა (შოკოლადის შანტილის და ცილის მაიონეზის) და ჩვენს რესტორანში რომ ვთავაზობთ კლიენტებს ის შოკოლადის მუსი კიდევ უფრო გემრიელი გამოვიდა.
გამომცხვარი შოკოლადის მუსის ტრაციციულ რეცეპტში კვერცხის გულები, შაქარი, კარაქი, შოკოლადი და ფქვილი შედის. რამდენიმე წლის წინ მე (მარადიულმა ექსპერიმენტატორმა) გადავწყვიტე, რომ ფქვილის გარეშედაც იოლად გავიდოდი, რადგანაც 6 წუთიანი თბოდამუშავება დესერტიდან ფქვილის გემოს „განდევნას“ არ ყოფნიდა. მერე რეცეპტში შაქრის ოდენობის შემცირებაც მოვინდომე - რაც უფრო ნაკლებად ტკბილია დესერტი, მით უფრო მძაფრია შოკოლადის არომატი.
ამიტომაც ერვე თისთან შეხვედრის შემდეგ შოკოლადის მუსში კვერცხის გულის ცილით შეცვლა გადავწყვიტე. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ამჯერად შოკოლადის გემომ წინა ხაზზე გადმოინაცვლა.
მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ კვერცხის გულის ცილით შეცვლამ დესერტს "მიმკრობი" გემო დაუკარგა და ზედმეტად დაატკბო. შაქრის რაოდენობა საბოლოოდ იმდენდ შევამცირეთ, რომ რეცეპტში საერთოდ აღარ დარჩა.
ამ რეცეპტისათვის მეტალის ფორმები დაგჭირდებათ - რგოლები ფსკერის გარეშე. ჩვენი შოკოლადის მუსი იმდენად ნაზია, რომ მისი გადმოყირავება და ფორმიდან ამ გზით გადმოღება შეუძებელია, ამიტომ მეტალის რგოლები ფრთხილად უნდა ააცალოთ. ასეთი ფორმა თუ არ გაქვთ, მათი დამზადება ძალიან ადვილად შეგიძლიათ თუნუქის კონსერვის ქილებისგან - ამისთვის ქილას თავი და ბოლო ორივე მხრიდან მოაჭერით.
ნებისმიერი შოკოლადიანი რეცეპტისთვის ასეთ რჩევას მოგცემთ - მხოლოდ უმაღლესი ხარისხის შავი შოკოლადი იხმარეთ. თან ნუ დაგავიწყდებათ, რომ შოკოლადის გაცხელება 40°C-ზე ზევით კატეგორიულად არ შეიძლება, თორემ მაგარი და ხეშეში გამოვა. რეცეპტი  6 პორციაზეა გათვლილი (6 ცალი 7,5 სმ დიამეტრიანი რგოლი-ფორმა დაგჭირდებათ). ასევე, დაგჭირდებათ პერგამენტი ან საცხობი ქაღალდი.
აუცილებელი არაა, რომ მუსი მოსახსნელ ფორმებში დაამზადოთ, მისი პატარა სპეციალურ პორციულ ფორმებში ჩასხმაც შეიძლება, მაგრამ მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ფორმიდან ვეღარ ამოიღებთ და სტუმარს ფორმაშივე უნდა მიართვათ. თბოდამუშავებას თუ გადაიფიქრებთ, მასა შეგიძლიათ 3-4 საათით მაცივარში მოათავსოთ და ჩვეულებრივი შოკმანჟესავით მიირთვათ. ამ შემთხვევაში რეცეპტში 30 მლ ცივი წყალი დაამატეთ.

შოკოლადის მუსი
Chocolate Fondant

7,5 სმ დიამეტრის 6 ცალი ალუმინის ფორმა
240 გრ უმაღლესი ხარისხის შავი შოკოლადი, 100 გრ კარაქი, 230 გრ კვერცხის ცილა
ღუმელი 200°C-მდე გაახურეთ. შოკოლადი წვრილად დააქუცმაცეთ და კარაქი პატარა კუბიკებად დაჭერით. კარაქი და შოკოლადი მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე გაადნეთ. მიკროტალღურ ღუმელში გადნობისას შოკოლადის ტემპერატურა აკონტროლეთ - თუ გადაგიხურდათ, შოკოლადი ხეშეში გახდება. წყლის აბაზანაზე გადნობისას კი მიაქციეთ ყურადღება რომ შოკოლადიანი ჯამის ფსკერი მდუღარე წყალს არ ეხებოდეს. თანაც ჯობია რომ წაყლი კი არ დუღდეს, ადუღების პირას იყოს.
ცილები ჯამში ჩაასხით და ნელ-თბილი შოკოლადისა და კარაქის მასა დაუმატეთ. ხის კოვზით კარგად გადაურიეთ (ცუდად თუ მოურევთ, მუსი მოგვიანებით შემადგენელ ნაწილებად დაიშლება), მაგრამ ეცადეთ რომ არ ათქვიფოთ. ამ კრემის შენახვა მაცივარში 1-2 დღის განმავლობაში შეიძლება, მაგრამ ფორმებში თბილის ჩასხმა უფრო ადვილია.
პერგამენტი რკინის ფორმების ზომაზე დაჭერით და თავად ფორმასაც და ქაღალდის ერთ მხარესაც კარაქი წაუსვით. ქაღალდი ფორმებში ისე ამოაფინეთ, რომ ქაღალდის კარაქწასმული მხარე ფორმის კარაქწასმულ შიდა მხარეს ეხებოდეს. გამზადებული ფორმები კარაქწასმულ პერგამენტდაფენილ საცხობ ფირფიტაზე დაალაგეთ, შიგნით მუსი ჩაასხით (ან მუსი ჩაასხით კარაქწასმულ მუსის ფორმებში) და დაახლოებით 1 საათით მაცივარში შედგით.  მუსის მაცივარში ჩაცივებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გამოცხობის დრო შეიცვლება. ჩაცივებული ფორმები გახურებულ ღუმელში გადაიტანეთ და 6-7 წუთი აცხვეთ. გამოიღეთ ღუმელიდან. მუსი ცენტრში ჯერ კიდე თხევადი იქნება, მაგრამ გვერდებში შეკრული უნდა იყოს. კიდეები ბოლომდე თუ არ შეკრულა, ფორმებიდან 2-3 წუთი ნუ ამოიღებთ - გახელებული მეტალი თავის საქმეს გააგრძელებს და ბოლომდე გამოაცხობს. მუსი რომ გამზადდება, ქვევიდან ნიჩაბი შეუცურეთ და ფრთხილად გადაიტანეთ თეფშზე.
ამის შემდეგ, ძალიან ფრთხილად ააძვერთ ფორმა, თან შეეცადეთ რომ ფორმასთან ერთად პერგამენტიც არ აძვრეს. ამის შემდეგ, ფრთხილად ჩაჭერით პერგამენტი და ძალიან ფრთხილად ააძვრეთ, ქაღალდი თუ მიეწება, ბასრი დანა დაიხმარეთ. ალბათ, როცა ვყვები ყველაფერი ძალიან რთულად მოსჩანს, მაგრამ პირველივე ცდაზე ადვილად ისწავლით.
მუსის წინასწარ გამოცხობა არ შეიძლება, მაგრამ მისი ცომი შეგიძლიათ მოამზადოთ გამოყენებამდე ერთი-ორი დღით ადრე, მისი წინასწარ ფორმებში განაწილება და ბოლო წუთას გამოცხობაც კი შეიძლება.

აჟურული ნამცხვარი ბრინჯის ფქვილისაგან
Rice Tuile

ეს თხელი და ნაზი ნამცხვარი ძალიან უხდება შოკოლადის დესერტს
80 გრ ბრინჯის ფქვილი, 20 გრ ჩვეულებრივი ფქვილი, 20 გრ შაქრის პუდრა, 1 მწიკვი მარილი, 150 მლ ცხიმგაცლილი რძე
ღუმელი 150°C-მდე გაახურეთ. ძალიან ხშირ საცერზე გაცერით ფქვლი, ბრინჯის ფქვილი, შაქრის პუდრა და მარილი. ძალიან წვრილ ნაკადად გადაურიეთ რძე. მიღებული ცომი პასტის (აჯიკის) კონსისტენციის უნდა იყოს - საჭიროების შემთხვევაში ცოტა ბრინჯის ფქვილი დაუმატეთ. ცომი ძალიან თხელ ფენად წაატხიპნეთ ტეფლონიან საცხობ ფირფიტაზე და დაახლოებით 10-12 წუთი აცხვეთ.

ავოკადო ბრინჯით
Avocado Rice

ეს კერძით შოკოლადის დესერტის უჩვეულო დამატება გახლავთ
175 გრ მრგვალი ბრინჯი (სასურველია Superfino-ს ჯიშის), 150 გრ შაქარი, 1 ლ რძე, 1 ჩხირი ვანილი, 5 ცალი ავოკადო, ლიმონის წვენი, 3 ს/კ მსუბუქად ათქვეფილი ცხიმიანი ნაღები
ბრინჯი ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და წამოადუღეთ. ცეცხლი ჩაუწიეთ და კიდევ 5 წუთი ხარშეთ. ბრინჯი თუშფალანგზე გადაწურეთ და თუშფალანგიანად ქვაბში ჩადგით. დაუმატეთ რძე, შაქარი, სიგრძეზე გაჭრილი ვანილის ჩხირი და საშუალო ცეცხლზე 17-20 წუთი ხარშეთ. ბრინჯი თუ მოიხარშა, მაგრამ რძე  ისევ ბლომადაა, ბრინჯი თუშფალანგით ამოიღეთ, დარჩენილი სითხე კი სქელი სოუსის კონსისტენციამდე ამოაორთქლეთ. ბრინჯი თუ არ მოიხარშა და სითხე ამოშრა, ცოტაოდენი რძე დაუმატეთ.
ბრინჯი მზა სოუსში გადაურიეთ, თავსახურიან ჭურჭელში გადაიტანეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.  მერე მაცივარში შედგით. მანამდე კი ავოკადო გათალეთ, ამოაცალეთ კურკა და კომბაინში დააპიურევეთ. გაატარეთ საცერში. ავოკადოს გემოს და ფერის შესანარჩუნებლად დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი. გადაურიეთ ჩაცივებულ ბრინჯში, ჭამის წინ მოასხით ნაღები.“
(ჰესტონ ბლუმენტალი „მოლეკულური გასტრონომია“)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მადამ დუროვა




ჰაგისი (Scottish Haggis)

Approved by Natia Jinjolava



ეს ჰაგისის შოტლანდიური რეცეპტია, ამიტომ მისი გარკვეული ინგრედიენტები შეიძება უჩვეულოდ და უცნაურად მოეჩვენოთ, მაგრამ შედეგი მართლაც შესანიშნავია.
ინგრედიენტები: 1ცალი ცხვრის კუჭი ან ხარის ფაშვი - კარგად გარეცხილი, გასუფთავებული, გაფუფქული და შიგნიდან გარეთ ამოტრიალებული, ერთი ღამით მარილიან ცივ წყალში ჩამბალი, ცხვრის გული და ფილტვები, 450 გრ საქონლის ან ცხვრის მყესები, ქონი და მჭლე ხორცი, 1 ხახვი წვრილად დაჭრილი, 225 გრ შვრიის ღერღილი,1 ს/კ მარილი, 1 ს/კ დაფქული პილპილი, 1 ს/კ დაფქული ხმელი ქინძი,  1 ს/კ დაფქული ჯავზის კაკლის ყვავილი, 1 ს/კ დაფქული ჯავზის კაკალი, წყალი, ფილტვებისა და მყესების ნახარში ბულიონი
გარეცხეთ გული და ფილტვები (თუ გსურთ ღვიძლიც). დიდი ზომის ცივი წყლით სავსე ქვაბში ჩაალაგეთ მყესებთან ერთად და წამოადუღეთ. დაახლოებით 2 საათი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. როცა მოიხარშება, ბულიონი გადაწურეთ და ცალკე შეინახეთ. გული, ფილტვები და მყესები ხორსცაკეპ მანქანაში გაატარეთ. გატარებულ გულ-ღვიძლს წვრილად დაჭრილი ხახვი, შვრიის ღერღილი, მარილი, პილპილი და სანელებლები დაუმატეთ. ერთმანეთში კარგად აურიეთ და სინოტივისთვის ცოტაოდენი ბულიონი დაუმატეთ. მასა რბილი და ნაზი უნდა გამოვიდეს. მიღებული მასა კოვზით ჩატენეთ ცხვრის კუჭში. კუჭი ნახევრამდე გაავსეთ და მერე მჭიდროდ ამოკერეთ გამძლე ძაფით (ხარშვის პროცესში რომ არ გასკდეს). ჰაგისი მდუღარე წყლით სავსე ქვაბში მოათავსეთ (წყალი უნდა ფარავდეს) და სამი საათის განმავლობაში ხარშეთ. ქვაბს თავსახურს ნუ დაახურავთ. პერიოდულად ამომშრალი წყლის ნაცვლად ახალი ამატეთ. ჭამის წინ ჰაგისი ერთი ბოლოდან მეორემდე გაჭერით და შეიგთავსი თეფშზე გადმოიღეთ. მიირთვით თალგამისა და კარტოფილის პიურეს გარნირთან ერთად და აუცილებლად დააყოლეთ ნამდვილი შოტლანდიური ვისკი!
გემრიელად მიირთვით!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ოდა შოტლანდიურ პუდინგს

Approved by Natia Jinjolava



კუპატი, კუჭმაჭი, აფხაზურა და მსგავსი რაღაც-რუღაცეები თუ არ გიყვართ, შეგიძლიათ ეს სტატია აღარ გააგრძელოთ, გვერდზე გადადოთ და რაიმე უფრო საინტერესოთი დაკავდეთ. დღეს შოტლანდიის სამზარეულოს უმთავრეს დელიკატესზე, ჰაგისზე (Haggis) და მასთან დაკავშირებულ ლეგენდებსა თუ ტრადიციებზე გიამბობთ. მთელი მსოფლიოს მიერ საქილიკოდ ქცეული კერძი სუბ-პროდუქტებისგან (გულ-ღვიძი) დამზადებული ხორცის პუდინგია, რომელიც ცხვრის კუჭში იახრშება ან ცხვება. თუმცა, ჭეშმარიტი გურმანები ირწუნებიან, რომ ღუმელიდან ახალგამოღებული ჰაგისის სურნელიც კი საკმარისია, რომ ნერწყვი მოგადგეს და მაგიდას დანა-ჩანგალ მომარჯვებული კერძის მოტანამდე მიუჯდე.
არადა, სულ რაღაც ორიოდე საუკუნის წინ, შოტლანდიაში შემთხვევით მოხვედრილი უცხოელები ირწმუნებოდნენ რომ ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჩვეულ კერძებს ბარბაროსული სალაფავის გარდა ვერაფერს უწოდებდი. განსაკუთრებულ პრეტენზიას კი იქაური მზარეულები და მათი სისუფთავე იმსახურებდა. მე-18 საუკუნის ერთი მოგზაური წერდა, რომ ედინბურგის ერთ-ერთ დუქნში იმდენად ბინძური მზარეული ყავდათ, რომ კედელზე რომ მიგენარცხებინა, ჭუჭით კედლს მიეწებებოდა. საბედნიეროდ, დღევანდელ შოტლანდიასა და ედინბურგში მსგავსი პრობლემა აშკარად აღარ დგას, ასე რომ, იქით თუ მოხვდებით, თამამად გასინჯეთ ჰაგისიც და სხვა დელიკატესებიც.
ცხვრის გულ-ღვიძლის, ფილტვების, ქერის, ხახვისა და ქონისაგან დამზადებულ შოტლანდიურ კუპატს, ასევე ,ტრადიციულ შოტლანდიურ გარნირთან neeps და  tatties-თან, პიურედ ქცეულ მოხარშულ თალგამთან და კარტოფილთან ერთად მიირთმევენ. თანაც ამ კერძს გასტრონომიული ღირსებების გარდა თავისი ისტორია, ლეგენდა და ტრადიციაც კი აქვს.
ისტორიული წყაროები ემხრობიან ვერსიას, რომ ჰაგისი ჯერ კიდევ დამოუკიდებელ შოტლანდიაში ვიკინგებისგან მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰაგისის წარმოშობის თაობაზე კონკრეტული ჩანაწერები არ არსებობს, მასთან ძალიან მიახლოებული ფრანგული კერძის „Andouillette“-ს კვალს მეცხრე საუკუნემდე მივყავართ და ზედმიწევნითაა ცნობილი, რომ იგი ტრუაში მეფე ლუი II-ის კორონაციაზე 878 წლის 7 სექტემბერს დაამზადეს. ცნობილი მწერალი და კულინარი ალან დევიდსონი უფრო შორს მიდის და თვლის, რომ ჰაგისის შორეულ წინაპარს ჯერ კიდევ ძველი რომაელები მიირთმევდნენ. კიდევ უფრო ადრე, ჰომეროსის „ოდისეის“ მეოცე წიგნში (ჩვ.წ.აღ-მდე 8 საუკუნე) არის სცენა, სადაც მოგიზგიზე ცეცხლზე კაცი სისხლითა და ქონით დატენილ სტომაქს მეტისმეტი მონდომებით ბრაწავს. ჰაგისის პირველი გალექსილი რეცეპტი (ეტყობა მაძღარი კუჭი ხალხს პოეზიის გუნებაზე აყენებდა) ლანკაშირში (ჩრდილო-დასავლეთი ინგლისი) 1430 წელს გამოცემულ კულინარიულ წიგნშია გამოქვეყნებული. 1615 წლით დათარიღებულ წიგნში „The English Hufwife“ კი უკვე პირველი ორიგინალი ჰაგისის რეცეპტიცაა მოყვანილი. დღეს ბრიტანეთის მაღაზიებში უკვე გამზადებული ცხვრის, ღორის, საქონლის და თქვენ წარმოიდგინეთ ვეგეტარიანული ჰაგისიც კი იყიდება. 
(Haggis Scoticus)
ზუსტი ისტორიული წყაროების არარსებობიდან გამომდინარე, ხალხმა ჰაგისის წარმოშობის თავისი, ბევრად უფრო საინტერესო ვერსია შეთხზა: თურმე უძველეს დრში შოტლანდიის მთებში პატარა და საყვარელი ჰაგისები ცხოვრობდნენ. ამ ზღაპრულ მღრღნელებს ერთი „ნაკლი“ ქონდათ - დედალ ჰაგისებს მარცხენა ფეხი უფრო მოკლე ქონდათ, ვიდრე მარჯვენა, მამლებს კი პირიქით. ეს კი შეწყვილებაში უშლიდათ ხელს და დროთა განმავლობაში განგების თუ ბუნების ძალით შთამომავლობის გარეშე დარჩენილი ჰაგისები გადაშენდნენ. შოტლანდიელებს კი პაწაწუნა ცხოველების ხორცით პირის ჩატკბარუნება ისე უყვარდათ, რომ სასწრაფოდ მისი შემცვლელი კერძი გამოიგონეს, რომლის გემოც ძალიან წააგავს ჰაგისების ხორცის გემოს. სხვათა შორის, 2003 წელს ჩაატარეს გამოკითხვა და შოტლანიაში ნამყოფი ამერიკელების ერთ მესამედს სრული სერიოზულობით ჯერა რომ ჰაგისი სამფეხა, ფრთებიანი და ზღარბის სიფათიანი რეალური ცხოველია.
Robert Burns
„ზღაპარია თუ ნამდვილი, ვინ მოიგონა, ვინ იცის“, მაგრამ ფაქტია რომ დიდი შოტლანდიელი პოეტი რობერტ ბერნსი ამ კერძის მხურვალე თაყვანისმცელემი გახლდათ და მას მთელი ოდაც კი მიუძღვნა. ამიტომაც, შოტლანდიაში და არა მარტო (სადაც კი ბარნსის თაყვანისმცელემლთა კლუბები არსებობს), რობერტ ბერნსის თაყვანისმცემლები 25 იანვარს, პოეტის დაბადების დღეზე აწყობენ ზეიმს, რომლის ცენტრალური კერძიც როგორც უკვე ხვდებით - ჰაგისია. ასეთ საღამოებს ბარნსის ვახშამს (Burns Supper), რობერტ ბარნსის დღეს (Robert Burns Day) ან ბერნსის ღამეს (Burns Night, Burns Nicht) ეძახიან. სხვათა შორის, პირველი ასეთი შეკრება მეთვრამეტე საუკუნეში გაიმართა და არა ბერნსის დაბადების, არამედ მისი გარდაცვალების დღეს - 21 ივლისს. ბერნსის ვახშმის ორი ვარიანტი არსებობს - არაოფიციალურზე, რასაკვირველია, ჰაგისს მიირთმევენ, შოტლანდიურ ვისკის აყოლებენ და პოეტის ლექსებს კითხულობენ. ოფიციალურს კი თავისი მკაცრი წესები აქვს: სტუმრები იკრიბებიან, მსაპინძელი მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს და საღამოს გახსნილად აცხადებს. ყველანი სუფრასთან სხდებიან და ღვთის სამადლობელს წარმოთქვამენ. ნადიმის ძირითადი კერძი რომ შემოაქვთ, ყველა ფეხზე დგება და დიდ ლანგარზე „მხარ-თეძოზე წამოგორებულ“ ჰაგისს ფეხზე ამდგარი ეგებება. 
პარალელურად, გუდასტვირი ამ საღამოსთვის საგანგებოდ შერჩეულ მელოდიებს უკრავს და ეროვნული შოტლანდიური მუსიკის ფონზე მსაპინძელი რობერტ ბერნსის „ოდა შოტლანდიურ პუდინგს“-ს წარმოთქვამს და სიტყვებზე: „His knife see rustic Labour dicht“ (დანა ხვდება შინაურ, მუცლის კერძს), ჰაგისს საზეიმო ვითარებაში ერთი ბოლოდან მეორემდე ფატრავს. ლექსის დასასრულს შოტლანდიური ვისკით ხელში ჰაგისის სადღეგრძელოს წარმოთქვამენ. ამის მერე რომელიმე სტუმარი რობერტ ბერნსის შემოქმედებას იხსენებს და მისი ხსოვნის სადღეგრძელოსაც სვამენ. მასპინძელი მადლობას იხდის, და შემდეგ ჭიქას აუცილებლად რომელიმე მამაკაცი ითხოვს და ჰაგისი რომ მოამზადეს იმ ქალებს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობა უსურვებს (Toast to the Lassies). დღეს-დღეობით, ცერემონიის ეს ნაწილი უფრო ხშირად ქალებზე ზოგად საუბარს ეთმობა ხოლმე. რასაც სამადლობელო მოყვება, რომლის დროსაც მდედრობითი სქესის სტუმრები თავის აზრს გამოთქვამენ კაცების შესახებ. შემდეგ რამდენიმე სადღეგრძელოს კიდევ წარმოთქვამენ (მაგალითად შოტლანდიისას) და რობერტ ბერნსის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს მღერიან. დღის ბოლოს მასპინძელი მაგიდის ალაგებას ბრძანებს, ერთ-ერთ სტუმარს სამადლობელო სიტყვის წარმოთქმას სთხოვს, მერე სტუმრები მაგიდიდან დგებიან, ერთმანეთს ხელს ართმევენ, ემშვიდობებიან და სახლის გზას მიუყვებიან.
ასეა თუ ისე, ვისაც შიგნეულისგან დამზადებული კერძები უყვარს და  ჰაგისი ვისაც გაუსინჯავს ყველა ერთხმად ირწმუნება - რომ ერთხელ თუ მოგეწონა, მერე მთელი ცხოვრება შოტლანდიაში დაბრუნებაზე ან მის კიდევ ერთხელ გასინჯვაზე იოცნებებ და მიუხედავად პროცედურის სირთულისა, ადრე თუ გვიან, აუცილენლად აკეთებ: „შოტლანდიური ვისკით გაჟღენთილი ჰაგისის არომატი გათრობს და გიხმობს, შეუძლებელია თავი შეიკავო და თვალის დახამხამებაში არ ატაკო ჩანგალი ჰაგისის მკვრივ და შესუნელებულ სხეულს  და გემო არ გაუსინჯო. ჰაგისი - ძალიან მსუყე, დახვეწილი კერძია ქერის მათრობელა არომატით, რომლის გემოს აღწერაც შეუძლებელია - აუცილებლად თავად უნდა გასინჯოთ“.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


Address to a Haggis

Burns Original
Standard English Translation


1.
Fair fa' your honest, sonsie face,
Great chieftain o' the puddin-race!
Aboon them a' ye tak your place,
Painch, tripe, or thairm:
Weel are ye wordy of a grace
As lang's my arm.
2.
The groaning trencher there ye fill,
Your hudies like a distant hill,
Your pin wad help to mend a mill
In time o' need,
While thro' your pores the dews distil
Like amber bead.
3.
His knife see rustic Labour dight,
An' cut ye up wi' ready slight,
Trenching your gushing entrails bright,
Like onie ditch;
And then, O what a glorious sight,
Warm-reeking, rich!
4.
Then horn for horn, they stretch an' strive:
Deil tak the hindmost, on they drive,
Till a' their weel-swall'd kytes belyve
Are bent like drums;
Then auld Guidman, maist like to rive,
'Bethankit!' hums.
5.
Is there that owre his French ragout,
Or olio that wad staw a sow,
Or fricassee wad mak her spew
Wi perfect scunner,
Looks down wi' sneering, scornfu' view
On sic a dinner?
6.
Poor devil! see him owre his trash,
As fecl;ess as a wither'd rash,
His spindle shank a guid whip-lash,
His nieve a nit;
Tho' bluidy flood or field to dash,
O how unfit.
7.
But mark the Rustic, haggis-fed,
The trembling earth resounds his tread,
Clap in his walie nieve a blade,
He'll make it whistle;
An' legs, an' arms, an' heads will sned
Like taps o' thrissle.
8.
Ye pow'rs, wha mak mankind your care,
And dish them out their bill o' fare,
Auld Scotland wants nae skinking ware,
That jaups in luggies;
But if ye wish her gratfu' prayer,
Gie her a Haggis!



Fair full your honest, jolly face,
Great chieftain of the sausage race!
Above them all you take your place,
Stomach, tripe, or intestines:
Well are you worthy of a grace
As long as my arm.

The groaning trencher there you fill,
Your buttocks like a distant hill,
Your pin would help to mend a mill
In time of need,
While through your pores the dews distill
Like amber bead.

His knife see rustic Labour wipe,
And cut you up with ready slight,
Trenching your gushing entrails bright,
Like any ditch;
And then, O what a glorious sight,
Warm steaming, rich!

Then spoon for spoon, the stretch and strive:
Devil take the hindmost, on they drive,
Till all their well swollen bellies by-and-by
Are bent like drums;
Then old Master of the house, most like to burst,
'The grace!' hums.

Is there that over his French ragout,
Or olio that would sicken a sow,
Or fricassee would make her throw-up
With perfect disgust,
Looks down with sneering, scornful view
On such a dinner?

Poor devil! see him over his trash,
As feeble as a withered rush,
His thin legs a good whip-lash,
His fist a nut;
Through bloody flood or field to dash,
O how unfit.

But mark the Rustic, haggis-fed,
The trembling earth resounds his tread,
Clap in his ample fist a blade,
He will make it whistle;
And legs, and arms, and heads will crop
Like tops of thistle.

You powers, who make mankind your care,
And dish them out their bill of fare,
Old Scotland want no watery ware,
That splashes in small wooden dishes;
But is you wish her grateful prayer,
Give her a Haggis!

ახალი წლებიც გადავაგორეთ

Approved by Natia Jinjolava


ესეც ასე, მორიგი ახალი წელი გადავაგორეთ მხიარულად და წარმატებულად. კონვეიერული წესით სუფრების შლისა და ალაგების შემდეგ ყველა დიასახლისი ცოცხალია და ყველა მამაკაცი გადაურჩა 14 დღე-ღამე სმა-პახმელიიდან გამოსვლის უსასრულო პროცესს. მოგეხსენებათ, ქართველი კაცი მხოლოდ ერთხელ თვრება და მერე პახმელიიდან გამოდის... ხმაურიანი გართობა, მეგობრებთან დროსტარება, ცეკვა (სიმღერა არ მეხერხება, რას ვიზამთ, იდეალური ადამიანი არ არსებობს - ერთი ნაკლი მაინც უნდა ქონდეს), საზოგადოებრივი წესრიგისა და მეზობლების სიმყუდროვის მსუბუქად დარღვევა მეც მიყვარს, მაგრამ არასდროს არ მესმოდა და ახლაც ვერ ვგებულობ ქართველი მამაკაცების ყველაზე საყვარელი, სასურველი და გამორჩეულად მაგარი დროსტარების მაჩვენებელი კონდიციის აზრს: „აუუუ, გუშინ საღამოს/ამა წინათ/ გასულ კვირას/მეგობრის დაბადების დღეზე/ქორწილში... ისე დავთვერი, ისე დავთვერი, სახლში როგორ მოვედი ან მანადმდე რას ვაკეთებდი, არაფერი არ მახსოვს...თავი მისკდება რა...“ გამოდის, რომ მეგობრებთან ერთად ქეიფის დეტალების, ამაყად და მონდომებით წარმოთქმული სადღეგრძელოების, მომხდარის გახსენებას უგონოდ ყოფნა ჯობს. ან თუ არაფერი გახსოვს, ეგებ რაიმე ცუდი შეგემთხვა, იწვალე, სადმე ეგდე და იყინებოდი, სანამ ვიღაცა მადლიანმა ბინის კართან აგაყუდა და შენს მაგივრად ზარიც დარეკა.
ერთი ჩემი ახლობელი თურმე უახლოესი მეგობრის ქორწილში ისე დამთვრალა, რომ მანქანის კარი აერია და მძღოლის გვერდით სავარძელზე დამჯდარა. გასაღები არავის დავუთმეო და კიდევ უფრო ჭკვიან და ასევე ნსავამ მეგობრებს, იმ იმედით მიუტოვებიათ, რომ ასეთ მდგომარეობაში საჭეს ვერ მიაგნებსო. მიაგნო და ორთაჭალიდან მეოთხე პლატოზეც ავიდა (რასაკვირველია არ ახსოვს როგორ), მერე თურმე ბავშვებით სავსე ეზოში მანქანით ტრიუკებს ატარებდა, სანამ მეგობრებმა არ იპოვეს, „გაკოჭეს“ და მანქანაში უკან არ შეაგდეს. მერე ყვებოდა, დილით მანქანაში გამეღვიძა, არაფერი არ მახსოვდაო. ქორწილში რომ წავედი, ბენზინის ბაკი სავსე მქონდა, იმდენი მივლია, დამიცლია და მანქანა აღარ დაიქოქაო.
კიდევ ერთ ჩემს მეზობელზე მისი ძმაკაცები ხალისით იხსენებდნენ: ბიძაშვილის ქორწილში ისე დათვრა, ისე დათვრა ბენზინს საკუთარი მანქანიდან იპარავდაო. ჯერ საერთოდ რომ იპარავ რამეს და მაინც კარგ ტიპად ითვლები. და მერე, საკუთარ ოჯახში, საკუთარ სტუმარს რომ პარავ. მემგონი მართლა დროა შევეშვათ ქორწილებში ისეთი ხალხის დაპატიჟებას ვინც არც აქეთ გვცემს პატივს და არც ჩვენ ვცემთ. აღარ არის ხათრის და რიდის დრო. ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ. ადამიანი, რომელიც ქორწილში ჩხუბს ტეხავს ან სხვა სტუმარს შეურაცხყოფას აყენებს, მასპინძელს არ სცემს პატივს. თუ ღვინოს ვერ ირგებ, იქონიე შეგნება და ნუ დალევ. ამას წინათ ახლობლის ქორწილში სიძის უახლოესმა მეგობარმა მეტისმეტად დიდი სიხარულისაგან შალახოს ცეკვა განიზრახა და პროცესში (ფეხზე ვეღარ იდგა), 16 ჭიქა დალეწა. ბიჭს ცოლი ახლდა, რომელიც ქმრის მხიარულებას უდრდტვინველად უყურებდა და წამწამებს ნაზად აფახულებდა. რესტორნის მენეჯერიც, ასევე, ბედნიერი იყო - ხარჯს ხარჯი ემატებოდა და ანგარიში იზრდებოდა. სიძეს ძმაკაცის გართობა უთუსბირი დაუჯდა. სადღეგრძელოს მერე ჭიქის ბუხარში სროლა და თეფშის იატაკზე დანარცხება თუ გიყვარს, ხარჯის დაფარვა და გადახდის ტრაკიც უნდა გქონდეს. აი, ამიტომაც უყვართ „არაფერი არ მახსოვს“, თუ არ გახსოვს, ბოდიშიც არ გაქვს მოსახდელი, ზარალზე და მის ანაზღაურებაზე ვინღა ლაპარაკობს.
ჩემს დას ერთი ვერელი კურსელი ყავდა, რომლის მამასაც, ძალიან პატივცემულ და სერიოზულ კაცს სმა უყვარდა. არა, არც ჩხუბს და არც აყალმაყალს არ იწყებდა, უბრალოდ, სახლში რომ ბრუნდებოდა სანამ თვითფრინავს არ დასვამდა არ იძინებდა... ოჯახის წევრები (მოხუცი დედა, ცოლი და ორი სტუდენტი ვაჟიშვილი) სკამებს ორ რიგად ჩაამწკრივებდნენ, თვითფრინავში ჩასხდებოდნენ, წინ თავისი სკამით ბატონი ანზორი მიუსკუპდებოდათ: „ბჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟ“-ო დასვამდა თვითფრინავს და ლოგინისკენ ხმისამოუღებლად გაცუნცულდებოდა. ერთ დღესაც გალეწილი მთვრალი ანზორი სახლში დაბრუნდა, ოჯახი იმპროვიზირებულ ბოინგში ჩასხდა, უსაფრთხოების ღვედები შეიკრა, მაგრამ რად გინდა? „პილოტმა“ თვითფრინავი არ დასვა, პირდაპირ სამზარეულოსკენ გაეშურა და მაცივართან გამართა საკმაოდ უცნაური მოლაპარაკება: გაღებს კარს: „ვერა? არა?“ მიაჯახუნებს. გააღებს: „ვერა? არა?“, მიაჯახუნებს... და მთელი ღამე ასე. გამოფხიზლებულზე კითხეს რას აკეთებდიო. თურმე ტაქსს აჩერებდა და ვერაზე წაყვანას სთხოვდა. ერთ თვეში მაცივარს კარი აღარ ქონდა, ბატონი ანზორი კი ტოტალური გამოუძინებლობისგან თათბირებზე ხვრინავდა.
ამას წინათ მეგობარი მესტუმრა - ყავა არ დალია, წნევა მაწუხებსო. იმავე საღამოს საქეიფოდ წავიდა და ისე დათვრა, მეორე დილას სასწრაფო სასწრაფოზე ყავდა. ყავა ამის მესამედსაც არ დაუშავევდა, მაგრამ დღესაც არ სვამს, ჯანმრთელობას უფრთხილდება. ალბათ მე არ მესმის და ღვინისთვის თავის გამასხარავება (როცა უაზროდ იქცევიან, ცეკვავენ, მღერიან. ერთმა ჩემმა მეზობელმა ქორწილში ჩაისვარა კიდეც), ახლობლების წყენინება (როცა ამტვრევენ, ლეწავენ, იგინებიან და ჩხუბობენ) და სიკვდილი მართლა ღირს... 

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ტორტი „მალაკოფი“ (Torte Malakoff) - მორიგი ფრანგული დესერტი რუსული სათაურით

Approved by Natia Jinjolava



სევასტოპოლთან ბრძოლის დროს, 1855 წელს ციხესიმაგრე „მალახოვის“ აღების შემდეგ,  საფრანგეთის მარშალ ჟან პელისიეს ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვისათვის ჰერცოგი მალხოვის ტიტული უბოძეს. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავი ბანკეტისთვის გამოიგონეს ფრანგმა კონდიტერებმა ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ უნდა და რომით დანამული მზა ბისკვიტის პეჩენიებისაგან (პავეზინებისგან) და ნაღების კრემისაგან მზადდება. რეცეპტი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ დღემდე მოაღწია და დიდი პოპულარულობითაც სარგებლობს.

ტორტი მალახოვი
26 სმ დიამეტრის ტორტის ფორმისათვის: ½ ლ რძე, 1 პაკეტი ვანილის პუდინგის ფხვნილი (იყიდება სუპერმარკეტებში), 5 ს/კ შაქარი, 250 გრ კარაქი, 3 ს/კ შაქრის პუდრა; 250 გრ მზა პეჩენია „პავეზინი“ (ტირამისუს პეჩენიები), 1 ს/კ ნეკერჩხლის სიროპი, 4 ს/კ „მარსალას“ ტიპის სადესერტო ღვინო, 1 ჩ/კ რომი, 50 გრ შავი მოცხრის ჯემი; 100 გრ ნუშის ფანტელი, 14 გრ ფხვიერი პეჩენია
რძის, შაქრისა და პუდინგის ფხვნილისგან მოვადუღოთ კრემი (ინსტრუქცია პუდინგის პაკეტს აწერია: შემთბარ რძეში გახსენით პუდინგის ფხვნილი, დაუმატეთ შაქარი და მორევა მორევით აადუღეთ. ადუღეთ 1 ან 2 წუთი). კარაქი და შაქრის პუდრა ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე და თითო-თითო კოვზობით შევათქვიფოთ გაცივებულ პუდინგის კრემს. ტორტის ფორმის ფსკერზე ერთ ფენად ჩავალაგოთ პეჩენიები. ნეკერჩხლის სიროპი, რომი და ღვინო ერთმანეთში ავურიოთ და ამ ნარევის ნახევრით დავნამოთ პეჩენიები. ჯემი შევათბოთ და მისი ნახევარი გადავუსვათ პეჩენიების ფენას. მერე გადავუსვათ პუდინგის კრემის სქელი ფენა. ისევ დავალაგოთ პეჩენიები, ისევ დავნამოთ და წავუსვათ ჯემი. ზემოდან დავადოთ პუდინგის კრემის სქელი ფენა, და კრემი წავუსვათ ტორტის გვერდებსაც. ტორტს გვერდებზე ნუშის ფანტელი მოვაყაროთ. დარჩენილი კრემი ჩავდოთ ტომსიკაში და მოვრთოთ ტორტი როგორც სურათზეა ნაჩვენები: ტორტის კიდეს 16 ცალი ვარსკვლავი დავასვათ. თითოეულ ვარსკვლავში თითო ფხვიერე პეჩენია ჩავდოთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ევროპელების უსაყვარლესი ტორტი - Schwarzwälder Kirschtorte (შარშანდელი არქივიდან)

Approved by Natia Jinjolava



შვარცვალდის ალუბლის ტორტი

125 გრ ფქვილი, 1 კვერცხი, 60 გრ შაქარი, 70 გრ კარაქი, 7 კვერცხის გული, 5 ს/კ ცივი წყალი, 180 გრ შაქარი, 7 კვერცხის ცილა, 125 გრ ფქვილი, 50 გრ კაკაო, 100 გრ დაფქული ნუში, 3 ს/კ ალუბლის ჯეიმი, 1 ქილა დაკონსერვებული ალუბალი (500 გრ), 1 პაკეტი წითელი სარკალა ტორტისთვის, 0,06 ლ ალუბლის შნაპსი, 3/4 ლ ცხიმიანი ნაღები, 2 პაკეტი ვანილის შაქარი, მსხვილ სახეხზე გახეხილი შოკოლადი.

ფქვილის, კვერცხისა, შაქრისა და კარაქისაგან მოვზილოთ ფხვიერი ცომი. ცომი 20 წუთით შევდოთ მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ და გავაბრტყელოთ საცხობი ფორმის დიამეტრზე. დავჩხვლიტოთ ჩანგლით. 200 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში. გავაგრილოთ.
კვერცხის გულები, წყალი და შაქრის 2/3 ავთვიფოთ. კრემს თავზე მოვაყაროთ დარჩენილი შაქარი, ფქვილი და კაკაო. ავთქვიფოთ კვერცხის ცილები, დავუმატოთ ნუში და ყველაფერი ერთმანეთში ფრთხილად გადავურიოთ.
ტორტის ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტი და ჩავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 50-60 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ბისკვიტი მთელი ღამით მაცივარში გავაჩეროთ. 
ბისკვიტი სამ ნაწილად გავჭრათ. პირველი ფენა ალუბლის ჯემწასმულ ფხვიერი ცომის კორჟს დავადოთ.
ალუბალი გადავწუროთ (12 ყველაზე ლამაზი მოსართავად შევინახოთ) ალუბლის წვენის 1/8 წამოვადუღოთ და გავხსნათ ტორტის სარკალა (წვენი უნდა შესქელდეს). ჯამი ცეცხლიდან გადმოვდგათ და შევურიოთ ალუბლებს. დავუმატოთ ალუბლის შნაპსი ან ლიქიორი. ალუბლის და სარკალას მასა ალუბლის წვენით დანამულ ბისკვიტის ფენაზე მოვათავსოთ და ვაცადოთ შესქელება. ნაღები და ვანილის შაქარი ავთქვიფოთ კარგად (1/3 მოსართავად გადავდოთ). ნაღების თხელი ფენა ალუბალს გადავუსვათ და ზევიდან ბისკვიტის მეორე ფენა დავაფაროთ. დავნამოთ და ნაღები წავუსვათ. დავაფაროთ ბისკვიტის მესამე ფენა. დავნამოთ და ნაღები წავუსვათ. ტორტი გავყოთ 12 სექტორად, მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი, გადანახული ნაღებით დავასვათ 12 რგოლი ტორტის კიდეზე და ამ რგოლებში სათითაოდ ჩავალაგოთ მოსართავად გადანახული ალუბლები.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი