19.1.12
"და მივეგდები ედგარ პოსთან ყორანის გვერდით..."
Approved by
დიდი ხნის წინათ, კონკრეტულად კი 1809 წლის დღევანდელ დღეს ანუ 19 იანვარს დიდი ამერიკელი მწერალი
და მსოფლიოს ერთ-ერთი უნიჭიერესი მისტიკოსი ედგარ ალან პო დაიბადა. მისი ნაწარმოებების
კითხვისას უნებურად გიჩნდება კითხვა „მკვლელობა მორგის ქუჩაზე“ და „ადამიანი, რომელიც
ნაკუწებად აქნეს“ ავტორი თავის ყოველდღიურ ტრაპეზაზე სულაც ადამიანის ხორცს ხომ არ
მიირთმევდა და თან თავის საყვარელ ღვინოს „ამონტილიადოს“ აყოლებდა? აბა, საიდან მსგავსი
აზრები თუ იდეები? პოს თანამედროვეთა საბედნიეროდ, როგორც ფაქტები გვიჩვენებს, „საშინელებათა
ჟანრის მეფე“ მტერს მხოლოდ საკუთარ ფანტაზიებში ათრობდა და მერე ცოცხლად მარხავდა ღვინის
სარდაფში, სინამდვილეში კი ერთი უწყინარი ადამიანი გახლდათ, რომელსაც ადგილობრივ რესტორნებში ამერიკაში საკმაოდ პოპულარულ
კერძის - ვირჯინიული წიწილის შეკვეთა უყვარდა
ხოლმე. სხვათა შორის, თავად პოც ვირჯინიიდან გახლდათ და მის გარდაცვლილ ცოლსაც ვირჯინია
ერქვა...
წიწილა ვირჯინიულად
Virginia’s
Chicken
6 ცალი ქათმის
ფილე, 50 გრ კარაქი და მოზრდილი ზომის ალუმინის ფოლგის ნაჭერი
მარინადისათვის:
1/3 ჭ არაქისის ზეთი, 2/3 ჭ რძე
საფანელისთვის:
½ ჭ პურის ფქვილი, ½ ჭ სიმინდის ფქვილი, 1 ს/კ დაფქული პაპრიკა, მარილი
თავდაპირველად შესაწვავი ფორმა უნდა მოვამზადოთ: ამისათვის ტაფაზე ან შესაწვავ
ფორმაზე ფოლგის ნაჭერი ამოვაფინოთ, ისე, რომ იმპროვიზირებული ფოლგის ჯამი გამოგვივიდეს
და ამ ჯამში გავადნოთ კარაქი. კარაქიანი ფორმამიცემული ფოლგა ფრთხილად ამოვიღოთ ტაფიდან
(არ გაგეხეთ!). ამ ფორმაში მერე ქათამი უნდა შევწვათ.
ახლა ქათამს მივხედოთ: არაქისის კარაქი და რძე ერთამენთში ავურიოთ, ჩავალაგოთ
ქათმის ფილე და დავტოვოთ. ამასობაში მოვამზადოთ საფანელი: სიმინდის და პურის ფქვილი,
პაპრიკა და მარილი ერთმანეთში ავურიოთ. ამ ნაზავში ამოვავლოთ ქათმის ფილეები, ჩავალაგოთ
გამდნარკარაქიან ფოლგაში, შევდგათ დაახლოებით 230°C-მდე გახურებულ ღუმელში და დავბრაწოთ.
20 წუთის შემდეგ მეორე მხარეზე გადავატრიალოთ და კიდევ 20 წუთი გავაჩეროთ. სულ ესაა!
გარნირად ძალიან უხდება მოხარშული ბრინჯი.
ჰო, კიდევ, ხერესიც არ დაგავიწყდეთ, ოღონდ ღვინო ჭამამდე უნდა დალიოთ და
არა ჭამის დროს ან მერე, ვირჯინიაში ხომ აპერეტივები უყვართ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
P.S. ქათმის
შენაწვავ ცხიმში ცოტაოდენი ღვინო, 1 ს/კ ფქვილი ჩაურიეთ, წამოადუღეთ, ოდნავ შეასქელეთ
და შესანიშნავი სოუსი გამოვა.
0 კომენტარი.:
Post a Comment