ამერიკელების უსაყვარლესი ტორტი - Red Velvet (შარშანდელი არქივიდან)

Approved by Natia Jinjolava


ტორტი წითელი ხავერდი
ბისკვიტისთვის: 2 1/2 ჭ (250 გრ) გაცრილი ფქვილი, 1/2 ჩ/კ მარილი, 2 ს/კ (15 გრ) კაკაო, 115 გრ კარაქი (ოთახის ტემპერატურის), 300 გრ შაქარი, 2 დიდი ზომის კვერცხი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 240 მლ მაწონი, 2 ს/კ თხევადი წითელი ფერის საღებავი ნამცხვრისთვის, 1 ჩ/კ ძმარი და 1 ჩ/კ სოდა
კრემისთვის: 230 გრ ნაღების ყველი (ოთახის ტემპერატურის), 230 გრ ყველი მასკარპონე (ოთახის ტემპერატურის), 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 115 გრ შაქრის პუდრა, 360 მლ ცხიმიანი ნაღები
ბისკვიტისთვის: გავახუროთ ღუმელი 175 C-მდე და 23 სმ დიამეტრის ორ ცალ მგრვალ ტორტის ფორმას წავუსვათ კარაქი. ფორმების ფსკერზე ჩავაფინოთ ასევე კარაქწასმული პერგამენტის ქაღალდები.
ჯამში ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, კაკაო და მარილი. მეორე ჯამში მიქსერით ვთქვიფოთ კარაქი დაახლოებით 2-3 წუთი. დავუმატოთ და ვთქვიფოთ კიდევ 2-3 წუთი. დავუმატოთ კვერცხები სათითაოდ და ყოველის დამატების შემდეგ კარგად ვთქვიფოთ. ჩავასხათ ვანილის ექსტრაქტი, ჯამის გვერდებზე შერჩენილი კარაქი ჩამოვფხიკოთ და ყველაფერი ერთხელ კიდევ კარგად გავთქვიფოთ. მაწონში გავხსნათ  საღებავი. მიქსერი ყველაზე დაბალ სიჩქარეზე გადავიყვანოთ და კარაქსა და კვერცხებს სამ ეტაპად საგულდაგულოდ გადავურიოთ ჯერ მარილიანი ფქვილის ნახევარი, მერე მაწონი და ბოლოს ისევ ფქვილი. პატარა ჭიქაში ძმარში გავხსნათ სოდა და რომ აქაფდება გადავურიოთ ცომში. რაც შეიძლება სწრაფად  ჩავასხათ ორ თანაბარ ნაწილად გაყოფილი ცომი ტორტის ფორმებში, ზედაპირი ნიჩბით ფრთხილად მოვუსწოროთ და გამოვაცხოთ დაახლოებით 25-30 წუთი. ბისკვიტი მზაობაზე ხის ჩხირით შევამოწმოთ, შუაგულში ჩარჭობილ ხის ჩხირს ნამცეცები თუ არ ამოყვა, ბიკვიტი მზადაა. გამომცხვარი ბისკვიტი 10 წუთი ფორმაში გავაჩეროთ, მერე კი ფორმიდან ამოვიღოთ და ისე გავაცივოთ. ბოლომდე რომ გაცივდება, ბისკვიტები ცელოფანში გავახვიოთ და მინიმუმ 1 საათით საყინულეში შევდოთ (მთელი ღამით მაცივარში მოთავსება ჯობია). ასე ტორტი უფრო ადვილად დასაჭრელი და მოსართავი იქნება. 
კრემისათვის: მიქსერით ავთქვიფოთ ნაღების ყველი და მსაკარპონე. დავუმატოთ ვანილის ექსტრაქტი, შაქრის პუდრა და კიდევ ცოტა ხანი ვთქვიფოთ. ნელ-ნელა ცხიმიანი ნაღებიც ჩავათქვიფოთ. კრემს გემო გავუსინჯოთ და საჭიროების შემთხვევაში ცოტა ნაღები ან პუდრა კიდევ დავამატოთ. 
ბასრი დანით ორივე ბისკვიტი ჰორიზონლატალურად ორ ან სამ ნაწილად გავჭრათ. ბისკვიტის ფენებს კრემი წავუსვათ და ერთმანეთზე შემოვაწყოთ. ბოლო ფენას რომ დავკრემავთ, კრემი გვერდებზეც კარგად წავუსვათ. ტორტს თავზე შეგიძლიათ ქოქოსის ფანტელებიც მოაყაროთ. ჩავაცივოთ მაცივარში და მივირთვათ.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment