22.1.12
ნადირობის მოყვარულთათვის: კურდღელი წიწაკით
Approved by
1,5 კგ კურდღლის ხორცი 1 ჩ/კ მარილი, 1 მწიკვი დაფქული პილპილი, 1 ჩ/კ დაფქული მწარე წითელი წიწაკა, 2 თავი ხახვი, 3 ს/კ ზეთი, 6 მარცვალი თეთრი პილპილი, ½ ჭ ძვლების ნახარში ბულიონი, ½ ჭ მშრალი წითელი ღვინო, 1 ს/კ ფქვილი
ძვლებს ხორცი ავაჭრათ, დავჩეხოთ და 2 საათი დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. ხორცი 4 სმ-იან ნაჭრებად დავჭრათ. ხახვდი გავფცქვნათ და დავჭრათ წვრილად. ტაფაზე ზეთი გავაცხელოთ და დავბრაწოთ ხორცი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წიწაკა, შავი პილპილი, თეთრი პილპილის მარცვლები, ½ ჭ ძვლების ნახარში ბულიონი. ხორცი დაახლოებით 40 წუთი ვთუშოთ, ბულიონის ამოშრობის პარალელურად, თანდათანობით ვუმატოთ ღვინო. სანამ გამზადდება რამდენიმე წუთით ადრე სოუსის შესასქელებლად წვენში წყალში გახსნილი ფქვილი ჩავუმატოთ, მარილიც მოვაყაროთ და გემრიელად მივირთვათ.
კურდღელს განსაკუთრებით უხდება დაგრილული ( ანუ ღია ცეცხლზე დაბრაწული) პამიდვრები და კარტოფილის პიურე.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment