28.1.12
ნადირობის მოყვარულთათვის: გარეული იხვი
Approved by
1,5 კგ-იანი გარეული იხვი, 2 მჟავე ვაშლი, 2 თავი ხახვი, 1 ჩ/კ მარილი, 1 მწიკვი დაფქული თეთრი პილპილი, 3 ს/კ ზეთი, 100 გრ ბეკონის ლენტები, 4 მარცვალი ღვია, ¼ ჭ ცხელი ხორცის ბულიონი, ½ ჭ მშრალი წითელი ღვინო, 1 ჩ/კ სახამებელი, 2 ს/კ ნაღები
ვაშლები 8-8 ნაწილად გავჭრათ და ამოვაჭრათ გული და თითოეული ნაჭერი კიდევ ერთხელ გავჭრათ შუაზე. ხახვებიც 8-8 ნაწილად გავჭრათ. ღუმელი 200°C-მდე გავახუროთ. გარეცხილი გასუფთავებული და შემშრალი იხვი შიგნიდან და გარედან შევამარილოთ, მოვაყაროთ პილპილიც. იხვის შესაწვავ ტაფაზე დავასხათ ზეთი და გახურებულ ზეთში დავბრაწოთ იხვი ორივე მხრიდან. იხვს გულმკერდზე ბეკონის ლენტები გადავაფაროთ, ირგვლივ კი ხახვი, ვაშლი და ღვიის მარცვლები შემოვულაგოთ. დავასხათ ½ ჭ ბულიონი და შევდგათ ღუმელში რაც შეიძლება დაბლა დაახლოებით 1 საათით. იხვს პერიოდულად ტაფაზე დაგვროვებული ნადნობი ცხიმი და გადანახული ცხელი ბულიონი ვასხათ. შემწვარი იხვი გამორთულ ღუმელში დავტოვოთ და სოუსი მოვამზადოთ. ტაფაზე დაგროვებული ცხიმი პატარა ქვაბში გადმოვწუროთ და წყლით გავაზავოთ. დავუმატოთ სახამებელი, ღვინო, მარილი და ნაღები და სასურველი სისქის მიღებამდე ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment