22.1.12
ნადირობის მოყვარულთათვის: კურდღლის ზურგი მონადირულად
Approved by
კურდღლის 2 ზურგი (თითო დაახლოებით 600 გრ), 2 ლიმონის წვენი, ¼ ლ მშრალი წითელი ღვინო, 2 სირჩა კონიაკი, 3 კბილი ნიორი, დანის წვერზე დაფქული პილპილი, 150 გრ ბეკონის ლენტები (სასურველია ესპანური ბეკონი „ჰამონი“), 4 საშუალო თავი ხახვი, 1 სტაფილო, 200 გრ მომჟავო ყურძნის მარცვალი, 1 დაფნის ფოთოლი, 2 ცალი მიხაკი, ½ ჩ/კ ხმელი ქონდარა, 1/8 ლ არაჟანი, 1 მწიკვი შაქარი და მარილი გემოვნებით
კურდღლის ზურგები გავასუფთავოთ, მოვასხათ ლიმონის წვენი, გადავაფაროთ ცელოფანი და გავაჩეროთ 2 საათი. ღვინო და კონიაკი ერთმანეთში ავურიოთ. ნიორი დავჭყლიტოთ. კურდღლის ზურგებს ნიორი და პილპილი შევაზილოთ, მოვასხათ კონიაკიანი ღვინო, ისევ გადავაფაროთ ცელოფანი და 4-5 საათი გავაჩეროთ. ღუმელი 220°C-მდე გავახუროთ. ზურგები მარინადიდან ამოვიღოთ, ქაღალდის ხელსახოცით შევაშროთ და ბეკონის ლენტებით მთლიანად დავფაროთ. მარინადი შევინახოთ. კურდღელი 35-40 წუთით ღუმელში შევდგათ და პერიოდულად ტაფაზე დაგროვებული ცხიმი მოვაწუწოთ ხოლმე. ხახვი დავჭრათ წვრილად, სტაფილო გავხეხოთ ან დავჭრათ წვრილ კუბიკებად, ყურძნის მარცვლები გავჭრათ შუაზე და ამოვაცალოთ კურკები. შემწვარი ზურგები ღუმელიდან გამოვიღოთ და თეფშზე გადავდოთ. ტაფაზე დარჩენილ წვენს ზედმეტი ცხიმი მოვხადოთ და მრინადით გავაზავოთ. მოხდილ ცხიმში ხახვი და სტაფილო მოვთუშოთ, მერე დავუმატოთ მარილი, პილპილი, მიხაკი, ქონდარა, მარინადი, შაქარი, დაფნის ფოთოლი და კარგად მოვხარშოთ. მერე დავუმატოთ არაჟანი და მოვასხათ კურდღელს. სულ ბოლოს ცხელ სოუსში ყურძნის მარცვლები გადავურიოთ და დაბრაწულ კუდღელთან ერთად გემრიელად მივირთვათ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment