3.1.12
თხილის, ნუშის და ნიგვზის ტორტი
Approved by
26 სმ დიამეტრის ფორმისათვის: 225 გრ შაქარი, 10 კვერცხის გული, 250 გრ დაფქული თხილი, 3 ს/კ დაფქული ორცხობილა, 3 ცალი დაფქული მწარე ნუში, 10 კვერცხის ცილა, 150 გრ შაქარი; 3 კვერცხის ცილა, 1 ს/კ დაფქული თხილი, ½ ლ რძე, 2 ს/კ შაქარი, 1 პაკეტი ვანილის პუდინგის ფქვნილი, 3 კვერცხის გული; 200 გრ მარციპანი, 300 გრ შაქირს პუდრა, 3-4 ს/კ ლიმონის წვენი, 22 ცალი ნიგვზის ლებანი, კარაქი ფორმაზე წასასმელად
ტორტის ფორმა დავცხიმოთ და ღუმელი 190°C-მდე გავახუროთ. კვერცხის გულები და შაქარი ავთქვფოთ გათეთრებამდე და დავუმატოთ თხილი, ორცხობილა და ნუში. ცილებისა და შაქრისაგან ავთქვიფოთ ბეზე და ფრთხილად გადავურიოთ გულებში. ცომი ჩავასხათ ტორტის ფორმაში და ვაცხოთ 75 წუთი. გამომცხვარი ბისკვიტი 24 საათი გავაჩეროთ და მერე გავჭრათ შუაზე ჰორიზონტალურად. ცილებისა და შაქრისაგან ავთქვიფოთ ბეზე და გადავურიოთ თხილი. რძის, შაქრისა და პუდინგის ფხვნილისაგან მოვხარშოთ პუდინგი (ინსტრუქცია აწერია პუდინგის პაკეტს). პუდინგს ჩავათქვიფოთ კვერცხის გულები და ჯერ კიდევ ცხელში გადავურიოთ ათქვეფილი თხილიანი ბეზეც. კრემი რომ გაცივდება წავუსვათ ბისკვიტის ერთ ფენას, თავზე მეორე ფენა დავაფაროთ. მარციპანს შევაზილოთ 100 გრ შაქრის პუდრა და გავაბრტყელოთ. (მარციპანს შაქრის პუდრამოყრილ დაფაზე აბრტყელებენ, შაქრის პუდრას იყენებენ ზუსტად ისე, როგორც ფქვილს ცომის გაბრტყელებისას, ან შეგიძლიათ გააბრტყელთ 2 პუდრამოყრილ ცელოფანის პარკს შორის და მერე პარკი ფრთხილად ააცალოთ, ჯერ ერთი მხრიდან, დააფაროთ ტორტზე და მერე მეორე მხარესაც აააცლით) დარჩენილი პუდრა და ლიმონის წვენი გავქნათ ჩანგლით და ეს მასა გადავუსვათ ბისკვიტს თავზე და გვერდებზე. მერე გადავაფაროთ მარციპანი და მთლიანად შემოვაკრათ ტორტს (ზედმეტები მოვაჭრათ). ტორის ზედაპირი მოვრთოთ ნიგვზის ლებნებით.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment