ესპრესოს და შოკოლადის ტორტი

Approved by Natia Jinjolava


ესპრესოს და შოკოლადის ტორტი
12 პორცია
250 გრ ფხვიერი შოკოლადიანი პეჩენია, 2 ს/კ კაკაო, 125 გრ გამდნარი კარაქი, 2 კვერცხის გული, 100 გრ შაქარი, 1 ს/კ სახამებელი, 600 მლ რძე, 3 ფირფიტა ჟელატინი, 200 გრ 70%-იანი შავი შოკოლადი, 150 გრ 50%-იანი შავი შოკოლადი, 2 ს/კ ახალდაფქული მაგარი ყავა, 285 მლ ცხიმიანი ნაღები, შოკოლადის ბურბუშელა თავზე მოსაყრელად

პეჩენიები სქელი ცელოფნის პაკეტში ჩავყაროთ, თავი მოვუკრათ და ცომის საბრტყელებლით კარგად დავჩეჩქვოთ. ჩავყაროთ ჯამში, დავუმატოთ კაკაო და გამდნარი კარაქი. კარგად მოვურიოთ და ცომივით მოვზილოთ. პეჩენიის ცომი დავპრესოთ და ამოვიყვანოთ 20 სმ დიამეტრიანი გასახსნელი ტორტის ფორმის ფსკერზე და გვერდებზე, შევდგათ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით.
ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ კვერცხის გულები, შაქარი, სახამებელი და 4 ს/კ რძე. ჟელატინის ფირფიტები ძალიან ცოტა ცივ წყალში ჩავალბოთ 10 წუთით. დარჩენილი რძე გავაცხელოთ სქელძირიან პატარა ქვაბში დაბალ ცეცხლზე. ორივენაირი შოკოლადის ფილები დავამტვრიოთ და ჩავყაროთ რძეში ყავასთან ერთად. ვურიოთ სანამ შოკოლადი არ გადნება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ათქვეფილ კვერცხში. რძიანი კვერცხი იევ რძის ქვაბში ჩავაბრუნოთ და შემოვდგათ ისევ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ არ შესქელდება. ჟელატინის ფირფიტები გადავწუროთ და ჩავაგდოთ ცხელ კრემში, ვურიოთ სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გაიხნება. გავაგრილოთ 15 წუთის განმავლობაში. ჩავასხათ პეჩენიის ცომამოფენილ ფორმაში. რომ შეგრილედბა, შევდგათ მაცივარში 3-4 საათით. ავთქვიფოთ ნაღები შესქელეალმდე, დავასხათ ტორტს თავზე და მოვაყაროთ შოკოლადის ბურბუშლებელი.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

შოკოლადის მუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით:

Approved by Natia Jinjolava


ალუბლის და შოკოლადის მუსის ტორტი
ჟურნალი „გურმეს“ რეცეპტებიდან
6-8 პორცია
ალუბლის ჯემისთვი: ¾ ჭ ალუბლის ჯემი ან სიროპში შენახული ალუბალი, 1 ს/კ ძმარი ბალზამიკო, 2 ს/კ კალვადოსი (ვაშლის არაყი) ან ბრენდი
ბისკვიტისთვის: 2 ს/კ მოხალული და გაფცქვნილი თხილი, 3 ს/კ შაქარი, ½ ჭ ფქვილი, 100 გრ დარბილებული კარაქი, 2 ს/კ კაკაო, 1/8 ჩ/კ მარილი
მუსისთვის: 1 ჩ/კ ჟელატინი, 3ს/კ ცივი წყალი, ½ ჭ „ნუტელა“, ½ ჭ ყველი მასკარპონე, 1 ½ ჭ ჩაცივებული ცხიმიანი ნაღები, 2 ს/კ კაკაო, 3 ს/კ შაქარი
შოკოლადის განაშისთვის: ¼ ჭ + 1ს/კ ცხიმიანი ნაღები, 90 გრ შავი შოკოლადი დაჩეჩქვილი
20 სმ დიამეტრის გასახსნელი საცხობი ფორმა და პერგამენტის ქაღალდი

ჯემისთვის, პატარა ქვაბში ერთმანეთში გადავურიოთ ჯემი, ძმარი და კალვადოსი. ვუღოთ დაბალ ცეცხზე დაახლოებით 10 წუთი, სანამ სითხე არ ამოორთქლდება. გადმოვგათ ცეცხლიდან და ბოლომდე გავაგრილოთ.
გავახუროთ ღუმელი 175°C-მდე. გასახსნელი საცხობი ფორმის ფსკერზე ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. თხილი და შაქარი დავაბლენდეროთ რაც შეიძლება წვრილად. დავუმატოთ ფქვილი, კარაქი, კაკაო და მარილი. ვაბლენდეროთ სანამ ცომისმაგვარ მასას არ მივიღებთ. ცომი მოვათავსოთ საცხობი ფორმის ფსკერზე და თანაბრად გავანაწილოთ - ჩავპრესოთ. დავჩხვლიტოთ ჩანგლით და ვაცხოთ 18-10 წუთის განმავლობაში. გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე. გამომცხვარი ბისკვიტი ფრთხილად ამოვიღოთ ფორმიდან და ავაცალოთ პერგამენტის ქაღალდი.
გავაკეთოთ მუსიც: პატარა ქვაბში ჟელატინს დავასხათ წყალი და გავაჩეროთ დაახლოებით 5 წუთი. მერე ჟელატინიანი ქვაბი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და დაახლოებით 2 წუთი ვურიოთ, სანამ ჟელატინი არ გადნება. დავუმატოთ ნუტელა და გადმოვგათ ცეცხლიდან.  ჯამში ავთქვიფოთ მასკარპონე და ცხელი, ჟელატინიანი ნუტელა. ცალკე ჯამში ვთქვიფოთ ნაღები,კაკაო და შაქარი, სანამ ნაღები ფორმის შენარჩუნება არ დაიწყებს. მასკარპონეს და ნუტელას ნარევს ჯერ ათქვეფილი ნაღების 1/3 გადავურიოთ და მერე დანარჩენიც დავუმატოთ. ბისკვიტი ჩავაბრუნოთ გაგრილებულ ტორტის ფორმაში და გადავუსვათ ალუბლის ჯემი, ზემოდან კი დავასხათ შოკოლადის მუსი. გადავაფაროთ ცელოფანი და შევდგათ მაცივარში 3 საათით მაინც.
მუსი რომ შედედდება, შოკოლადის განაშისთვის დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ ნაღები, გადმოვგათ ცეცხლიდან. დავუმატოთ შოკოლადი და გავაჩეროთ 1 წუთი, მერე კარგად მოვურიოთ შოკოლადი რომ გადნეს. დაახლოებით 20 წუთი გავაჩეროთ გასაგრილებლად, შიგადაშიგ ვურიოთ. გასახსნელი ტორტი ფორმის კიდეზე შიგნიდან გაცხელებული დანა შემოვატაროთ (მუსის და ბიკვიტის საცხობის ფორმის კიდიდან მოსაშორებლად) და ტორტი ფორმიდან ლანგარზე გადავიტანოთ. ზემოდან შოკოლადის განაში მოვასხათ და მერე გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ნაბიჯით იარ! წინ!

Approved by Natia Jinjolava


გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საკუთარი მოსახლეობის ჭარბი წონის პრობლემამ იმდენად შეაწუხა, რომ ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, 2004 წელს ამ საჭირბოროტო საკითხთან ეფექტურად ბრძოლისთვის სამსახურში ფეხით სიარულის დღე დააწესეს.
ერთი სიტყვით, ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით ყოველი აპრილის პირველ პარასკევს მოსახლეობას უმორჩილესად და დიდი მოწიწებით თხოვენ, მთლად ყოველ დღე თუ არა, ეს ერთი დილა მაინც ადგნენ ჩვეულებრივზე ადრე და სამსახურისკენ ფეხით გაემართონ.
თურმე, ზედმიწევნით ზუსტადაა დადგენილი, რომ დღეში ნახევარი საათი სეირნობა მნიშვნელოვნად ამცირებს წონას და მინიმუმადე დაყავს გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკი.
ამას წინათ, მამაჩემს ფეხის ვენებზე რაღაც პატარა პრობლემა შეექმნა და ექიმმა მედიკამენტებთან ერთად სწორედ ფეხით სიარულოთერაპიაც გამოუწერა: დღეში სამჯერ ათას ხუთასი ნანბიჯი, ყოველი ხუთასი ნაბიჯის შემდეგ შესვენებით.
როგორც მამაჩემი ირწმუნება, ჭავჭავაძის პროსპექტზე სეირნობისას ექიმის დანიშნულების ჯეროვნად შესრულება მისი მთერლი მონდომებისდა მიუხედავად შეუძლებელი აღმოჩნდა. გაივლიდა ვთქვათ ორას ჩვიდმეტ ნაბიჯს, შეხვდებოდა ნაცნობი, გააბამდნენ საუბარს, გაერთობოდა, აერეოდა თვლა. დაიწყებდა ახლიდან ათვლას, შეხვდებოდა სამას ორმოცდამეორე ნაბიჯზე ვინმე სხვა და იგივე მეორდებოდა.
ამერიკელი მედიკოსების ცნობით, ჩვევაში გადასული ყოველდღიური მოციონი (ჭამის მერე სეირნობა), ყველა დანარჩენ სიკეთესთან ერთად, სიცოცხლის საგრძნობლად გახანგრძლივებასაც უწყობს ხელს, რაც სულ არ უნდა იყოს სიმართლეს მოკლებული. კვლავაც მამაჩემის ბაბუას ძალიან უყვარდა ფეხით სიარული. უკიდეგანოდ გადაჭიმული სოფლის ერთი ბოლოდან მეორეში სულ ფეხით დადიოდა. მეზობლები იმასაც ყვებოდნენ, ერთხელ გზაზე მიმავალს მანქანა გავუჩერეთ და წაყვანა შევთავაზეთ, მაგრამ არ ჩაჯდა – მეჩქარებაო. მოკლედ, თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ჩემმა დიდმა ბაბუამ ბევრი იარა თუ ცოტა, ას წლამდე სრულიად ჯანმრთელად და მხნედ მიაღწია.
სამსახურში ფეხით სიარულის უპირატესობათა ჩამონათვალში განსაკუთრებულად ერთი, სრულიად ამერიკულლოგიკური არგუნეტი მომეწონა. თურმე, ყველაფერთან ერთად, სეირნობა უფასოა, გადაადგილების ეს ფორმა იაფი ჯდება და არ იბეგრება...
აბა, მეტი რაღა უნდა ვილაპარაკო?
... გარდა ფეხით ისარულისა, ამერიკელებს ყოველი მაისის პირველ პარასკევს სამსახურში ველოსიპედით სიარულის დღეც აქვთ. ოღონდ, ამჯერად ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა არაფერ შუაშია. ამ ღირშესანიშნავი თარიღის დაწესება მთლიანად ველოსიპედისტთა ლიგის კისერზეა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

შოკოლადის მუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით:

Approved by Natia Jinjolava


ჰესტონ ბლუმენთალის ფეთქებადი შოკოლადის ტორტი
Exploding Chocolate Gateau
12 პორცია
ბისკვიტისთვის: 150 გრ შაქარლამა, 30 გრ კარაქი გამდნარი, 2 ს/კ შაქარი, 25 გრ შუშხუნა კამფეტები არომატის გარეშე (საბავშვო დაფხვნილი კამფეტი, ენაზე რომ დაიყრი და შუშხუნი და ტკაცატკუცი გაუდის)
შოკოლადის მუსისთვის: 175 გრ ცხიმიანი ნაღები, მწიკვი მარილი, 6 მარაკუიის რბილობი (პერიოდულად იყიდება "გუდვილსა" და "პოპულში"), 50 გრ ახალმოხარშული მოხარშული კრემი, 110 გრ შავი შოკოლადი კაკაოს მინიმუმ 60% შემცველობით დატეხილი, 50 გრ რძიანი შოკოლადი დატეხილი
მოსაწუწად: 500 გრ შავი შოკოლადი, 200 გრ ზეთი

გავახუროთ ღუელი 180°-მდე. შაქარლამა დავყაროთ საცხობ ფირფიტაზე და ღუმელში კარგად დავბრაწოთ (დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში). ოქროსფრად დაბრაწული პეჩენიები კარაქთან და შაქართან ერთად დავაბლენდეროთ. ვაბლენდეროთ, სანამ ქვიშის ტექსტურის ნაფხვენებს არ მივიღებთ. ფრთხილად გადავურიოთ შუშხუნა კამფეტები. 15 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში ან რგოლში ფსკერზე ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და ჩავტკეპნოთ შაქარლამის ცომი. პატარა ზომის ქვაბში მოვათავსოთ ნაღები, მარაკუიის რბილობი და მარილი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე. დუღილამდე რომ მივა (ნუ ავადუღებთ), გადმოვგათ ცეცხლიდან და გავაჩეროთ 5 წუთი. მერე დავუმატოთ მოხარშული კრემი. მდუღარე წყლის აბაზანაზე მოვათავსოთ შავ და რძიან შოკოლადებიანი ჯამი. შეოკოლადი რომ გადნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. განაცხელები ნაღები გადავწუროთ საცერზე და თანდათანობით გადავურიოთ გამდნარ შოკოლადში. დავრწმუნდეთ რომ შოკოლადი და ნაღები კარგად აირია ერთმანეთში. მიღებული შოკოლადის განაში გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
მზა განაში გადავუსვათ ფორმაში ჩატკეპნილ შაქარლამის ცომს, მოვასხათ კიდეებშიც და გასამაგრებლად 5 წუთით შევდგათ საყინულეში.
5 წუთის მერე, დარჩენილი განაშიც ჩავასხათ ფორმაში და შევდგათ მაცივარში მინიმუმ 2 საათით. ამის მერე ტორტი 4 საათით გადავიტანოთ საყინულეში. შოკოლადის მოწუწვის წინ გაყინული ტორტი გადმოვიტანოთ ლანგარზე (თუ საჭირო გახდა, ტორტის ფორმა სულ 5-8 წამით მდუღარე წყალში ჩადგით. ოღონდ ისე, რომ ტორტი არ დასველდეს და მერე ადვილად გადმოვა ფორმიდან). ცოტა ხნით ისევ საყინულეში შევაბრუნოთ.
მოსაწუწად შოკოლადი გავადნოთ ცხელი წყლის აბაზანაზე. შოკოლადი რომ გადნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ოდნავ შევაგრილოთ სანამ ზეთს დავუმატებთ. საკონდიტრო სახატავი პისტოლეტი ავავსოთ ცხელი შოკოლადისა და ზეთის მიქსტურით და მოვწუწოთ ტორტი (სამზარეულოს შოკოლადით შეღებვა რომ თავიდან ავიცილოთ, ტორტის ლანგარს წინდახედულად დავუფინოთ გაშლილი გაზეთები). საკონდიტრო სახატავი პისტოლეტის უქონლობის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ „ფშიკიანი“ ყვავილების სარწყავი, ან ნებისმიერი ჭურჭელი, რომლელსაც მინის საწმენდი პულვირიზატორის თავის მსგავსი მოწყობილობა აქვს. რაც უფრო წვრილ ჭავლს ისვრის თქვენი ხელსაწყო, მით უფრო ხავერდოვნად იქნება თქვენი ტორტი მოწუწული.
მზა ტორტი, სანამ შევჭამთ, საყინულეში შევაბრუნოთ.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

შოკოლადის მუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით:

Approved by Natia Jinjolava


ტორტი „მოგადორი“ ერიკ ლანლარდისგან
Mogador
კრემ ბრულესთვის: 4 კვერცხის გული, 75 გრ შაქარი, 500 მლ ცხიმიანი ნაღები, 1 ვანილის ჩხირი
შავი მოცხრის ჩაისა და შოკოლადის მუსისთვის: 125 მლ წყალი, 125 გრ შაქარი, 2 პაკეტი შავი მოცხრის ჩაი, ან შავი მოცხრის ფოთლები ჩაის დასაყენებლად, 50 გრ შავი შოკოლადი, 600 მლ ცხიმიანი ნაღები, 250 გრ კვერცხის გული (დაახლოებით 8 კვერცხის გული), 125 მლ ნაკლებადცხიმიანი ნაღები
შოკოლადის ბისკვიტისთვის: 5 მმ სიმაღლის და 20 სმ დიამეტრის 2 შოკოლადის ბისკვიტი, 4 ს/კ შავი მოცხრის სიროპი
შოკოლადის განაშისთვის: 125 გრ ნაღები, 125 გრ შავი შოკოლადი კაკაოს მინიმუ 70% შეცველობით დაჩეჩქვილი, 25 გრ კარაქი

ღუმელი გავახუროთ 110°C-მდე. აგრეთვე დაგვჭირდება კარაქწასმული მრგვალი ცეცხლგამძლე ჭურჭელი და 20 სმ დიამეტრის ტორტის გასახსნელი ფორმა. მრგვალი ჭურჭელი კრემ ბრულეთვის დაგვჭირდება, ამიტომ ის ტორტის ფორმაზე ცოტათი პატარა უნდა იყოს.
კრემ ბრულესთვის ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი. შუაზე გაჭრილი ვანილის ჩხირი და ნაღები სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე. მივიყვანოთ დუღილამდე. გადმოვდგათ ცეცხლიდან 1 წუთი გავაჩეროთ, ვანილის ჩხირი ამოვიღოთ და წვრილ ნაკადად გადავურიოთ ათქვეფილ კვერცხის გულებში, თან სწრაფად ვურიოთ, ცხელმა ნაღებმა კვერცხი რომ არ მოხარშოს. მიღებული მასა ჩავასხათ ცეცხლგამძლე ფორმაში და ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში, სანამ კრემი არ შეიკვრება. გამოვიღოთ ღუმელიდან, ჯერ ოთახის ტემპერატურამდე გავაგრილოთ, მერე კი რამდენიმე საათით საყინულეში შევდგათ.
ახლა შავი მოცხრის სიროპი მოვამზადოთ. შაქარი, წყალი და ჩაის პაკეტები მოვათავსოთ ქვაბში და მაღალ ცეცხლზე შემოვდგათ და ავადუღოთ. შაქარი რომ გადნება გადმოვდგათ ცეცხლიდან და მთელი ღამე გავაჩეროთ. ჩაის ფოთლები თუ ვიხმარეთ პაკეტის ნაცვლად, მოხარშვის მერე სიროპი გადავწუროთ. შოკოლადის მუსისთვის შოკოლადი გავადნოთ ცხელი წყლის აბაზანაზე. ცხიმიანი ნაღები ვთქვიფოთ სანამ ფორმის შენარჩუნებას არ დაიწყებს (ნაღებს ზედმეტად თუ ავთქვეფთ, კარაქად იქცევა და გაგვიფუჭდება). მოცხრის სიროპი წამოვადუღოთ. კვერცხის გულები ავთქვიფოთ მიქსერით და თან ძალიან წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ცხელი სიროპი. ვთქვიფოთ სანამ ფაფუკ და მსუბუქ კრემს არ მივიღებთ. შევაგრილოთ. წამოვადუღოთ ნაკლებადცხიმიანი ნაღები, გადავურიოთ გამდნარი შოკოლადი და კვერცხის გულების კრემი. ბოლოს, ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილი ნაღებიც.
ავიღოთ შოკოლადის ბისკვიტის პირველი ფენა და მოვაწუწოთ მოცხრის სიროპი. მერე ჩავაფინოთ გასახსნელი ტორტის ფორმის ფსკერზე. გადავუსვათ შოკოლადის მუსის ფენა. გამოვიღოთ გაყინული კრემ-ბრულე საყინულიდან, გადმოვიღოთ ფორმიდან და მოვათავსოთ შოკოლადის მუსის შუაგულში. ზემოდან დარჩენილი შოკოლადის მუსი დავასხათ და მეორე ბისკვიტი დავაფაროთ. მოვაწუწოთ მოცხრის სიროპი. შევდგათ საყინულეში მთელი ღამით.
განაშისთვის ნაღები სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ და დაბალ ცეცხლზე შემოვდგათ. ჩავყაროთ შოკოლადი და ვურიოთ, სანამ შოკოლადი არ გადნება. კარაქი დავჭრათ პატარა კუბიკებად და გადავურიოთ შოკოლადში.
გაყინული ტორტი ამოვიღოთ ფორმიდან, ზემოდან შოკოლადის გაგრილებული განაში მოვასხათ და ცოტა ხნით ისევ საყინულეში შევაბრუნოთ, მერე კი მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე

Approved by Natia Jinjolava


დღეს საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა და ამ თარიღმა ჩვენში ორიოდე წლის წინ გერმანულიდან თარგმნილი, დიდი ზარ-ზეიმით გამოცემული და ცნობილი მხატვრის მიერ საკმაოდ კარგად ილუსტრირებული მოთხრობა გამახსენა: „პატარა თხუნელა შესახებ, რომელსაც უნდოდა გაეგო ვინ უქნა თავზე“. დიახ, დიახ, სწორად გაიგეთ გერმანელი მეზღაპრე ვოლფგანგ ჰოლცვართი პატარებისთვის განკუთვნილ თხზულებაში ძილში თუ ღვიძლში თავზე არაერთგზის დაჯმული თხუნელას გულისამაჩუყებელ ისტორიას გვიყვება. იტყვით ამხელა კაცი რამ გადარიაო, მაგრამ ეგ არაფერი. კარგი, ის ვთქვათ გიჟია. ჩვენ სათარგმნად და საკუთარი შვილებისთვის წასაკითხად უფრო საინტერესო სხვა ვერაფერი ვნახეთ? მით უმეტეს, რომ სწორედ ამ ნაწარმოებით დაიწყო გამომცემლობა „დიოგენემ“ „საგულდაგულოდ შერჩეული თანამედროვე საბავშვო წიგნების სერიის გამოცემა“ (ციტატა). როგორც „დიოგენეს“ წარმომადგენლები აცხადებენ: „ეს წიგნები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში დაიბეჭდა. მათ საუკეთესო მწერლები და მხატვრები ქმნიდნენ. ამ საბავშვო წიგნებში ტექტიც და ილუსტრაციებიც ერთნაირად მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ყველა წინგნში არის რაღაც განსაკუთრებული: უცნაური გმირი, საოცარი ამბავი, უჩვეულო ილუსტრაცია“.
ნამდვილად, თხუნელას ისტორიაში გმირიც უცნაურია, რომელიც იმის მაგივრად რომ სიბინძურე ჩამოებანა, მთელი წიგნი თავზე კუკით დარბის აქეთ-იქით. ამბავიც საოცარია,  იმიტომ რომ არამგონია ვინმეს სადმე ან ოდესმე თავზედაკუკული თხუნელა ენახოს და ილუსტრაციებიც შესაშურად ლამაზად ასახიერებენ მოსაქმების პროცესში მყოფ ღორს თუ ძროხას. ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია წიგნის ავტორის მიზანი - ბავშვებისთვის სახალისო ისტორიის ფონზე ესწავლებინა, რომ ძროხის განავალს ფუნა ქვია, თხისას კურკლი, კურდღლისას ცურცლი, ცხენისას ნეხვი და ა.შ. (რაც სხვათა შორის, თარგმანში დაკარგულია და ამ ყველაფერს კუკად მოიხსენიებენ), მაგრამ იგივე აზრის სხვა ისტორიაში ჩადებაც ხომ შეიძლებოდა. მაგალითად: დილით სახლიდან გამოსული და პირმაღზე ქაქში შემთხვევით ფეხჩაბიჯებული პატარა ბიჭუნას ამბავი ბევრად უფრო ბუნებრივი და მისაღები იქნებოდა, ვიდრე მთელი დღე წინ და უკან მორბენალი თავსნაქნარი მღრნელი, რომელიც გარდა იმისა რომ მიწის ზევით არ დარბის, პარალელურად ბრმაცაა. აღარ ვლაპარაკობ წიგნის ფინალზე სადაც თხუნელა თავის „გამბედნიერებელს“ თავად აკუკავს თავზე. ანუ, ბავშვებს ვასწავლით, რომ ვინმემ თუ დაგაჯვა, უნდა გაარკვიო ვინაა და შენც დააჯვა საპასუხოდ. მერე, რა რომ წიგნში ძაღლმა სულ არ იცოდა თხუნელას თუ უქნა თავზე.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სიტყვას საქმე ჯობია და თავად დატკბით ამ მშვენიერი წიგნით. იმედია, თქვენც ჩემსავით იხალისებთ:

თხუნელას შესახებ, რომელსაც უნდოდა გაეგო ვინ დააკუკა თავზე


ერთ დილას თხუნელამ მიწიდან ამოყო თავი, რომ გაეგო, ამივიდა თუ არა უკვე მზე. უცებ, ასეთი რამ მოხდა: თხუნელას პირდაპირ თავზე დაენარცხა უჩვეულო, მომრგვალო, ძეხვისმაგვარი ყავისფერი მასა.


 „ეს რა სითავხედეა!“ - გაბრაზდა თხუნელა - „ვინ დამაკუკა თავზე?“. მაგრამ რადგანაც ძალიან ბეცი იყო, ვერავინ დაინახა.


 „ეს შენი კუკია?“ - კითხა მან მტრედს, რომელიც სწორედ ამ დროს იქვე დაფრინავდა.


„ჩემი? როგორ გეკადრება! მე ვკუკავ ასე,“ - თქვა მტრედმა და: - წკაპ-წკუპ - მიწაზე რაღაც თეთრი მიიშხეფ-მოიშხეფა და თხუნელას მარჯვენა ფეხზე მთლიანად მოეცხო.


 „ეს შენი კუკია?“ - კითხა მან ცხენს, რომელიც ახლომახლო მდელოზე ძოვდა.


 „ჩემი? როგორ გეკადრება! მე ვკუკავ ასე,“ - თქვა ცხენმა და: - დღლუმც - ცხენის ხუთი ფუმფულა კუკი თხუნელას გვერდით მიწაზე დაეცა.  თხუნელამ ფეხები ვეღარ დაიმორჩილა.  

 „ეს შენი კუკია?“ - კითხა მან კურდღელს. „ჩემი? როგორ გეკადრება!“

 „მე ვკუკავ ასე,“ - თქვა კურდღელმა და: - დხ-დხ-დხ - თხუნელას ზემოდან კურდღლის თხუთმეტი გუნდა დაეფანტა.  თხუნელა მყისვე გავარდა უსაფრთხო მანძილზე.

 „ეს შენი კუკია?“ - კითხა მან თხას, რომელიც ოცნებებში ჩაძირული ახლომახლო დაბაკუნებდა.

 „ჩემი? როგორ გეკადრება! მე ვკუკავ ასე,“ - თქვა თხამ და: - ტყუპ-ტყუპ - მიწაზე ნატიფი ბურთულების გროვა დაგორდა. ზუსტად კარამელებს ჩამოგავდნენ. თხუნელამ ინტერესით შეათვალიერა ისინი.

 „ეს შენი კუკია?“ - კითხა მან ძროხას, რომელიც შორიახლოდ მშვიდად ცოხნიდა ბალახს.


 „ჩემი? როგორ გეკადრება! მე ვკუკავ ასე,“ - და: - ტყლაშ - მიწაზე ძროხის ვეებერთელა მოყავისფრო-მომწვანო ლობიანი დაეცა. თხუნელას ძალიან გაუხარდა, რომ მის თავზე სწორედ ძროხას არ დაუკუკავს.  

 „ეს შენი კუკია?“ - გამომწვევად მივარდა ღორს.

 „ჩემი? როგორ გეკადრება! მე ვკუკავ ასე,“ - ამოიღრუტუნა ღორმა და: - პრუწ-პრუწ - ბალახზე რბილი მუქი გროვა დაეცა. თხუნელამ იმწამსვე დაიხშო ცხვირი.

 „ეს...? - თხუნელამ ჩვეული კითხვის დასმა დააპირა, მაგრამ როცა ახლოს მივიდა, დაინახა, რომ მის წინ ორი მსუქანი ნაცრისფერი ბუზი ზის და რაღაცას მადიანად მიირთმევს. „როგორც იქნა, ვიღაც დამეხმარება!“ - გაუხარდა თხუნელას და იმ წამსვე მოუთმენლად იკითხა; „ხომ არ იცით, ვისი კუკია ეს?“

 „ახლავე გავიგებთ!“, აბზუილდნენ ბუზები და რამდენიმე წუთში გადაჭრით გამოაცხადეს: „ყველაფერი გასაგებია, ძაღლი იყო!“

 საბოლოოდ თხუნელამ გაიგო ვინ დააკუკა თავზე:

 ბარიკმა, მეხორცეს ძაღლმა.

 თქხუნელა საჩქაროდ აძვრა ბარიკის საძაღლეზე ... და - წრუპ! - პირდაპირ ბარიკის შუბლზე პატარა შავი ძეხვუკა დაენარცხა.

(წყარო: http://poochka.wordpress.com)


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P. S.  მეხორცეს რომ ქართულად ყასაბი ან ხორცის გამყიდველი ქვია და საძაღლეს ძაღლის სახლი ამაზე პრეტენზია აღარ მაქვს. ალბათ ბევრი ბავშვი თუ არა, მისი მშობელი მაინც ვეღარ შეჭამს ამ წიგნის მერე კარგა ხანი ძეხვს და ლობიანს....

С ДНЕМ ЗАТЕЙНИКА ЛИХОГО, ОЗОРНРГО ДОМОВОГО, С ДНЕМ КУДЕСЫ – СТАРИЧКА, ДОБРОГО ДОМОВИЧКА!

Approved by Natia Jinjolava


რამდენიმე წლის წინ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებაზე ხელმოწერის მოლოდინში ახალი თანამშრომელი სამდივნოში იდგა და კარგი ლიტერატორისთვის შესაშური ოსტატობით მხატვრულად გვიყვებოდა ერთხელ დაქალის ბინაში გვერდზე როგორ ჩაუქროლა რამდენიმე ბარაბაშკამ. მერე ეტყობა სახეზე სრული სკეპტიციზმი შეგვატყო და თავისი თეორიების განმტკიცება პირადად მის სახლში დაბუდებული დომავოის ისტორიების მოყოლით განიზრახა. მაშინ ვიფიქრე, ამ უბედურს გარეკილი აქვს–თქო, მაგრამ როგორც მერე გაირკვა ძალიან ნორმალური და საკმაოდ რაციონალური ადამიანი აღმოჩნდა. თუმცა, უსაზღვრო ფანტაზიითა და ტყუილების დიდი ნიჭითა თუ სიყვარულით.
მოგეხსენებათ, დომოვოი რუსული მითოლოგიის გმირი გახლავთ – ზღაპრული ჯუჯა, რომელიც ყველა სახლში ცხოვრობს და ოჯახურ კერას მფარველობს. დღისით სადმე თბილ ადგილას (უფრო ხშირად რუსული ღუმელთან ან ცხენებთან თავლაში) ძინავს, სამალავიდან ღამ–ღამობით გამოდის და ცელქობს. ხან ფქვილს და ბურღულეულს დაყრის იატაკზე, ხანაც კარებს აჯახუნებს, ყმუის, ფაჩუნობს, ძალიან იშვიათად ვინმეს დაენახვება კიდეც. იმასაც ამბობენ, ოჯახის დიასახლისი ან უფროსი თუ მოეწონა, რაიმე საფრთხის მოახლოებისას წინასწარ აფრთხილებს და შეიძლება სახლის საქმეში მიეშველოს კიდეცო. აი, რამე თუ არ მოეწონა ან ვინმე მოიძულა, მაშინ მტრისას. ჭურჭელს ლეწავს, ყვირის, ფეხებს აბაკუნებს, თავისი ანტიპატიის საგანს ძილში თმებს უწეწავს, ჩალურჯებამდე ჩქმიტავს და აწვალებს.
აჰა, ახლა გასაგები გახდა ჩემი მრავალრიცხოვანი „სინიაკები“ რისი ბრალი ყოფილა. აქამდე რომ სიჩქარესა და დაღლილობაში ნაგავს გაყოლებული მეგონა იმ  უგზო–უკვლოდ დაკარგულ დანა–ჩანგალ–კოვზების ბედიც ნათელი გახდა ჩემთვის. და, დღისით თუ ღამით ადამიანის ხელით არ მიჯახუნებული კარებიც ქარის კი არა, სწორედ ამ ჩია მოხუცის ნახელავი ყოფილა. თევზსაც აღარ დავაბრალებ აკვარიუმის შუშებზე მიჯახებული ქვების წკარუნს. აბა, სახლს რომ დამილაგებს და საქმეში შემეშველება ისეთი ზღაპრული პერსონაჟის კი არა, რეალური ადამიანის ბედი ვინ მომცა.
თანაც თურმე, ბევრი სხვა არსების მსგავსად, სიცივეში დომოვოის მეტაბოლიზმი უნელდება და ჰიბერნაციას ანუ ზამთრის ტკბილ ძილს მიეცემა და გაზაფხულამდე იშვიათად იღვიძებს. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებაში გაზაფხული 21 მარტს გაზაფხულის დღე–ღამ სწორობისას დგება, სითბოს მოყვარული დომოვოი გაზაფხულის ძალაში ბოლომდე შესვლას და კარგად დათბობას ელოდება და პირველ აპრილამდე ცოცხალი თავით არ იღვიძებს.
აი, დიდხალნს ძილის შემდეგ ახალგაღვიძებულზე კი ხშირად პატარა ბავშვივით ჭირვეულობს.  გაანჩხლებულ გულზე ტრადიციული ცელქობის ნაცვლად ჰულიგნობას იწყებს და ხან ბავშვებს აფეთებს და ხანაც ახალდარეცხილ სარეცხს ტალახში ამოსვრის და ახლიდან გასარეცხს ხდის.
ჰოდა, ძველ დროში უჟმურაყოლილი დომოვოის გულის მოსაგებად პირველ აპრილს საგანგებო ფაფას ხარშავდნენ და ოჯახური სითბოს მფარველს რძესთან და პურთან ერთად მიართმევდნენ. ცარიელი პური კი სანახაობის გარეშე რა იქნებოდა და  ამიტომ ამ დღეს სახალხო სეირნობასა და სხვადასხვა ღონისძიებებს მართავდნენ. დომოვოის გასახალისებლად ტანსაცმელს წაღმიდან უკუღმა იცმევდნენ, ფეხებს სხვადასხვა ფერის წინდებით ან ფეხსაცმლით იმოსავდნენ, მასხარაობდნენ და ერთმანეთის უბოროტოდ მოტყუებას ცდილობდნენ. ერთი სიტყვით, ყველაფერ იმას აკეთებდნენ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყოვლი წლის პირველ აპრილს ყოველგვარი დომოვოის გარეშე.

საუკეთესო სურვილებიოთ, თქვენი მერი პოპინსი