3.4.13
შოკოლადის მუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით:
Approved by
ტორტი
„მოგადორი“ ერიკ ლანლარდისგან
Mogador
კრემ
ბრულესთვის: 4 კვერცხის გული, 75 გრ შაქარი, 500 მლ ცხიმიანი ნაღები, 1 ვანილის ჩხირი
შავი
მოცხრის ჩაისა და შოკოლადის მუსისთვის: 125 მლ წყალი, 125 გრ შაქარი, 2 პაკეტი შავი
მოცხრის ჩაი, ან შავი მოცხრის ფოთლები ჩაის დასაყენებლად, 50 გრ შავი შოკოლადი,
600 მლ ცხიმიანი ნაღები, 250 გრ კვერცხის გული (დაახლოებით 8 კვერცხის გული), 125 მლ
ნაკლებადცხიმიანი ნაღები
შოკოლადის
ბისკვიტისთვის: 5 მმ სიმაღლის და 20 სმ დიამეტრის 2 შოკოლადის ბისკვიტი, 4 ს/კ შავი
მოცხრის სიროპი
შოკოლადის
განაშისთვის: 125 გრ ნაღები, 125 გრ შავი შოკოლადი კაკაოს მინიმუ 70% შეცველობით დაჩეჩქვილი,
25 გრ კარაქი
ღუმელი გავახუროთ 110°C-მდე. აგრეთვე დაგვჭირდება კარაქწასმული
მრგვალი ცეცხლგამძლე ჭურჭელი და 20 სმ დიამეტრის ტორტის გასახსნელი ფორმა. მრგვალი
ჭურჭელი კრემ ბრულეთვის დაგვჭირდება, ამიტომ ის ტორტის ფორმაზე ცოტათი პატარა უნდა
იყოს.
კრემ ბრულესთვის ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი.
შუაზე გაჭრილი ვანილის ჩხირი და ნაღები სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ და შემოვდგათ საშუალო
ცეცხლზე. მივიყვანოთ დუღილამდე. გადმოვდგათ ცეცხლიდან 1 წუთი გავაჩეროთ, ვანილის ჩხირი
ამოვიღოთ და წვრილ ნაკადად გადავურიოთ ათქვეფილ კვერცხის გულებში, თან სწრაფად ვურიოთ,
ცხელმა ნაღებმა კვერცხი რომ არ მოხარშოს. მიღებული მასა ჩავასხათ ცეცხლგამძლე ფორმაში
და ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში, სანამ კრემი არ შეიკვრება. გამოვიღოთ ღუმელიდან,
ჯერ ოთახის ტემპერატურამდე გავაგრილოთ, მერე კი რამდენიმე საათით საყინულეში შევდგათ.
ახლა შავი მოცხრის სიროპი მოვამზადოთ. შაქარი, წყალი
და ჩაის პაკეტები მოვათავსოთ ქვაბში და მაღალ ცეცხლზე შემოვდგათ და ავადუღოთ. შაქარი
რომ გადნება გადმოვდგათ ცეცხლიდან და მთელი ღამე გავაჩეროთ. ჩაის ფოთლები თუ ვიხმარეთ
პაკეტის ნაცვლად, მოხარშვის მერე სიროპი გადავწუროთ. შოკოლადის მუსისთვის შოკოლადი გავადნოთ ცხელი
წყლის აბაზანაზე. ცხიმიანი ნაღები ვთქვიფოთ სანამ ფორმის შენარჩუნებას არ დაიწყებს
(ნაღებს ზედმეტად თუ ავთქვეფთ, კარაქად იქცევა და გაგვიფუჭდება). მოცხრის სიროპი წამოვადუღოთ.
კვერცხის გულები ავთქვიფოთ მიქსერით და თან ძალიან წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ცხელი
სიროპი. ვთქვიფოთ სანამ ფაფუკ და მსუბუქ კრემს არ მივიღებთ. შევაგრილოთ. წამოვადუღოთ
ნაკლებადცხიმიანი ნაღები, გადავურიოთ გამდნარი შოკოლადი და კვერცხის გულების კრემი.
ბოლოს, ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილი ნაღებიც.
ავიღოთ შოკოლადის ბისკვიტის პირველი ფენა და მოვაწუწოთ
მოცხრის სიროპი. მერე ჩავაფინოთ გასახსნელი ტორტის ფორმის ფსკერზე. გადავუსვათ შოკოლადის
მუსის ფენა. გამოვიღოთ გაყინული კრემ-ბრულე საყინულიდან, გადმოვიღოთ ფორმიდან და მოვათავსოთ
შოკოლადის მუსის შუაგულში. ზემოდან დარჩენილი შოკოლადის მუსი დავასხათ და მეორე ბისკვიტი
დავაფაროთ. მოვაწუწოთ მოცხრის სიროპი. შევდგათ საყინულეში მთელი ღამით.
განაშისთვის ნაღები სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ და დაბალ
ცეცხლზე შემოვდგათ. ჩავყაროთ შოკოლადი და ვურიოთ, სანამ შოკოლადი არ გადნება. კარაქი
დავჭრათ პატარა კუბიკებად და გადავურიოთ შოკოლადში.
გაყინული ტორტი ამოვიღოთ ფორმიდან, ზემოდან შოკოლადის
გაგრილებული განაში მოვასხათ და ცოტა ხნით ისევ საყინულეში შევაბრუნოთ, მერე კი მივირთვათ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment