15.4.13
შოკოლადის „ჩავარდნილი“ ნამცხვარი - Fallen Chocolate Cake
Approved by
შოკოლადის
„ჩავარდნილი“ ნამცხვარი - Fallen Chocolate Cake
8-10 პორცია
ბისკვიტისთვის:
100 გრ კარაქი კუბიკებად დაჭრილი და ოთახის ტემპერატურის, კიდევ ცოტა კარაქი საცხობი
ფორმის დასაცხიმად; ¾ ჭ + 2 ს/კ შაქარი და კიდევ ცოტა დაცხიმული საცხობი ფორმის კედლებზე
მოსაფრექვევად; 280 გრ შავი შოკოლადი კაკაოს მინიმუმ 72%-იანი შემცველობით წვრილად
დატეხილი; 2 ს/კ ზეთი; 6 მსხვილი კვერცხი; 2 ს/კ კაკაო; 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი; ¾
ჩ/კ მარილი
მოსართავად:
1 ჭ ცხიმიანი ნაღები; ½ ჭ მასკარპონე; 3 ს/კ შაქრის პუდრა
1
ცალი 22 სმ დიამეტრიანი გასახსნელი საცხობი ფორმა (შეგიძლიათ იხმაროთ ცეცხლგამძლე მინის
ან ფაიფურის ფორმა და მზა ნამცხვარი აღარ ამოიღოთ ფორმიდან)
გავახუროთ ღიმელი 175°C-მდე. საცხობი ფორმა დავცხიმოთ
და მოვაყაროთ ცოტაოდენი შაქარი, ზედმეტი გადმოვფერთხოთ. დიდი ზომის ცეცხლგამძე ჯამში
მოვათავსოთ დატეხილი შოკოლადი, ზეთი, 100 გრ კარაქი და შემოვდგათ ცეხლზე მდგარ მდუღარე
წყლიან ქვაბზე და წყლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი. შიგადაშიგ ვურიოთ. შოკოლადი რომ
გადნება, ჯამი გადმოვდგათ ცეცხლიდან. 4 კვერცხის გულები და ცილები დავაცალკევოთ. გულებიან
ჯამში დავამატოთ დარჩენილი 2 კვერცხი, კაკაო, ვანილი, მარილი, ¼ ჭ შაქარი და ავთქვიფოთ
მიქსერით კრემის კონსისტენციამდე. ამის მერე კვერცხის კრემი წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ
გამდნარ შოკოლადში. მიქსერითვე ავთქვიფოთ კვერცხი ცილები, თანდათანობით დავუმატოთ ½
ჭ შაქარი და ვთქვიფოთ სანამ ბეზე ფორმის შენარჩუნებას არ დაიწყებს. ათქვეფილი ბეზე
ორ ნაწილად, ნაზი მოძრაობებით გადავურიოთ შოკოლადის მიქსტურაში. მერე ჩავასხათ დაცხიმულ
და შაქარმოყრილ საცხობ ფორმაში, თავი ფრთხილად მოვუსწოროთ და ზემოდან 2 ს/კ შაქარი
მოვაყაროთ. ვაცხოთ დაახლოებით 35-45 წუთი, სანამ ბისკვიტის ზედაპირი არ დასკდება ან
ფორმის გვერდებზე გადმოსვლას არ დაიწყებს. გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ ფორმაშივე.
ნამცხვარი გაგრილების პროცესში ჩავარდება. გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე (ნამცხვრი
გამოცხობა წინა დღითაც შეიძლება).
მოსართავად მიქსერით ავთქვიფოთ ნაღები და მასკარპონე
შაქრის პუდრასთან ერთად. ბისკვიტი ამოვიღოთ გასახსნელი ფორმიდან და ზემოდან გადავუსვათ
ათქვეფილი ნაღების კრემი და გემრიელად მივირთვათ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment