7.4.13
ესპრესოს და შოკოლადის ტორტი
Approved by
ესპრესოს და შოკოლადის ტორტი
12 პორცია
250 გრ ფხვიერი შოკოლადიანი პეჩენია, 2 ს/კ კაკაო, 125 გრ
გამდნარი კარაქი, 2 კვერცხის გული, 100 გრ შაქარი, 1 ს/კ სახამებელი, 600 მლ რძე,
3 ფირფიტა ჟელატინი, 200 გრ 70%-იანი შავი შოკოლადი, 150 გრ 50%-იანი შავი შოკოლადი,
2 ს/კ ახალდაფქული მაგარი ყავა, 285 მლ ცხიმიანი ნაღები, შოკოლადის ბურბუშელა თავზე
მოსაყრელად
პეჩენიები სქელი ცელოფნის პაკეტში ჩავყაროთ, თავი მოვუკრათ
და ცომის საბრტყელებლით კარგად დავჩეჩქვოთ. ჩავყაროთ ჯამში, დავუმატოთ კაკაო და გამდნარი
კარაქი. კარგად მოვურიოთ და ცომივით მოვზილოთ. პეჩენიის ცომი დავპრესოთ და ამოვიყვანოთ
20 სმ დიამეტრიანი გასახსნელი ტორტის ფორმის ფსკერზე და გვერდებზე, შევდგათ მაცივარში მინიმუმ
30 წუთით.
ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ კვერცხის გულები, შაქარი,
სახამებელი და 4 ს/კ რძე. ჟელატინის ფირფიტები ძალიან ცოტა ცივ წყალში ჩავალბოთ 10
წუთით. დარჩენილი რძე გავაცხელოთ სქელძირიან პატარა ქვაბში დაბალ ცეცხლზე. ორივენაირი
შოკოლადის ფილები დავამტვრიოთ და ჩავყაროთ რძეში ყავასთან ერთად. ვურიოთ სანამ შოკოლადი
არ გადნება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ათქვეფილ კვერცხში. რძიანი კვერცხი იევ რძის ქვაბში ჩავაბრუნოთ და შემოვდგათ ისევ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ არ შესქელდება. ჟელატინის ფირფიტები
გადავწუროთ და ჩავაგდოთ ცხელ კრემში, ვურიოთ სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გაიხნება. გავაგრილოთ
15 წუთის განმავლობაში. ჩავასხათ პეჩენიის ცომამოფენილ ფორმაში. რომ შეგრილედბა,
შევდგათ მაცივარში 3-4 საათით. ავთქვიფოთ ნაღები შესქელეალმდე, დავასხათ ტორტს თავზე
და მოვაყაროთ შოკოლადის ბურბუშლებელი.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment