შოკოლადის მუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით:

Approved by Natia Jinjolava


ალუბლის და შოკოლადის მუსის ტორტი
ჟურნალი „გურმეს“ რეცეპტებიდან
6-8 პორცია
ალუბლის ჯემისთვი: ¾ ჭ ალუბლის ჯემი ან სიროპში შენახული ალუბალი, 1 ს/კ ძმარი ბალზამიკო, 2 ს/კ კალვადოსი (ვაშლის არაყი) ან ბრენდი
ბისკვიტისთვის: 2 ს/კ მოხალული და გაფცქვნილი თხილი, 3 ს/კ შაქარი, ½ ჭ ფქვილი, 100 გრ დარბილებული კარაქი, 2 ს/კ კაკაო, 1/8 ჩ/კ მარილი
მუსისთვის: 1 ჩ/კ ჟელატინი, 3ს/კ ცივი წყალი, ½ ჭ „ნუტელა“, ½ ჭ ყველი მასკარპონე, 1 ½ ჭ ჩაცივებული ცხიმიანი ნაღები, 2 ს/კ კაკაო, 3 ს/კ შაქარი
შოკოლადის განაშისთვის: ¼ ჭ + 1ს/კ ცხიმიანი ნაღები, 90 გრ შავი შოკოლადი დაჩეჩქვილი
20 სმ დიამეტრის გასახსნელი საცხობი ფორმა და პერგამენტის ქაღალდი

ჯემისთვის, პატარა ქვაბში ერთმანეთში გადავურიოთ ჯემი, ძმარი და კალვადოსი. ვუღოთ დაბალ ცეცხზე დაახლოებით 10 წუთი, სანამ სითხე არ ამოორთქლდება. გადმოვგათ ცეცხლიდან და ბოლომდე გავაგრილოთ.
გავახუროთ ღუმელი 175°C-მდე. გასახსნელი საცხობი ფორმის ფსკერზე ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. თხილი და შაქარი დავაბლენდეროთ რაც შეიძლება წვრილად. დავუმატოთ ფქვილი, კარაქი, კაკაო და მარილი. ვაბლენდეროთ სანამ ცომისმაგვარ მასას არ მივიღებთ. ცომი მოვათავსოთ საცხობი ფორმის ფსკერზე და თანაბრად გავანაწილოთ - ჩავპრესოთ. დავჩხვლიტოთ ჩანგლით და ვაცხოთ 18-10 წუთის განმავლობაში. გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე. გამომცხვარი ბისკვიტი ფრთხილად ამოვიღოთ ფორმიდან და ავაცალოთ პერგამენტის ქაღალდი.
გავაკეთოთ მუსიც: პატარა ქვაბში ჟელატინს დავასხათ წყალი და გავაჩეროთ დაახლოებით 5 წუთი. მერე ჟელატინიანი ქვაბი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და დაახლოებით 2 წუთი ვურიოთ, სანამ ჟელატინი არ გადნება. დავუმატოთ ნუტელა და გადმოვგათ ცეცხლიდან.  ჯამში ავთქვიფოთ მასკარპონე და ცხელი, ჟელატინიანი ნუტელა. ცალკე ჯამში ვთქვიფოთ ნაღები,კაკაო და შაქარი, სანამ ნაღები ფორმის შენარჩუნება არ დაიწყებს. მასკარპონეს და ნუტელას ნარევს ჯერ ათქვეფილი ნაღების 1/3 გადავურიოთ და მერე დანარჩენიც დავუმატოთ. ბისკვიტი ჩავაბრუნოთ გაგრილებულ ტორტის ფორმაში და გადავუსვათ ალუბლის ჯემი, ზემოდან კი დავასხათ შოკოლადის მუსი. გადავაფაროთ ცელოფანი და შევდგათ მაცივარში 3 საათით მაინც.
მუსი რომ შედედდება, შოკოლადის განაშისთვის დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ ნაღები, გადმოვგათ ცეცხლიდან. დავუმატოთ შოკოლადი და გავაჩეროთ 1 წუთი, მერე კარგად მოვურიოთ შოკოლადი რომ გადნეს. დაახლოებით 20 წუთი გავაჩეროთ გასაგრილებლად, შიგადაშიგ ვურიოთ. გასახსნელი ტორტი ფორმის კიდეზე შიგნიდან გაცხელებული დანა შემოვატაროთ (მუსის და ბიკვიტის საცხობის ფორმის კიდიდან მოსაშორებლად) და ტორტი ფორმიდან ლანგარზე გადავიტანოთ. ზემოდან შოკოლადის განაში მოვასხათ და მერე გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment