1.4.13
С ДНЕМ ЗАТЕЙНИКА ЛИХОГО, ОЗОРНРГО ДОМОВОГО, С ДНЕМ КУДЕСЫ – СТАРИЧКА, ДОБРОГО ДОМОВИЧКА!
Approved by
რამდენიმე წლის წინ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებაზე
ხელმოწერის მოლოდინში ახალი თანამშრომელი სამდივნოში იდგა და კარგი ლიტერატორისთვის
შესაშური ოსტატობით მხატვრულად გვიყვებოდა ერთხელ დაქალის ბინაში გვერდზე როგორ ჩაუქროლა
რამდენიმე ბარაბაშკამ. მერე ეტყობა სახეზე სრული სკეპტიციზმი შეგვატყო და თავისი თეორიების
განმტკიცება პირადად მის სახლში დაბუდებული დომავოის ისტორიების მოყოლით განიზრახა.
მაშინ ვიფიქრე, ამ უბედურს გარეკილი აქვს–თქო, მაგრამ როგორც მერე გაირკვა ძალიან ნორმალური
და საკმაოდ რაციონალური ადამიანი აღმოჩნდა. თუმცა, უსაზღვრო ფანტაზიითა და ტყუილების
დიდი ნიჭითა თუ სიყვარულით.
მოგეხსენებათ, დომოვოი რუსული მითოლოგიის გმირი გახლავთ
– ზღაპრული ჯუჯა, რომელიც ყველა სახლში ცხოვრობს და ოჯახურ კერას მფარველობს. დღისით
სადმე თბილ ადგილას (უფრო ხშირად რუსული ღუმელთან ან ცხენებთან თავლაში) ძინავს, სამალავიდან
ღამ–ღამობით გამოდის და ცელქობს. ხან ფქვილს და ბურღულეულს დაყრის იატაკზე, ხანაც კარებს
აჯახუნებს, ყმუის, ფაჩუნობს, ძალიან იშვიათად ვინმეს დაენახვება კიდეც. იმასაც ამბობენ,
ოჯახის დიასახლისი ან უფროსი თუ მოეწონა, რაიმე საფრთხის მოახლოებისას წინასწარ აფრთხილებს
და შეიძლება სახლის საქმეში მიეშველოს კიდეცო. აი, რამე თუ არ მოეწონა ან ვინმე მოიძულა,
მაშინ მტრისას. ჭურჭელს ლეწავს, ყვირის, ფეხებს აბაკუნებს, თავისი ანტიპატიის საგანს
ძილში თმებს უწეწავს, ჩალურჯებამდე ჩქმიტავს და აწვალებს.
აჰა, ახლა გასაგები გახდა ჩემი მრავალრიცხოვანი „სინიაკები“
რისი ბრალი ყოფილა. აქამდე რომ სიჩქარესა და დაღლილობაში ნაგავს გაყოლებული მეგონა
იმ უგზო–უკვლოდ დაკარგულ დანა–ჩანგალ–კოვზების
ბედიც ნათელი გახდა ჩემთვის. და, დღისით თუ ღამით ადამიანის ხელით არ მიჯახუნებული
კარებიც ქარის კი არა, სწორედ ამ ჩია მოხუცის ნახელავი ყოფილა. თევზსაც აღარ დავაბრალებ
აკვარიუმის შუშებზე მიჯახებული ქვების წკარუნს. აბა, სახლს რომ დამილაგებს და საქმეში
შემეშველება ისეთი ზღაპრული პერსონაჟის კი არა, რეალური ადამიანის ბედი ვინ მომცა.
თანაც თურმე, ბევრი სხვა არსების მსგავსად, სიცივეში
დომოვოის მეტაბოლიზმი უნელდება და ჰიბერნაციას ანუ ზამთრის ტკბილ ძილს მიეცემა და გაზაფხულამდე
იშვიათად იღვიძებს. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებაში გაზაფხული 21 მარტს გაზაფხულის
დღე–ღამ სწორობისას დგება, სითბოს მოყვარული დომოვოი გაზაფხულის ძალაში ბოლომდე შესვლას
და კარგად დათბობას ელოდება და პირველ აპრილამდე ცოცხალი თავით არ იღვიძებს.
აი, დიდხალნს ძილის შემდეგ ახალგაღვიძებულზე კი ხშირად
პატარა ბავშვივით ჭირვეულობს. გაანჩხლებულ
გულზე ტრადიციული ცელქობის ნაცვლად ჰულიგნობას იწყებს და ხან ბავშვებს აფეთებს და ხანაც
ახალდარეცხილ სარეცხს ტალახში ამოსვრის და ახლიდან გასარეცხს ხდის.
ჰოდა, ძველ დროში უჟმურაყოლილი დომოვოის გულის მოსაგებად
პირველ აპრილს საგანგებო ფაფას ხარშავდნენ და ოჯახური სითბოს მფარველს რძესთან და პურთან
ერთად მიართმევდნენ. ცარიელი პური კი სანახაობის გარეშე რა იქნებოდა და ამიტომ ამ დღეს სახალხო სეირნობასა და სხვადასხვა
ღონისძიებებს მართავდნენ. დომოვოის გასახალისებლად ტანსაცმელს წაღმიდან უკუღმა იცმევდნენ,
ფეხებს სხვადასხვა ფერის წინდებით ან ფეხსაცმლით იმოსავდნენ, მასხარაობდნენ და ერთმანეთის
უბოროტოდ მოტყუებას ცდილობდნენ. ერთი სიტყვით, ყველაფერ იმას აკეთებდნენ, რასაც ჩვენ
ვაკეთებთ ყოვლი წლის პირველ აპრილს ყოველგვარი დომოვოის გარეშე.
საუკეთესო სურვილებიოთ, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment