31.3.13
შოკოლადის პეჩენიები დამწვარი კარაქით
Approved by
შოკოლადის
პეჩენიები დამწვარი კარაქით
გამოდის ბევრი
2
½ ჭ ფქვილი, 1 ჩ/კ სოდა, 1 ჩ/კ მარილი, 175 გრ კარაქი, 1 ჭ წვრილად დაჭრილი ნიგოზი,
1 ჭ ლერწმის შაქარი, 1/3 ჭ შაქარი, 2 მსხვილი კვერცხი, 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი (შეგიძლიათ
ჩაანაცვლოთ ვანილიანი შაქრით), 250 გრ წვრილად დაჩეჩქვილი შავი ან რძიანი შოკოლადი
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. ორ ცალ საცხობ ფირფიტაზე
დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ჯამში ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, სოდა და მარილი.
გადავდოთ გვერდზე. სქელძირიან პატარა ქვაბში საშუალო ცეცხლზე დავადგათ კარაქი, შიგადაშიგ
ვურიოთ და გავაჩეროთ 4-5 წუთი, სანამ კარაქი არ გაყავისფრდება, ქაფს არ გაიკეთებს და
ნიგვზის სუნი არ აუვა. დავუმატოთ ნიგოზი და კიდევ ორი წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე. გადმოვდგათ
ცეცხლიდან და კარაქი გადავწუროთ, ნიგვზები კი ცალკე შევინახოთ. კარაქი ოთახის ტემპერატურის
რომ გახდება, დავუმატოთ შაქარი და ვთქვიფოთ სანამ შაქარი არ გადნება. ჩავათქვიფოთ კვერცხები
და ვანილი. ბოლოს ნიჩბით ან კოვზით გადავურიოთ ფქვილიც. სულ ბოლოს დავუმატოთ ნიგოზი
და დაჩეჩქვილი შოკოლადი.
საცხობ ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტის ქაღალდზე კოვზით ერთმანეთისგან მოშორებით დავსვათ ცომის პატარა ბურთები და სველი თითებით ან შაქარში ამოვლებული კოვზის
ზურგით ცოტათი დავაწვეთ და დავაბრტყელოთ (ცხობისას ცომი კიდევ უფრო გადნება და გაიფლაშება).
ვაცხოთ დაახლოებით 10-12 წუთის განმავლობაში. პეჩენიები გარედან რომ შემაგრდება და შეოქროსფერდება,
უკვე მზადაა. ჯერ კიდევ ცხელი რბილი უნდა იყოს, გაცივების მერე გამაგრდება. გამოვიღოთ
ღუმელიდან, რამდენიმე წუთი საცხობ ფირფიტაზე დავტოვოთ, მერე კი გადმოვიღოთ და ბოლომდე
გავაგრილოთ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment