14.3.13
ტეხასური ჩილი - Texas Chili
Approved by
ტეხასური
ჩილი - Texas Chili
2,5 კგ საქონლის რბილი ხორცი დაჭრილი 2,5 სმ-იან კუბიკებად, ½ ჭ ზეთი, 2 ჭ
წვრილად დაჭრილი ხახვი, 6 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 2 ს/კ ხმელი წიწაკა დაფქული, 1 ს/კ
ხმელი წიწაკის ფანტელები, 1 ს/კ ან გემოვნებით ცხარე კაიენური წიწაკა დაფქული (კაიენური
წიწაკა ჩვეულებრივი ჩილისგან განსხვავდება ფერით - უფრო მოსატაფილოსფრო-მოალისფროა,
ვიდრე წითელი და ჩვენთან იყიდება, ოღონდ ისიც ჩვეულებრივი ცხარე წიწაკა გვგონია),
2 ს/კ ძირა დაფქული, 2 მწვანე წიწაკა თესლგაცლილი და წვრილად დაჭრილი, 1 დაფნის ფოთოლი,
6 ჭ კუბიკებად დაჭრილი თესლ და კანგაცლილი პამიდორი, მარილი და ახალდაფქული პილპილი,
½ ჭ მაგარი შავი ყავა, 500 გრ წინასწარ მოხარშული ლობიო (ან მისი კონსერვი), 2 ს/კ წვრილად
დაჭრილი შაშკვლამის ან რეჰანის ფოთლები;
მისაყოლებლად:
არაჟანი, გახეხილი ყველი ჩედერი და პამივრის სალათი
ასევე
უხდება, მექსიკური ტორტილიას ჩიპსები და გუაკამოლეს სოუსი
დიდი ზომის სქელძირიან ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და ხორცის
კუბიკები პორცია-პორციად ყველა მხრიდან დავბრაწოთ. დაბრაწული ხორცი გადმოვიტანოთ ლანგარზე,
მის შენაწვავ ზეთში კი მოვთუშოთ ხახვი და ნიორი საშუალო ცეცხლზე (ნუ დავხრაკავთ).
დაახლოებით 8-10 წუთში, როცა ხახვი გამჭვირვალე გახდება დავუმატოთ ხმელი წიწაკები,
წიწაკის ფანტელები, ძირა და ვთუშოთ კიდევ ერთი წუთი (ამდენი წიწაკა მეტისმეტად თუ გეჩვენებათ
მწვანე წიწაკა მწვანე ბულგარულით ჩაანაცვლეთ, ხმელი კი დაფქული პაპრიკით, მაგრამ გაითვალისწინეთ,
რომ აუთენტიკური ჩილი, ძალიან, ძალიან ცხარე უნდა იყოს. მის სიცხარეს მისაყოლებელი
პამიდორი, არაჟანი და სოუსი გუაკამოლე ანეიტრალებს). მერე დავუმატოთ მწვანე წიწაკა,
დაფნის ფოთოლი და დაჭრილი პამიდორი თავისი წვენით. ქვაბში ჩავაბრუნოთ დაბრაწული ხორციც,
მოვაყაროთ 1 ჩ/კ მარილი და 1 ჩ/კ ახალდაფქული პილპილი და წამოვადუღოთ. ჩავუწიოთ ცეცხლი,
დავაფაროთ თავსახური და ვთუშო 2 ½ საათი. დროდადრო მოვურიოთ. გავსინჯოთ, საჭიროების
შემთხვევაში დავუმატოთ მარილი და პილპილი. ჩავასხათ ყავა, დავაფაროთ თავსახური და კიდევ
1 საათი ვათუხთუხოთ. ბოლოს, დავუმატოთ ლობიო, რეჰანის ფოთლები და ლობიო როგორც კი შეთბება
- ჩილი მზადაა. გადავიტანოთ ლამაზ ჭურჭელში. ჭამისას ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ჩედერი,
კუბიკებად დაჭრილი პამიდორი, მოვასხათ არაჟანი და გემრიელად მივირთვათ. მივაყოლოთ ტორტილიას
ჩიპსები (იყიდება უპერმარკეტებში) და სოუსი გუაკამოლე.
გუაკამოლე
(ელტონ ბრაუნის რეცეპტი)
3
მწიფე ავოკადო კურკა და კანგაცლილი და შუაზე გაჭრილი, 1 ლაიმის წვენი, ½ ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ დაფქული ძირა, ½ ჩ/კ დაფქული კაიენური
წიწაკა, ½ საშუალო ზომის ხახვი დაჭრილი წვრილად, ½ მწვანე წიწაკა (სასურველია ხალაპენიო)
თესლგაცლილი და წვრილად დაჭრილი, 2 პამიდორი თესლგაცლილი და პატარა კუბიკებად დაჭრილი,
1 ს/კ ქინძის ფოთლები დაჭრილი, 1 კბილი ნიორი დასრესილი
ჯამში ჩანგლით პიურედ ვაქციოთ ავოკადოს რბილობი და მოვასხათ
ლაიმის (ან ლიმონის) წვენი და კარგად გადავურიოთ. ლიმონის წვენს კარგად თუ არ გადავურევთ,
ავოკადოს პიურე გაშავდება და ლამაზი მწვანე ფერის აღარ იქნება. მერე გადავურიოთ მარილი,
ძირა და წიწაკა. დავუმატოთ ხახვი, პამიდორი, მწვანე წიწაკა, ქინძი და ნიორიც. გავაჩეროთ
ოთახი ტემპერატურაზე 1 საათი.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment