26.3.13
შოკოლადის პეჩენიები კარამელით
Approved by
შოკოლადის
პეჩენიები კარამელით
2
½ ჭ ფქვილი, 1 ჩ/კ სოდა, ¼ ჩ/კ მარილი, 150 გრ კაკაო, 100 გრ კარაქი, 100 გრ შაქარი,
100 გრ ლერწმის შაქარი, 2 მსხვილი კვერცხი, 1 ჩ/კ ვანილის ექტრაქტი, 200 გრ დაჩეჩქვილი
შავი შოკოლადი, 100 გრ დაჭრილი ნიგოზი, 100 გრ დაჭრილი კანფეტი ირისი, მლაშე კარამელის
სოუსი ზევიდან მოსაწუწად
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ
პერგამენტის ქაღალდი. ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ფქვილი, სოდა, მარილი და კაკაო.
გადავდგათ გვერდზე. მიქსერით გავთქვიფოთ შაქარი და კარაქი სანამ კარაქი კრემი კონსისტენციის
არ გახდება, სათითაოდ ჩავათქვიფოთ კვერცხები. მერე დავუმატოთ ვანილი. თანდათანობით
გადავურიოთ ფქვილის და კაკაოს ნარევი. ჩავურიოთ შოკოლადი, ნიგოზი და ირისიც.
საცხობ ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტზე კოვზით ერთმანეთისგან მოშორებით დავსვათ ცომის პატარა ბურთები და სველი თითებით ან კოვზის ზურგით ცოტათი
დავაწვეთ და დავაბრტყელოთ (ცხობისას ცომი კიდევ უფრო გადნება და გაიფლაშება). ვაცხოთ
დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში. პეჩენიები გარედან რომ შემაგრდება და შეოქროსფერდება,
უკვე მზადაა. ჯერ კიდევ ცხელი რბილი უნდა იყოს, გაცივების მერე გამაგრდება. გამოვიღოთ
ღუმელიდან, რამდენიმე წუთი საცხობ ფირფიტაზე დავტოვოთ, მერე კი გადმოვიღოთ და ბოლომდე
გავაგრილოთ. ზევიდან მოვაწუწოთ კარმელის სოუსი და მივირთვათ.
მლაშე
კარამელის სოუსი
1
ჭ შაქარი, ¼ ჭ წყალი, ¾ ჭ ნაღები, 3 ½ ს/კ კარაქი, 1 ჩ/კ ზღვის მარილი ან ჩვეულებრივი
მარილი
სქელძირიან პატარა ქვაბში მოვათავსოთ შაქარი და წყალი
და შემოვდგათ საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე სანამ შაქარი არ გადნება. ავუწიოთ ცეცხლი
და წამოვადუღოთ. ნუ მოურევთ! ვადუღოთ დაახლოებით 5-6 წუთი სანამ სიროპი მუქი ოქროფერი
არ გახდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ფრთხილად გადავურიოთ ნაღები (მასა ბუშტებს გაიკეთებს).
გადავურიოთ ცივი კარაქი და მარილიც. ჩავასხათ ქილებში. ინახება 2 კვირა.
საუკეთესო სურვილებით,
თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment