23.3.13
ორგზის შოკოლადის პეჩენიები
Approved by
ორგზის შოკოლადის პეჩენიები ნაიჯელა ლოუსონისგან
125
გრ მინიმუმ 70% კაკაოს შემცველობის შავი შოკოლადი, 150 გრ ფქვილი, 30 გრ კაკაო, 1 ჩ/კ
სოდა, ½ ჩ/კ მარილი, 125 გრ კარაქი ოთახის ტემპერატურის, 75 გრ ლერწმის შაქარი, 50
გრ შაქარი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 1 კვერცხი მაცივრიდან, 350 გრ დაჩეჩქვილი შავი
შოკოლადი
გავახუროთ ღუმელი 170°C-მდე. 125 გრ შოკოლადი გავადნოთ
წყლის აბაზანაზე. ჯამში ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, სოდა და მარილი. გადავდოთ გვერდზე.
მეორე ჯამში მიქსერით გავთქვიფოთ კარაქი, შაქრის პუდრა და ორივე შაქარი, სანამ შაქარი
არ გადნება და კარაქი კრემის კონსისტენციის არ გახდება (დაახლოებით 3-4 წუთი). დავუმატოთ
ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული შოკოლადი. დავუწიოთ მიქსერის სიჩქარეს და ჩავათქვიფოთ
ცივი კვერცხი და ვანილიც. სამზარეულოს ნიჩბით ჯამის გვედებზე შერჩენილი ცომი ჩამოვფხიკოთ
და დავრწმუნდეთ რომ ყველა ინგრედიენტები კარგადაა ერთმანეთში გადარეული. ჩავაყაროთ
დაჩეჩქვილი შოკოლადიც და მოვურიოთ კოვზით ან ნიჩბით.
საცხობ ფირფიტაზე დაფნილ პერგამენტზე კოვზით ერთმანეთისგან მოშორებით დავსვათ ცომის პატარა ბურთები და სველი თითებით ან კოვზის ზურგით ცოტათი
დავაწვეთ და დავაბრტყელოთ (ცხობისას ცომი კიდევ უფრო გადნება და გაიფლაშება). ვაცხოთ
დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში. პეჩენიები გარედან რომ შემაგრდება და შეოქროსფერდება,
უკვე მზადაა. ჯერ კიდევ ცხელი რბილი უნდა იყოს, გაცივების მერე გამაგრდება. გამოვიღოთ
ღუმელიდან, რამდენიმე წუთი საცხობ ფირფიტაზე დავტოვოთ, მერე კი გადმოვიღოთ და ბოლომდე
გავაგრილოთ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment