„გინესის“ პუდინგი შოკოლადით

Approved by Natia Jinjolava


დღევანდელი ლუდის საერთაშორისო და მომავალი წმინდა პატრისკის დღეების აღსანიშნავად, ნიუ-იორკ სითის ზემო ისტ-საიდური რესტორნის, „Alias“-ს შეფის, შეინ ფილიპ კოფის საავტორო პუდინგი -

შოკოლადის და „გინესის“ გემრიელობა (Chocolate Guinness Goodness)
6 ჭიქა
8 მსხვილი კვერცხის გული, 1 ჭ შაქარი, 440 მლ „გინესი“, 3 ჭ ცხიმიანი ნაღები, 200 გრ უმაღლესი ხარისხის შავი შოკოლადი (კაკაოს მინიმუმ 72%-ის შემცველობით) წვრილად დატეხილი, 6 ცალი 250 მლ-იანი ლუდის ჭიქა
კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე. გავხსნათ გინესის ბოთლი. გადმოვასხათ ჯამში და  დაველოდოთ ლუდის ქაფი როდის დაჯდება. ლუდის 7/8 ჩავასხათ სქელძირიან საშუალო ზომის ქვაბში, დავუმატოთ 2 ¼ ჭ ნაღები და კარგად მოვურიოთ. შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და ვურიოთ შიგადაშიგ. როგორც კი ბუშტების გაკეთებას და წამოდუღებას დაიწყებს, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი და ვურიოთ სანამ შოკოლადი ცხელ ლუდში არ გადნება. შოკოლადის და ლუდის მიქსტურა წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ კვერცხის კრემში. ვურიოთ რაც შეიძლება სწრაფად, ცხელმა შოკოლადმა კვერცხი რომ არ მოხარშოს და კრემი არ დააკურკუტოს. კვერცხის და შოკოლადის ნარევი კვლავ ქვაბში დავაბრუნოთ და საშუალო ცეცხლზე შევაცხელოთ. შიგადაშიგ ვურიოთ მანამ, სანამ მიქსტურა არ შესქელდება, დაახლოებით 15 წუთი. შოკოლადის კრემი, რომელსაც შეიძლება „აჭრილი“ და არაერთგვაროვანი „შესახედაობა“ ქონდეს, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავასხათ ბლენდერში და ვთქვიფოთ 1 წუთის განმავლობაში. მზა პუდინგი ჩავასხათ ჭიქებში, ოღონდ ჭიქას ბოლომდე ნუ შევავსებთ, დაახლოებით 2,5 სმ ადგილი დავტოვოთ ათქვეფილი ნაღებისთვის. გადავაფაროთ ცელოფანი და შევდგათ მაცივარში. სანამ პუდინგი დედდება, დარჩენილი გინესი ჩავასხათ პატარა სქელძირიან ქვაბში და საშუალო ცეცხლზე ავადუღოთ. დავუწიოთ ცეცხლი მაქსიმუმამდე და თავმოხდილად ვადუღოთ, სანამ 1 სუფრის კოვზის ოდენობამდე არ ამოორთქლდება (დაახლოებით 20 წუთი). გინესის სიროპი გავაგრილოთ. გადანახული ნაღები ავთქვიფოთ და ფორმის შენარჩუნებას რომ დაიწყებს, დავატკბოთ გინესის სიროპით. ათქვეფილი ნაღები პუდინგიან ჭიქებში გავანაწილოთ და მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment