5.3.13
შოკოლადის პეჩენიები ნიგვზით
Approved by
შოკოლადის
პეჩენიები ნიგვზით
გამოდის დაახლოებით 20 ცალი
115 გრ მსხვილად დაჭრილი ნიგოზი, 60 გრ ფქვილი, ½ ჩ/კ
სოდა, ¼ ჩ/კ მარილი, 1 ს/კ ხსნადი ყავა, 450 გრ შავი შოკოლადი დამტვრეული, 57 გრ კარაქი
პატარა კუბიკებად დაჭრილი, 350 გრ შაქარი, 4 მსხვილი კვერცხი ოთახის ტემპერატურის,
170 გრ შავი შოკოლადი დამტვრეული, 170 გრ თეთრი შოკოლადი დამტვრეული
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. ორ ცალ საცხობ ფირფიტაზე
დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ჯამში ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, სოდა, ხსნადი ყავა
და მარილი. მდუღარე წყალზე შემოდგმულ ცეცხლგამძლე ჯამში გავადნოთ 450 გრ შავი შოკოლადი და
კარაქი. ვურიოთ სანამ შოკოლადი ბოლომდე არ გადნება. გადავდგათ გვერდზე და გავაგრილოთ
ოთახის ტემპერატურამდე. ცალკე ჯამში მიქსერით გავთქვიფოთ კვერცხები და შაქარი, სანამ
შაქარი არ გადნება და კვერცხი არ გათეთრდება (დაახლოებით 5 წუთი). დავუწიოთ მიქსერის
სიჩქარეს და ჩავათქვიფოთ ვანილი და გამდნარი შოკოლადი. თანდათანობით დავუმატოთ სოდიანი
და ყავიანი ფქვილიც. სამზარეულოს ნიჩბით ჯამის გვედებზე შერჩენილი ცომი ჩამოვფხიკოთ
და დავრწმუნდეთ რომ ყველა ინგრედიენტი კარგადაა ერთმანეთში გადარეული. ჩავაყაროთ
დაჩეჩქვილი თეთრი და შავი შოკოლადი, ნიგოზი და მოვურიოთ კოვზით ან ნიჩბით. გადავაფაროთ
ცელოფანი და გავაჩეროთ 30-60 წუთი.
დაახლოებით 60-60 გრამიანი ცომის ბურთები მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე
დაფენილ პერგამენტზე და ველი თითებით ან კოვზის ზურგით ცოტათი დავაწვეთ და დავაბრტყელოთ დაახლოებით
8-9 მ-ს დიამეტრის წრეები რომ გამოვიდეს ისე (ცხობისას ცომი კიდევ უფრო გადნება და გაიფლაშება).
ვაცხოთ დაახლოებით 10-12 წუთის განმავლობაში. პეჩენიები გარედან რომ შემაგრდება უკვე
მზადაა, ზედმეტად ნუ გააჩერებთ, თორემ ძალიან გამოშრება. ჯერ კიდევ ცხელი რბილი უნდა
იყოს, გაცივების მერე თავისით გამაგრდება. გამოვიღოთ ღუმელიდან, რამდენიმე წუთი საცხობ
ფირფიტაზე დავტოვოთ, მერე კი გადმოვიღოთ და ბოლომდე გავაგრილოთ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი
მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment