3.3.13
შოკოლადის ნამცხვარი - Chocolate Chunk Cookies
Approved by
ვის გიყვარდათ ბავშვობაში „სეზამის ქუჩა“ და ქუქიმონსტრი?
გარედან ხრაშუნა და შიგნით წებოვანი შოკოლადის ნატეხებიანი პეჩენიები ქუქიმონსტრზე
მეტად თუ არა, ნაკლებად მეც არ მიყვარს. ჰოდა, მათი არაერთი გემრიელი რეცეპტი მაქვს:
შავი, თეთრი, ორნაირი შოკოლადით, ნუტელათი, ჯანჯაფილით, თხილით, ნუშით, ნიგვზით, ზღვის მარილით და თვით ჰილარი კლინტონის საყვარელი ვერსიაც კი. ამიტომ გადავიწყვიტე რომ მათი ჯერიც მოვიდა და ამ თვეში რამდენიმე გამორჩეულ და ძლაიან გემრიელ რეცეპტს შემოგთავაზებთ.
შოკოლადის პეჩენიები (Chocolate Chunk Cookies)
გამოდის დაახლოებით 18 ცალი
260
გრ ფქვილი, 1 ¼ ჩ/კ სოდა, ¼ ჩ/კ მარილი, 170 გრ კარაქი ოთახის ტემპერატურის, 130 გრ
შაქარი, 140 გრ ლერწმის შაქარი, 1 მსხვილი კვერცხი, 1 მსხვილი კვერცხის გული, 1 ½ ჩ/კ
ვანილის ექსტრაქტი (შეგიძლიათ შეცვალოთ 1 პაკეტი ვანილის შაქრით), 210 გრ წვრილად დატეხილი
შავი ან რძიანი შოკოლადი.
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. ორ ცალ საცხობ ფირფიტაზე
დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ჯამში ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, სოდა და მარილი.
მეორე ჯამში მიქსერით გავთქვიფოთ კარაქი და შაქარი, სანამ შაქარი არ გადნება და კარაქი
კრემის კონსისტენციის არ გახდება (დაახლოებით 2-3 წუთი). დავუწიოთ მიქსერის სიჩქარეს
და ჩავათქვიფოთ კვერცხი და კვერცხის გული, მერე კი ვანილიც. თანდათანობით დავუმატოთ
სოდიანი ფქვილიც. სამზარეულოს ნიჩბით ჯამის გვერდებზე შერჩენილი ცომი ჩამოვფხიკოთ და დავრწმუნდეთ
რომ ყველა ინგრედიენტი კარგადაა ერთმანეთში გადარეული. ჩავაყაროთ დაჩეჩქვილი შოკოლადიც
და მოვურიოთ კოვზით ან ნიჩბით.
ცომისაგან გავაკეთოთ დაახლოებით 55 გრამიანი ბურთები (დაახლოებით 6 სმ დიამეტრის პეჩენიები უნდა გამოვიდეს) და ერთმანეთისგან მოშორებით დავალაგოთ საცხობ ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტზე და სველი ხელით
ან კოვზის ზურგით ცოტათი დავაწვეთ და დავაბრტყელოთ (ცხობისას ცომი კიდევ უფრო გადნება
და გაიფლაშება). ვაცხოთ დაახლოებით 15-17 წუთის განმავლობაში. პეჩენიები გარედან რომ
შემაგრდება და შეოქროსფერდება, უკვე მზადაა. ჯერ კიდევ ცხელი რბილი უნდა იყოს, გაცივების
მერე გამაგრდება. გამოვიღოთ ღუმელიდან, რამდენიმე წუთი საცხობ ფირფიტაზე დავტოვოთ,
მერე კი გადმოვიღოთ და ბოლომდე გავაგრილოთ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი
მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment