11.4.13
ლიმონის უგემრიელესი ნამცხვარი
Approved by
ლიმონის
ნამცხვარი ნაღების ყველის კრემით
ცომისთვის:
225 გრ დარბილებული კარაქი, 100 გრ შაქარიმ 400 გრ ფქვილი
ლიმონის
კრემისთვის: 4 კვერცხი, 300 გრ შაქარი, 50 გრ ფქვილი, 2 ლიმონის წვენი, 1 ს/კ ლიმონის
გახეხილი ცედრა
ნაღების
ყველის კრემისათვის: 200 გრ ნაღების ყველი (მასკარპონე ან ფილადელფია), 200 გრ შაქარი,
2 კვერცხი ათქვეფილი
შაქრის
პუდრა ზემოდან მოსაყრელად
გავახუროთ რუმელი 175°C–მდე და ოდნავ შევათბოთ ოთხკუთხედი,
მაღალბორტიანი საცხობი ფირფიტაც.
ცომისთვის ფართო ჯამშო მოვათავსოთ ფქვილი, შაქარი და
კარაქი და ცივი თითის წვერებით მანამ ვურიოთ (ვსრისოთ) ერთმანეთში სანამ ქადის გულის მსგავს დაფხვნილ
მასას არ მივიღებთ. მიღებული მასა შემთბარ საცხობ ფირფიტაზე თანაბრად გავანაწილოთ,
ოდნავ დავპრესოთ და ვაცხოთ 20–25 წუთის განმავლობაში. გამოვიღოთ ღუმელიდან და შევაგრილოთ.
სანამ ბისკვიტი გრილდება მოვამზადოთ ლიმონის კრემი. ფართო ჯამში ავთქვიფოთ კვერცხები,
შაქარი, ფქვილი, ლიმონის წვენი და ცედრა. მიღებული
მიქსტურა დავასხათ გამომცხვარ ბისკვიტს. ცალკე ჯამში მიქსერით ერთმანეთში გადავურიოთ
ნაღების ყველი და შაქარი. სათითაოდ ჩავათქვიფოთ კვერცხები. მზა კრემი ლიმონიანი მასის
თავზე გავანაწილოთ. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 30–35 წუთის განმავლობაში.
გავაგრილოთ, მოვაყაროთ შაქრის პუყდრა, მართკუთხედ ნაჭრებად
დავჭრათ და გემრიელად მივირთვათ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი
მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment