23.4.13
დღეს წიგნის დღეა!
Approved by
ერთ სამარცხვინო ამბავში უნდა გამოგიტყდეთ: ჩემი თაობის
ქართველი მწერლების მოთხრობებს პრინციპულად არ ვკითხულობ. ახლავე აგიხსნით რატომ. მათი
უმრავლესობა ჩემი მეგობარი თუ არა, მეგობრის მეგობარი მაინცაა და საკუთარი ინტრიგნული
და პირში მთქმელი ხასიათი რომ ვიცი, მირჩევნია
არც ცუდი მქონდეს სათქმელი და არც კარგი. რადგან წაკითხული არ მაქვს, აბსოლუტურად წრფელი
გულით ვერც შევაქებ და ვერც გავაკრიტიკებ.
თანამედროვე ქართული მწერლობის მსგავსი ტოტალურად უცოდინრობის
ფონზე ხელში ერთი თურმე საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ქალბატონის მოთხრობების კრებული
ჩამივარდა. პირველი დარტყმა ხელითნაკეთი საიუბილეო გამოცემის სუპერუხარისხო და მოღლარჭული
თექის ყდის დანახვაზე მივიღე.
მერე აშკარად მანიკურის მაკრატლით დიზაინერული ჩანაფიქრითაც და მოუხერხებელი ხელითაც ოკრობოკროდ გამოჭრილმა ფურცლებმა დამზაფრა. ბოლოს, ასაკინძად გამოყენებულმა კოპლებიანმა ლენტმა მომიღო ბოლო.
წარუშლელი შთაბეჭდილებებით აღსავსემ წიგნის პატრონთან გადავრეკე, სად იშოვე-თქო და თურმე, ეს 75 გვერდიანი და სახლის პრინტერზე ამობეჭდილი შედევრი წიგნის პრეზენტაციაზე იყიდებობდა 20 ლარად.
მერე აშკარად მანიკურის მაკრატლით დიზაინერული ჩანაფიქრითაც და მოუხერხებელი ხელითაც ოკრობოკროდ გამოჭრილმა ფურცლებმა დამზაფრა. ბოლოს, ასაკინძად გამოყენებულმა კოპლებიანმა ლენტმა მომიღო ბოლო.
წარუშლელი შთაბეჭდილებებით აღსავსემ წიგნის პატრონთან გადავრეკე, სად იშოვე-თქო და თურმე, ეს 75 გვერდიანი და სახლის პრინტერზე ამობეჭდილი შედევრი წიგნის პრეზენტაციაზე იყიდებობდა 20 ლარად.
წიგნის გარეგნობა არაფერი, მე რომ შიგნით ამბავი დამხვდა.
რატომ ხელი არ მომტყდა ან თვალი არ დამეფსო, სანამ გადავშლიდი და კითხვას დავიწყებდი.
პრემია „საბას“ რამდენიმეგზის გამარჯვებულის, „მკითხველთა სიმპატიისა“ და „წლის ყველაზე
რეზონანსული წერილის ავტორის“, არაერთი ქართული კომპანიის პიარ-მენეჯერის, „პენ-მარათონი
2007“-ის გამარჯვებულის, გერმანულ, რუსულ, უკრაინულ, ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე
ნათარგმნი მოთხრობების ავტორის, 2009 წლის საუკეთესო ქართული რომანის შემოქმედის შემოქმედებასთან
გაცნობის მერე... კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ბრძნული გადაწყვეტილება იყო, თანამედროვე
ქართველი მწერლების ნამუშევრები გაცნობაზე უარის თქმა.
„პირველად დიდი ხნის წინ მომწერე, გახსოვს? ის ღამე გახსოვს? გზაზე შემომხვდი. მე აღარ ვიცოდი სად მივდიოდი, რატომ და რისთვის. მხოლოდ ის მახსოვს, რომ დაგინახე, შენც მიყურებდი“... თანამედროვე რიტმული პროზის ნიმუში „მგზავრის წერილებიდან“. არა, ილიასი არა, ჩვენი მწერლის. მეც დავწერე სტუდენტობისას მეგობართან ერთად „ღვთაებრივი კომედია“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ ჩვენი თაობის „ბირჟავიკებზე“ მაგრამ კი არ გამომიქვეყნებია.
„ბნელი,
უმთვარო ღამე იყო. და (ან წინ არ უნდა წერტილი, ან აქ უნდა მძიმე - მ.პ.)
ჩაგკიდე ხელი. გზის განაპირას, დიდი ხის ქვეშ
გავიხადე წითელი კაბა. თავქვეშ სასთუმლად ამოგიდე. შენ დამიკოცნე ხერხემალის (ხერხემალი
კუმშვად-კვეცადია, ამიტომ უნდა იყოს ხერხემლის - მ.პ.) ყოველი მალა... ნელა შემოდი... თვალი
დავხუჭე. და მივხვდი, რომ პირიქით მოხდა.“ უკაცრავად? სექსის ექსპერტი ნამდვილად
არ ვარ, მაგრამ რა მოხდა პირიქით?! მთლიანი აბზაცია, არაფერი დამიმალავს!
„ჩუმად
წახვედი. პირველი მამლის ყივილამდე დმტოვე მარტო. მხოლოდ წერილი შემომიგდე. მეც შევინახე.
ცხრა თვე ჩემს შიგნით, ჩემს მუცელში, წიაღში ვზარდე. ცხრა თვე ვეფერე. და
(ამ „და“-ზე აშკარად ჩაციკლულია და ამ ლიტერატურულ ხერხს ყოველ მეორე წინადადებაში
იყენებს და „და“-ს მერე მძიმე რომ უნდა ჯიუტად
არ იმჩნევს, თუმცა რა მოხდა? გრიგოლ რობაქიძეც არ ხმარობდა მძიმეს - მ.პ.) მეცხრე თვეს ტკივილებით
გავხსენი ყელი“. მდა... მოიცათ, ჯერ სად ხართ, ამ „შეგდებული“ წერილისგან ბიჭი
დაიბადა! რომელიც:
„მთელი
წელი გაბმით ტიროდა. სახურავს ხდიდა ჩემს პატარა ღარიბულ ბინას. სწორედ ამიტომ ხეზე
დავკიდე მისი აკვანი. ძაღლები რომ ვერ შეწვდენოდნენ (ძაღლები რა,
მტირალა ბავშვებს დასდევენ? - მ.პ.) მაღლა
და ზემოთ. ფეხიც იმ ხეზე აიდგა და სულ იქ იჯდა. გზას გაჰყურებდა, თვალმცინარი. თვალებმტირალი...
არასდროს უთქვამს, მაგრამ ვიცი, რომ შენ გელოდა. უნდოდა ერთხელ მაინც დაენახე, ვიდრე
იმ ხიდან ჩამოვიდოდა და თავის გზას გაუყვებოდა... მებაჟე გახდა. გადასახადის ამკრეფი
და ცოდვილი მონა.“ ე.ი. ხიდან არ ჩამოვიდოდა სანამ მამას არ ნახავდა. ტექსტიდან
როგორც ჩანს მამა დღემდე არაა მოსული. მაგრამ გადასახადების ამკრეფი მაინც გახდა. ალბათ
ხის წინ გამვლელებს აწერს ბაჟს...
ტექსტს ვაგრძელებ მიყოლებით, ეგებ თქვენ მაინც გაგიგოთ
რამე:
„ცუდად
გავზარდე? აბა (მძიმეს კატეგორიულად არ ვცნობთ - მ.პ.) რა გითხრა... პირველი შვილი ცოტა ძნელია, თან
შენს წერილში სხვა რამ ეწერა. და (ისევ!) მეც ვფიქრობდი (მძიმე) მობრუნდებოდა..
ანდა (მძიმე) ვინ იცის? იქნებ მწერლებიც
დაფარულ ცოდვებს ბაჟივით კრეფენ. აგროვებენ. დააგროვებენ, წერენ და ხევენ...“ ახლა
მაცადეთ - ეს ესეა თუ მოთხრობა? წერილები მოსულია მამისგან. მაშინ ვინაა მწერალი? თუ
თავის თავზე გააკეთა ავტორმა ლირიული გადახვევა, მაშინ ეს მოთხრობა აღარაა. რამე გაიგეთ?
ახლა კიდევ უფრო დაიბნევით:
„დრო
გავიდა და მართლა მობრუნდა. და (მძიმე) მერვე წელს მოგვცა პაუსუხი.
პირველი
იყო და პირველმა დაიწყო წერა...“
ერთი შემთხვევით ჩავარდნილი და წარუმატებელი მოთხრობის
კრიტიკის გამო არაობიექტურობაში რომ არ დამდოთ ბრალი, რამდენიმე ნაწყვეტს სხვებიდანაც
მოგიყვანთ:
„ბომჟი
(БОМЖ არის აბრევიატურა, რომელიც იშიფრება, როგორც лицо без определенного места
жительства და არა, საერთაშორისო სიტყვა. ქართულდ ე.წ. ბომჟს უსახლკარო ან მაწანწალა
ქვია - მ.პ.) მაგდას ბინიდან გაოგნებული და
რეტდასხმული გამოვიდა. ქუჩაში მიდიოდა და ყელიდან საოცარ ხმას უშვებდა. ამ ხმაზე ტბაზე
ყინული და შეყვარებულთა საძინებლებში სარკეები იმსხვრეოდა, ცოლ-ქმრული ერთგულებით ნაგებ
სახლებს მინები (სახლებს მინები არ აქვს, მინა ფანჯარას აქვს, მაგრამ კარგი, ნეტა,
მეტი პრობლემა არაფერი იყოს - მ.პ.) ებზარებოდა,
ხოლო ქალიშვილებს საქალწულე აპკები უკდებოდათ“... ა?
„ის
კი ვინც უნდა გადაარჩინოს, იქვე სანაპიროზე ზის და თამაშობს. (ასე
იწყება აბზაცი) ხუთი წლის ბარბარე (დაიმახსოვრეთ,
რომ ბავშვი ხუთი წლისაა -მ.პ.). ბებე, რომელსაც
ახლა ნამდვილად არ უნდა მამის კიდობანში. ხელში პატარა ჯოხი უჭირავს და სილაში უცნაური
ცხოველები გამოჰყავს. უცნაური, არარსებული ცხოველები. დაახლოებით ისეთები, ცაზე ღრუბლებით
რომ იხატება. მზე ჩადის. ცა წითელია, ტბაში წყალი (დაიმახსოვრეთ, რომ ტბაა - ნ.პ.)
- ისევ ლურჯი და ზედაპირზე ისევ წითელი. ყველაფერი
ძალიან ლამაზია და ბებე ხვდება, რომ სამყარო მრგვალია და დიდი (ხომ გახსოვთ, რომ
ბავშვი 5 წლისაა?)... ის კი მის შიგნითაა.
ისე, როგორც ოდესღაც ჩანასახი დედის მუცელში. ის მის შიგნითაა და მასთან ერთადაა ჩიტები,
პეპლები, ღრუბლები ჰაერში, ჭიანჭველები და
პატარა მატლები - მიწაზე, მედუზები და თევზები წყალში.“ გარდა იმისა, რომ ჩვენი
ხუთი წლის ბებე ზრდასრულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური, ფილოსოფიური აზროვნებით გამოირჩევა
(ტყუილად კი არ სვამს მამამისი კიდობანში, ასეთი წარღვნისას გადარჩენას ნამდვილად იმსახურებს),
როგორც ჩანს პალაუს არქიპელაგზეც იმყოფება. აბა, სხვაგან მედუზებით დასახლებული ტბა
არ არსებობს.
უი, ნახეთ რა ვიპოვე? ახლა აღარ მიკვირს 5 წლის ბავშვს
ასეთი ბრძნული ლოგიკა საიდან აქვს, ბებე მემგონი საერთოდ დედამიწელიც არაა: „ბებეს ცაში ცქერა წყინდება და კენჭების შეგროვებას
იწყებს (წინა აბზაციდან თუ გახსოვთ, ნაპირი ქვიშიანი იყო, მაგრამ, მოდით ეგეთი
კრიტიკულებიც ნუ ვიქნებით და ნუ შევიმჩნევთ - მ.პ.). ლურჯ, ყვითელ, მწვანე კენჭებს აგროვებს... (ხომ გეუბნებოდით, აშკარად არამიწიერი
წარმოშობის ფერის კენჭებია)... სადღაც ბაყაყები
ყიყინებენ. ბებეს აინტერესებს როგორ ჩერდებიან ბაყაყები წყლის ზედაპირზე.“ (მამამისი
როგორ ჩერდება არ აინტერესებს?- მ.პ.)
ანუ გვაქვს ტბა, ქვიშიანი და კენჭიანი ნაპირით ერთდოულად,
ეს კენჭები არის ლურჯი, ყვითელი და მწვანე და ამ ტბაში ჰარმონიული სიმბიოზი აქვთ ბაყაყებს
და მედუზებს...
„მაგრამ
როდესაც დეპ.უფ-მა (ალბათ დეპარტამენტის უფროსს მოიხსენიებს ეგზომ მხატვეულად
- მ.პ.) კისერთან თავისი უზარმაზარი სახე მომიახლოვა,
მივხვდი რომ რომელიღაც დიდ პრესიტორიულ ცხოველს წააგავდა, ხოლო მე მისი მორიგი საკბილო
ვიყავი. თვალები მაგრად დავხუჭე და წარმოვიდგინე როგორ წამებში გადაკბეჩდა ჩემს პატარა
თავს ეს მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზოგიერთი არქოზავრების კლასისა.“ ავტორი
ალბათ როგორ ამაყობდა, კაცმა არ იცის რომელი ენციკლოპედიიდან აამოკრეფილი, წინადადების
ამ დაბოლოებით? მომეცით „საბა“, ჩემი ხელით უნდა გადავცე! მხატვრულად წერის ნებისმიერ
სახელმძღვანელოში გვასწავლიან, რომ მით უფრო მაღალია ნაწარმოების ფასი, რაც უფრო მარტივად
და ჩაუხლართავადაა აზრი გამოხატული - თუ მაინცდამაინც ფოლკნერი ან პავიჩი არ ხარ.
სხვა რა შემიძლია კიდევ ვთქვა? ინსტინქტი და არა „ინსტიქტი“
- მწერალმა თუ არა, ჟურნალისტმა პიარმენეჯერმა მაინც უნდა იცოდეს, პაზლი და არა „პაზზლე“
(რებუსი) - ქართულ ენაში უცხოური ასოთგაორმაგებები არ გადმოდის, ევოლუციონერი და არა
„ევოლუციონისტი“ და ა.შ... აღარ ვლაპარაკობ ისეთ გავრცელებულ შეცდომებზე, როგორიცაა
„როგორ ხართ? (უნდა იყოს „როგორ ბრძანდებით“), „რა გინდათ?“ (უნდა იყოს „რა გნებავთ“)
და სხვა, მით უმეტეს, როცა გრამატიკულად გაუმართავი საუბარი ნაწარმოების გმირის სახის
შექმნას არ ჭირდება და საქმე ნასწავლი და ხაზგამით ზრდილობიანი პროფესორის მეტყველებას ეხება.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
P.S. სტატიის დამთავრების შემდეგ შევიტყვე, რომ ჩემი კრიტიკის საგანი ამასობაში მინისტრის მოადგილეც გამხდარა... აწი მშვიდად ვიქნები, ჩვენი კულტურანამდვილად საიმედო ხელშია!
0 კომენტარი.:
Post a Comment