5.8.11
სათვალეების აწმყო
Approved byაი, სათვალეებზე ჩემი დაპირებული სტატიით დაგიბრუნდით. სათვალეები ყველა სეზონისთვის საჭირო აქსესუარია. რა სჯობია მოდურ სათვალეებს? საქართველოში არსებული მოდის ტენდენციებიდან გამომდინარე, წელს კვლავ პოპულარულია ყველასათვის კარგად ცნობილი რეიბანები. რკინის რეიბანებთან ერთად, აქტუალურია პლასტმასის ფერად-ფერადი ვარიანტებიც, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს თინეიჯერებში.
ამბობენ, მოდა უკან ბრუნდებაო. მახსოვს, Ray ban–ის ის მოდელები, რომლებსაც ახლა მთელი საქართველო ატარებს, ჩემს ბავშვობაში იყო მოდაში. ეს სათვალეები, რომლის სურათსაც ეხლა გთავაზობთ, მეც მქონდა, თუმცა აღარ მახსოვს სად წავიღე, თორემ ეხლაც დიდი სიამოვნებით გავიკეთებდი. Ray ban არის ხარისხის და სიახლის სინონიმი. იგი ძველ მოდელებს, ასე ვთქვათ აცოცხლებს და სიახლის ისეთი შტრიხი შეაქვს, რომ სათვალე სუპერთანამედროვე და სუპერმოდური ხდება.
როდესაც საქმე სათვალეებს ეხება, მინდა საქართველოში ერთ-ერთი არც თუ ისეთი ცნობილი ბრენდი BYBLOS გავიხსენო. ეს ბრენდი სახელგანთქმულია ევროპაში. მას ახასიათებს უაღრესად თანამედროვე სათვალეების მოდელები, რომელიც დიდი პოლპულარობით სარგებლობს ყველა ასაკის და გემოვნების ადამიანში. განსაკუთრებით გამოირჩევა ამ ბრენდის ფერადი სათვალეები.
ვისაც უჩვეულო ფორმის სათვალეები გიზიდავთ, გირჩევთ ყურადღებით დაათვალიეროთ PRADA–ს უცნაური მოდელები. დარწმუნებული ვარ, პრადას მიერ შემოთავაზებულ ეს შავი, უჩვეულო ფორმის სათვალეები ბევრს დააინტერესებს, განსაკუთრებით კი ე.წ. გლამურული მოდის მიმდევრებს.
მათთვის, ვინც თვლის, რომ დიდი პლასტმასის სათვალეები არ უხდება, მინდა შევთავაზო Ralf Lauren–ის ძალიან საინტერესო და ულტრათანამედროვე სათვალეები. წელს განსაკუთრებით მოდაშია ფერადი ვარიანტები. ამ ბრენდმა მოდას წელსაც არ უღალატა და მრავალფეროვანი სათვალეები შემოგვთავაზა. მათ შორის შავ-წითელ სათვალეს განსაკუთრებით გამოვყოფდი. დამერწმუნეთ, ეს სათვალე უამრავი ფერის ტანსაცმელს მოუხდება.
არანაკლებ საინტერესო მოდელები აქვს Moschino-ს. ეს ბრენდი, როგორც ყოველთვის, ორიგინალობით გამოირჩევა. გთხოვთ, კარგად დააკვირდეთ ამ ყავისფერ სათვალეებს. დამეთანხმებით, რომ ნამდვილად ორიგინალური ფორმა აქვს. მოდელიც და ფერიც ძალიან განსხვავებულია იმ პლასტმასის სათვალეებისგან, რასაც ჩვენს ქალაქშში ატარებენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ფორმის სათვალეები კატეგორიულად არ მიხდება. მათ, ვინც ჩემსავით ყველანაირ სათვალეს ვერ იხდენს, მინდა შევთავაზო Dolce & Gabbanas მიერ შემუშვებული მეტად ორიგინალური და ამავე დროს სოლიდური მოდელი. ასეთი სათვალე ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის ძალიან სასურველი აქსესუარი იქნება. არ შემიძლია ორი სიტყვით არ შევეხო სათვალეების ჩემს საყვარელ ბრენდს Lagerfields-ს. მინდა აღვნიშნო ამ ფირმის სათვალეების განსაკუთრებული მინები: რაც არ უნდა ბნელოდეს გარშემო, სამყარო მაინც ნათელ ფერებში მოგეჩვენებათ.
წელს განსაკუთრებით დიდი ბუმია ხის აქსესუარების, სამკაულების, ქოშების და ასე შემდეგ. არ მეგონა, თუ ხის სათვალეებიც შემოვიდოდა მოდაში. თუმცა სათვალეების წარმოშობის ისტორიას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ პირველი სათვალეები სწორედ ხისგან იყო დამზადებული. ასე რომ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ არა მარტო ათი წლის წინანდელი მოდა ბრუნდება, უკან არამედ ათაწლეულის წინანდელიც.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი
0 კომენტარი.:
Post a Comment