13.11.12
ზეციური სამზარეულო
Approved by
ამას წინათ, ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში მორიგი ქექვისას,
ცნობილი კულინარიული კრიტიკოსის, ჯენის ვალდ-ჰენდერსონის მეტად საინტერესო სტატიას გადავაწყდი:
„მსოფლიოს საუკეთესო უცხოური ავიაკომპანიები და ჭამის მოყვარულები“. სიამოვნებით დავწერდი
იგივე სტატიას საკუთარი გამოცდილებიდან, მაგრამ დღეისთვის არსებული ავიაკომპანიების უმეტესობის
სამზარეულოზე ხელი ნამდვილად არ მიმიწვდება. თუმცა მაინც ვთვლი, რომ ტურიზმში ახალფეხადგმული
საქართველოს მომსახლეობითვის მართლაც საინტერესო თემაა, მით უმეტეს, რომ ამ სიის სათავეში
ჩვენთვის ასე ახლობელი და ნაცნობი „თურქიშ ეარლაინზია“ მოქცეული. ერთი სიტყვით, ამ თემაზე ქექვა გავაგრძელე, სხვა სტატიებს და ნიუსებსაც გადავხედე და აი, რა გავიგე:
ავიახაზების უმეტესობაში საჭმელი ერთმანეთს წააგავს
- როგორც წესი ფასიანია და ცოტა. ამას დამატებული ამოუცნობი და უაზრო ინგრედიენტების სია და ნათელი ხდება, რა მწირი ენთუზიაზმი აქვთ ადამიანებს, როცა საქმე ცაში ხალხის გამოკვებას ეხება. თუმცა ზოგიერთი, მეტწილად შორეულ რესიებზე მომუშავე უცხოური ფირმები ცდილობენ დროებას არ ჩამორჩნენ და მფრინავი-კულინარია საფრენ ბილიკებზეც გაიყვანონ. ამ უკანაკნელებმა დახმარებითვის ვარსკვლავ-მზარეულებს უხმეს და თვითფრინავი კაბინისთვის შესაფერისი საავტორო კერძების შექმნა და
იქაური სამზარეულოს უკეთესად აღჭურვაში დახმარება სთხოვეს, თან ბორტის მზარეულები
და ბარმენებიც მიაბარეს საწვრთნელად. ძირითადად, მაღალი კლასის გასტრონომიული შედევრები მხოლოდ პირველი
და ბიზნეს-კლასის მგზავრებისთვისაა გათვალიწინებული. ქვემოთ ჩამოთვლილი ხუთი ავიაკომპანია
კი ეკონომ-კლასის მგზავრებსაც "ვიპებივით" ანებივრებს. ასე რომ, ვინ იცის, ბედი რას გიმზადებთ და ეგებ მომავალი ფრენისას განუმეორებელი კულინარიული შთაბეჭდილებებიც კი გელოდებათ.
Turkish
Airlines
თურქული ავიაკომპანიის მომსახურება ჭამა-სმის მოყვარულთა ფანტაზიის სფეროა: გახამებულ,
ქათქათა სამოსსა და ცადაღამართულ მზარეულის ქუდში გამოწყობილი შეფი მგზავრებს თვითფრინავის
კართან ისე ეგებება, თოთქოს საკუთარ რესტორანში მიუძღოდეს. შორეული რესიების დროს,
პირველი და ბიზნეს-კლასების სამზარეულოზე პასუხს „მფრინავი შეფი“ აგებს. სწორედ ისინი
მუშაობენ მიწაზე, საჭმლის წინასწარი სამზადისის ეტაპზე და ფრენის განმავლობაშიც. აფრენიდან
სულ მალე, თვითფრინავის სალონში ახალმომზადებული ტრადიციული თურქული კერძების მომაჯადოებელი
სურნელი დგება და თანაც, ყველა კლასის პორცია ერთნაირად უხვია.
ფრენის განმავლობაში სიამოვნებას ისეთი სტარტერები მოგანიჭებთ,
როგორიცაა ზეთში მოთუშული არტიშოკი ან ანტრე - ზომიერად შესუნელებული ხორცით დატენილი
ბადრიჯანი. კომფორტული კლასების სტუმრებისთვის კულინარიული დონე კიდევ უფრო მაღალია:
ბიზნეს-კლასის მგზავრები მათთვის პერსონალურად შედგენილ სამგვერდიან მენიუს და განსხვავებულ
ღვინოების ჩამონათვალს ღებულობენ. მეზე ანუ პატარა თეფშების მენიუ სახლში დამზადებულ
იოგურტში ჩადებული პორტულაკის, სუპების და ზეითუნის ზეთიან და პილპილიან კრუტონებზე
მოთავსებული არტიშოკისაგან შედგება. ანტრე და დესერტებიც ასეთივე შესანიშნავია: წითელი
ოსპის შესანიშნავი გარნირით ულამაზესად გაფორმებულ გრილზე შემწვარ ზღვის ქორჭილას სახლში
დამზადებული არაჟნის ნამცხვარი და ქაფიანი კაპუჩინო მოსდევს - ლამის იოცნებო, რომ ფრენა
არასოდეს დასრულდეს.
Cathay
Pacific Airways
მინდორში ლაღად გაზრდილი
ქათმების ეკოლოგიურად სუფთა კვერცხებისგან მომზადებულ ერბოკვერცხი და ახალგახუხული
პურის ტოსტებისგან შემდგარი საუზმე 35 ათასი ფუტის (10,6 კმ) სიმაღლეზე უნდა მიირთვათ თუ არა? Cathay Pacific-ის თვითფრინავებში
პირველი კლასის სამზარეულო ჩახანებით, ტოსტერითა და ბრინჯის სახარშითაა აღჭურვილი. ასე
რომ, ზეციური ტრაპეზა წესითა და რიგითაა მომზადებული და არც მეტი არც ნაკლები, ახალდაყენებული
ესპრესო ან კაპუჩინო მოყვება. ყველა კლასის მგზავრებს შეუძლიათ დატკბნენ სპეციალისტების
მიერ მომზადებული ისეთი აზიური და დასავლური კერძებით, როგორიცაა ტაროს ფესვებთან ერთად
მოთუშული იხვი წითელი ლობიოს სოუსით, ან დაბალ ცეცხლზე შემწვარი ხბოს ბეჭი პასტერნაკთან
ერთად. პრივილიგირებული სავარძლების მფლობელებს მათთვი განკუთვნილ მენიუში ჰონგ კონგის
მიშლენის ვარსკვლავოსანი „Cafè Gray Deluxe” და „Feast (Food by EAST)“-ის შეფ-მზარეული
Gray Kunz-ის საავტორო კერძების გვერდით ისეთ გლამურულ სასმელებსაც პოულობენ, როგორიცაა
2007 წლის Château Lynch Bages Grand Cru Classé Pauillac.
და, Cathay Pacific-ის ზედმიწევნით ყურადღებიანი პერსონალი
თვითფრინავის ყველა მგზავრს ძილის წინ დამამშვიდებელ ჩინურ ჩაის სთავაზობს. ბევრი შორმანძილებზე
მომუშავე ავიახაზების მსგავსად Cathay Pacific-იც ღებულობს ნაირგვარ დიეტურ და მსგავს
შეკვეთებს. წინასწარ იტყობინებიან, რომ ავიახაზებს შეუძლია შემოგთავაზოთ 20 საგანგებო
მენიუ, რომელიც მისადაგებულია სხვადასხვა რელიგურ თუ დიეტურ შეზღუდვასთან: მუსლიმებისთვის,
ინდუსებისთვის, ებრაელებისთვის, ვეგეტარიანელებისთვის და უმი საჭმლის მოყვარულთათვისაც,
იმდენად რამდენადაც ყველას თავისი მოთხოვნა აქვს.
Singapore Airlines
ისეთი მძიმეწონიანი შეფების წყალობით, როგორიცაა Suzanne Goin-ი „Los Sngeles' Lucqurs“-დან Georges Blanc-ი, ამავე სახელწოდების
სამვარსკვლავიანი რესტორნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში და სინგაპურელი ობერ-შეფი Sam Leong-ი, Singapore Airlines-ის
მენიუ მიშლენის ვარსკვლავოსანი რესტორნის მენიუსავით იკითხება. სამივე მზარეული სინგაპურის
ავიახაზების საერთაშორისო კულინარიული პანელის წევრები გახლავთ და ისინი ეხმარებიან ავიაკომპანიის
შეფ-მზარეულებს ყველა კლასის მგზავრებისთვის განკუთვნილი მენიუს შედგენაში.
Singapore
Airlines-ი იმ გამონაკლის ავიაკომპანიათა რიცხვში შედის, რომელიც
მენიუს ფრენისას შეზღუდული პირობების გათვალისიწნებით საგანგებოდ აშენებულ ტესტ-სამზარეულოს
კაბინაში ქმნის. სამივე კლასისთვის გათვალისწინებულ კერძებს ისე იხილავენ და აკრიტიკებენ,
როგორც გენერლები საბრძოლო გეგმას: ხელმძღვანელობა კერძებს გაუთავებლად სინჯავს და
სინჯავს. ფრენისთვის განკუთვნილ ღვინოებსაც აქ არჩევენ - თურმე სიმაღლეზე ხანდახან ღვინის
გარკვეული ნიუანსები იკარგება.
ბიზნეს-კლასის, პირველი კლასის და ლუქსის მგზავრებს
ანებივრევებ. თვითმფრინავის სამზარეულოს რამდენიმენაირი ღუმელი აქვს (ორთქლით სახარშავის
და სახადის ჩათვლით) და ანტრეს, ანუ პირველი კერძის ყველა კომპონენტი ცალ-ცალკე მზადდება,
სანამ „ჟივენშის“ მარკის ჩინურ ფაიფურზე მოათავსებენ. ეს ბედის ნებიერები, ასევე, „Krug“-სა და „Dom Pérignon“- ს მიირთმევენ
ნაკლებადმარილიან ხიზილალასთან ერთად და ცხრა სხვადასხვა სახეობის პურის არჩევანი აქვთ. აქ შოკოლადიც კი ხელითაა დამზადებული.
Singapore
Airlines-ი თავის ვარკვლავურ კულინარიულ რეპუტაციას არ ღალატობს
და გარკვეულ ბენეფიტებს ეკონომ-კლასის მგზავრებსაც სთავაზობს. შედარებით ღარიბი მენიუ
ნორჩი კრევეტებისა და კარტოფილის სალათის და პლიუს, ასარჩევად ორი ანტრეს (მაგალითად,
ვოკში შემწვარი ქათამი და ბამბუკი ყლორტები სეზამის ზეთში), ყველის ასორტის, მარწყვის
მუსის ტორტის და სხვადასხვა სახის აზიური და დასავლური ჩაისაგან შედგება.
Emirates Airline
ირანული ხიზილალა? არის. „Dom Pérignon“-ი? არის. სავსე
თეფშები? კი, გეგონება ფეშენებელურ რესტორანში იყო მყარ მიწაზე. რა ბედნიერებაა რომ
შორს მანძილზე დაფრინავს Emirates
Airline-ი, თორემ ძილის დრო აღარ დარჩებოდა პირველ კლასში მისი
შვიდკერძიანი სადილის და ვახშმის გადამკიდე.
მაგრამ ვინ ამოუშვებს ხვრინვას ოსპის სალათზე მოთავსებული
შებოლილი მანდარინიანი წიწილის, ტყის თაფლით მოსარკალებული იხვის მკერდის, ან აგზოტიკური
არაბული მეზეს და ჰამურის შემხედვარე? ბიზნეს-კლაის მგზავრები 5 კერძიან სადილსა და
ვახშამს მიირთმევენ, რომელშიც ყველი და პორტვეინიც შედის. Emirates Airline-ი A380-ე ხომალდში შეზლონგებზე წამოწოლილი ბიზნეს და პირველი კლასის მგზავრები მეტისმეტად მონდომებული ბარმენის მირთმეულ „კრუ“-ს კლასის ღვინოებს წრუპავენ და კანაპეებს ღრღნიან.
Emirates Airline-ში ეკონომ-კლასის მგზავრებიც არ იჩაგრებიან.
სასმელების უმეტესობა, ღვინის ჩათვლით უფასოა, ისევე როგორც 5–თავიანი მენიუ. შებოლილი
თინუსი ჩამარინადებულ ბოტნეულთან ერთად, სეზონური სალათა, მაყალზე შემწვარი ბატკნის
ხორცი დარიჩინის სოუსით, წებოვანი ფინიკის პუდინგი, ყველი ბისკვიტებით და შოკოლადი
- ბოლოს და ბოლოს მეფური მიღებაა.
Etihad
Airways
Etihad პირველი კლასის მგზავრებს ექსკლუზიური საჭმლით
და პერსონალური მომსახურებით ანებივრებს. კურორტებსა და რესტორნებში გამოცდილი თვითფრინავის
შეფი ძირითადად à la minute მზარეულობითაა
დაკავებული და იქვე ამზადებს სოუსებს, თოხლო კვერცხს და ხარშავს მაკიატოს. პირველი
კლასის ყველა კლიენტისთვის ხელმისაწვდომი „The Mezoon Grille“-ს მენიუ, ცაში იმეორებს
უმაღლესი კლასის სტეიკ-ჰაუსს თავისი შესანიშნავად დაგრილული სისხლიანი თუ ბოლომდე შემწვარი
რიბაი-სტეიკებით და სოუებისა და მისაყოლებელი კერძების დიდი არჩევანით. შორ რეისებზე
მომუშავე საუკეთესო ავიაკომპანიების უმეტესობის მსგავსად Etihad-საც ცვალებადი მენიუ
აქვს. ექვს კერძიანი სადეგუსტაციო მენიუ თანამედროვე არაბულ სამზარეულოს წარმოადგენს,
თუმცა მგზავრებს შეუძლიათ სადილის მენიუ თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიონ (დასალულრი
კერძების ჩათვლით) და სადაც უნდათ და როცა უნდათ მაშინ ისადილონ.
ბიზნეს-კლასში ჭამა-სმის მენეჯერები ყველა ახირებას ასრულებენ.
ისინი Etihad-ის
მზარეულების და სომელიეების მხარდამხარ მუშაობენ და მგზავრებს ფრენის პროცესში კერძებისა
და სამელის შეხამებაში ეხმარებიან და სადაც უნდა ჩაფრინდეთ, იმ ქალაქში რესტორნებაც
კი შეგირჩევენ.
ასევე, მგზავრებს ასარჩევად სთავაზობენ სამ ანტრეს (დასავლური, ახლო აღმოსავლური ან დანიშნულების ადგილის მიხედვით), თბილ დესერტსა და ღვინოს, სპირტიან სამელებსა და ლუდს. Etihad-ი მგზავრებს შუა გზაზე სიურპრიზს უწყობს ხოლმე ბატიბუტისა და ნაყინის სახით, ხშირად ესპრესოს და კაპუჩინოსაც სთავაზობს - უფრო იშვიათად ეკონომ-კლასშიც...
ასევე, მგზავრებს ასარჩევად სთავაზობენ სამ ანტრეს (დასავლური, ახლო აღმოსავლური ან დანიშნულების ადგილის მიხედვით), თბილ დესერტსა და ღვინოს, სპირტიან სამელებსა და ლუდს. Etihad-ი მგზავრებს შუა გზაზე სიურპრიზს უწყობს ხოლმე ბატიბუტისა და ნაყინის სახით, ხშირად ესპრესოს და კაპუჩინოსაც სთავაზობს - უფრო იშვიათად ეკონომ-კლასშიც...
ეჰ, სანამ გული გამისკდა, ჯობია დავამთავრო.
კეთილი მგზავრობა, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment