15.11.12
მოწევაზე უარის თქმის საერთაშორისო დღე
Approved by
ყოველი ნოემბრის მესამე ხუთშაბათს მსოფლიო მოწევის წინააღმდეგ
ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გლობალური აქციის მიზეზი ამ მავნე ჩვევისაგან
გამოწვეული პრობლემების მიმართ ფართო მასების ყურადღების მიქცევაა. ექიმები მწეველებს
უმორჩილესი თხოვნით მიმართავენ, რომ ეს ერთი დღე მაინც შეიკავონ თავი, თუმცა, სიმართლე
გითხრათ ვერ ვხვდები, რა ხეირი. ერთი დღე რომ შველოდეს საქმეს, ალბათ ნიკოტინომანების
უდიდესი ნაწილი ყოველ მეორე დღეს მოწვაზე გადავიდოდა. დაახლოებით იგივე ვარიანტია,
ზოგიერთი ნაცნობი ხელჩანთაში ძვირიან სუნამოს ან სახის კრემს რომ გიპოვის და სასწრაფოდ
ჩაგეზიარება, გეგონება ერთი წათხიპვნით გაუქრება ყველა ნაოჭი. მგავს მიმართვებზე სულ
ჩვენი მის ენდრიუსი მახსენდება, რომელიც ყოველთვი ხალისობს ხოლმე შუა ჭავჭავაძის ან
წერეთლის პროსპექტზე, მირიადი მანქანების გამონაბოლქვის ნისლსა და უსარულო მშენებლობებიდან ადენილი ცემენტის ბუღში ობლად აღმოცენებული ორი
ხის ქვეშ ჩვილით მოსეირნე ბებიების დანახვაზე - ახლა ამათ გულწრფელად სჯერათ, რომ ბავშვი
სუფთა ჰაერზე ყავთ გამოყვანილიო.
სტატისტიკის თანახმად, სიგარეტისთვის თავის დანებებას
პირველივე ცდიდან მხოლოდ 20% ახერხებს... სტატისტიკოსებისადმი დიდი პატივისცემისდა
მიუხედავად, რაღაც არ მჯერა. ჩემს ირგვლივ, მხოლოდ მარადმოცადენი არიან, მიმტოვებელი
და თანაც პირველივე ცდიდან? რაღაც არავინ მაგონდება. გარდა ამისა, თამბაქოზე დამოკიდებულება
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გავრცელებულ ეპიდემიადაა აღიარებული და ამ „სენს“ ნიკოტინომანიას
უწოდებენ. ნიკოტინომანია კი ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის რანგში გადის. მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაციის ცნობით, თამბაქო ადამისანის სიკვდილის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი (ნეტა.
პირველი რომელია?) და მთავარი თავიდანაცილებადი მიზეზია.
თურმე მოწევის გამო ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი
იღუპება... იცით რა? ვინ ვარ მე რომ ექიმებს და სპეციალისტებს შევედავო, მაგრამ ჩემს
ირგვლივ თითქმის ყველა ეწევა, თან აქტიურად ეწევა და თამბაქოსგან მკვდარი არავინ მაგონდება.
მამაჩემის ბაბუა, რომელიც ღრმა ბავშვობიდან საკუთარ მოყვანილ თუთუნს ყალიონით აბოლებდა,
106 წლის მოკვდა და ისიც სიბერით. ახლა მეტყვით, თუთუნი ნატურალური იყოო, სამაგიეროდ
ფილტრი არ ქონდა!
როგორც „გვაიმედებენ“, არსებული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში
2020 წლისთვის სიგარეტის უდროო მსხვერპლთა რაოდენობა ხუთიდან ათ მილიონამდე გაიზრდება.
უფრო მეტიც, თამბაქო ერთადერთი ლეგალური პროდუქტია, რომლის რეგულარულ მომხმარებელთა
ნახევარიც მისი მოხამრების გამო ადრე და მალე კვდება. ამ ლოგიკით, სიგარეტის მწეველთა
1,3 მილიარდიან არმიას 650 წევრი „უსიკვდილოდ“ უნდა გამოაკლდეს. ჩვეულებრივ ადამიანის
ფეხები გასაფშეკად 50-დან 100 მილიგრამი ნიკოტინი ყოფნის. დღეში 20-25 სიგარეტის მწეველის
ფილტვებს კი 30 წლის ასაკისთვის დაახლოებით 150-160 კილოგრამი თამბაქო აქვს გადამუშავებული
და მხოლოდ იმიტომ სუნთქავს, რომ „საწამლავს“ ერთად კი არა, პატარ-პატარა დოზებით ღებულობდა.
გარდა ამისა, ექიმები იმასაც ამტკიცებენ, რომ ბრონქიტი და სასუნთქი გზების სხვა ქრონიკული
დაავადებები სიგარეტთანაა პირდაპირ დაკავშირებული... ჩვენ ოჯახში ეწევა თითქმის ყველა,
არ ეწეოდა ბებია და ბაბუა და არ ეწევა მამიდა - ოჯახის მწეველი წევრებისგან განსხვავებით,
სამივეს ქრონიკული ბრონქიტი აწუხებდა. მიდი და ენდე ახლა სტატისტიკას.
არ ვიცი, არ ვიცი, მე მოწოდებით არამწეველს, არც სიგარეტი მაწუხებს და არც მისი კვამლი. მე მოწევის წინააღმდეგ თავგადაკლული მებრძოლები უფრო
მაფიქრებენ. იმიტომ კი არა, რომ რამეს აშავებენ, უბრალოდ, ნებისმიერი იდეისადმი „თავგადაკლული“
დამოკიდებულება მაშინებს.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment