9.11.12
ქაოსი არასდროს მთავრდება
Approved by
ჩვეულებრივ ცხოვრებაში, როცა ქაოსზე ვლაპარაკობთ, უწესრიგობას,
არეულობასა და გარკვეულ დიკომფორტს ვგულისხმობთ. ფიზიკოს-მათემატიკოსებისთვის ასე კარგად
ცნობილი ქაოსის თეორიის მთავარი მუღამი კი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ფართო სამეცნიერო
გაგებით, მათემატიკური ქაოსი ქაოსური სულ არაა და კონკრეტულ კანონზომიერებებსა და ნორმებს
ემორჩილება. რაც თავისთავად სულაც არაა ლოგიკას მოკლებული. მაგალითად, ჩემი საწერი
მაგიდის უჯრები, ან ნებიმიერი ადამიანის სამუშაო მაგიდა ავიღოთ - უცხო თვალისთვის სრულიად
უაზროდ დახვავებულ ნივთების გროვაში ზუსტად ვიცი სად ვეძებო საწერი კალამი ან ქაღალდის
ნაგლეჯზე მიწერილი საჭირო ტელეფონის ნომერი. ტყუილად კი არ თვლიან ფსიქოლოგები და ფსიქიატრები,
რომ ზედმეტად მოწესრიგებული და მკაცრად წესებს დამორჩილებული გარემო ფსიქიური აშლილობისა
და მოუწესრიგებელი ნერვიული სისტემის პირველი და ხშირად საგანგაშო ნიშანია.
თანამედროვე სამყაროს ცხოვრების სტილიდან გამომდინარე,
სულ უფრო და უფრო ხშირად აწესებენ სტრესთან ბრძოლის, სიმშვიდის, გაწონასწორებულობისა
და ლაღი ცხოვრების სტილისადმი მიძღვნილ დღეებს. "ქაოსი არასოდეს კვდება"-ს საერთაშორისო
დღეც ასეთი დღესასწაულების რანგში გადის და მისი დანიშნულებაა, შეგვახსენოს რომ „აურზაური
დღევანდელი ცხოვრების თანამდევი და განუყოფელი ნაწილია“. სკოლის გაკვეთილების განრიგიდან
დაწყებული, არანორმალურად გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს და გიჟური და არამდგრადი ცხოვრების
სტილიდან გამომდინარე, ჩვენი ეპოქის საშუალო სტატისტიკური ადამიანი თავს ხაფანგში გამომწყვდეული
თაგვივით გრძნობს. როგორც არ უნდა ვეცადოთ და რაც არ უნდა კარგი დღე გავატაროთ, დღის
ბოლოსთვის ვინმე ან რამე აუცილებლად აგვირევს. როგორც არ უნდა დავალაგოთ სახლი, რამდენიმე
საათის შემდეგ თავიდანაა დასალაგებელი. ამიტომ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქაოსური მოვლენების
ნაწილი ვართ და ასეთი იქნება ცხოვრება დღესაც, ხვალაც, ზეგაც და უსასრულოდ. ერთი სიტყვით,
საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს.
ეს დღე კი მას მერე დააწესეს, რაც 1965 წლის 9 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთში ელექტოენერგიის დიდი ავარია
მოხდა და 30 მილიონზე მეტი ადამიანი დენის გარეშე დარჩა. დიდი ხნის მანძილზე დიდი მასშტაბის
უდენობამ 1965 წელს თუ ქაოსი გამოიწვია, თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა რა მოხდება სრული
კომპიუტერიზაციის ეპოქაში?
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment