28.11.12
ბეფ-სტროგანოვი ჟოლოთი
Approved by
დღეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კერძის მორიგ, საკმაო
საინტერესო რეცეპტს შემოგთავაზებთ ცნობილი რუსი კულინარისა და რესტორატორის, ალექსეი
ზიმინის რეცეპტებიდან.
ბეფ-სტროგანოვი ჟოლოთი
ინგრედიენტები: 500 გრ საქონლის ხორცის ფილე, 1 ხახვი,
400 მლ არაჟანი, 400 გრ ტყის სოკო ან შამპინიონები, 100 გრ კარაქი, 1 ს/კ მდოგვი, 200
გრ გაყინული ან ახალი ჟოლო, 50 მლ ნაღები, 20 გრ ოხრახუში და კამა, 500 გრ ატრია ან
მაკარონი, 50 მლ ზეთი, მარილი, პილპილ, 50 მლ ბულიონი
საქონლი ხორცი დავჭრათ საკმაოდ თხელ, მოგრძო ნაჭრებად.
ტაფა მაქსიმალურად გავავარვაროთ და დავასხათ ზეთი. დავყაროთ დაჭრილი ხორცი და დავბრაწოთ
ყველა მხრიდან. სანამ ხორცი იწვება, ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად. დაბრაწული ხორცი
ტაფიდან გადმოვიტანოთ თეფზე. ტაფას ნუ გავრეცხავთ და ხორცის შენაწვავ ძვირფას წვენს
ნუ გავანადგურებთ - დავამატოთ ცოტაოდენი კარაქი და დავყაროთ ხახვი მოსათუშად. სოკო
დავჭრათ დაახლოებით ხორცის ზომის ნაჭრებად და დავუმატოთ ხახვს. მოვურიოთ, რომ არ დაიწვას.
ვთუშოთ დაახლოებით 3-4 წუთი. ცალკე ქვაბში, მარილიან წყალში მოვხარშოთ ატრია ან მაკარონი.
სოკოს და ხახვს დავუმატოთ ცოტაოდენი ბულიონი, ნაღები, არაჟანი და მდოგვი. მოვაყაროთ
დაჭრილი ოხრახუში და კამა. მოვურიოთ.
ჩავაბრუნოთ ხორციც. შევამარილ-შევაპილპილოთ. ჩავამატოთ ჟოლოც და კარგად მოვურიოთ. მივირთვათ მოხარშულ
ატრიასთან ან მაკარონთან ერთად (მაკარონი ან ატრია რომ მოიხარშება, შევამარილ-შევაპილპილოთ
და ცხელ ატრიაზე დავაგდოთ კარაქის ნაჭერი).
თეფშზე დავყაროთ ატრია, ზემოდან კი დავასხათ ბეფ-სტროგანოვი
და გემრიელად მივირთათ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი
მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment