7.4.11
„Whatever can go wrong, will go wrong“ (Murphy's Law)
Approved byყველას გაგონილი გვაქვს მერფის კანონზე. ხშირად ამ კანონს ერთმანეთს სიცილით ვახსენებთ ხოლმე, უმეტესად კი სიმწრის ღიმილით ჩვენვე გვახსენდება: მაგალითად, როდესაც გინდა განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება დაუტოვო ახლად გაცნობილ მამაკაცს, ზუსტად მაშინ უნდა დაგებას ენა, გადაგიბრუნდეს ფეხი, თეთრ მაისურზე წითელი ღვინო გადაგესხას... ნუთუ არსებობს ქალი, ვისაც მსგავსი რამ ჯერ არ მოსვლია (თუ თქვენ შორის ვინმე არის, ვინც ეხლა იტყვის: "კი, მე მსგავსი არასოდეს დამმართვნია", მაშ მერწმუნე, აუცილებლად დაგემართება! ეს მერფის კანონია).
არ დამავიწყდება, რა გამწარებული მოვიდა ერთხელ ჩემთან ჩემი მეგობარი გოგონა, დასვრილი მუხლებით და გახეული კოლგოტკებით. აწითლებული სახით, დარცხვენილმა მომიყვა: ქუჩაზე გადმოდიოდა (ყველამ ვიცით, ეს უკვე რამხელა გმირობაა საქართველოში), რომ მის წინ მანქანა გაჩერდა და გზა დაუთმო საოცრად სიმპათიურმა ახალგაზრდა მამაკაცმა (ასევე ვიცით, რომ ესეც სასწაულის ტოლფასია - გზის დამთმობი ჯენტლმენი სანთლითაა საძებარი და, ამასთანავე, თუ სიმპათიურიცაა...). ჩემმა მეგობარმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და გაიპრანჭა, განაზდა და ეცადა, რაც შეიძლება მომხიბლველად გაევლო მანქანის წინ, თანაც (რა თქმა უნდა!) ამ სიმპათიურ მამაკაცს მორცხვად შეჰღიმა, და აი აქ, ზუსტად აქ მოხდა ის, რაც გარდაუვალია: ფეხი გადაუბრუნდა და ზედ ამ სიმპატიური მამაკაცის წინ წაიქცა... თქვენ გგონიათ ეს დამთხვევაა? არა, ეს მერფის კანონია.
თუნდაც საკუთარი ბავშვობა და ახალგაზრდობა გაიხსენეთ: როგორ იყო, სკოლაში რომ ბიჭს აღმერთებდით, მისი ყურადღების მიქცევას ყველანაირად ცდილობდით და ზუსტად მაშინ, როცა თქვენი ოცნების ობიექტი გაღირსებდათ და გამოგხედავდათ, იწუთასვე აუცილებლად რაღაც სასწაული უნდა დაგმართვნოდათ. ანდა მოულოდნელად ქარი ქვედაბოლოს აგიფრიალებდათ და აღარ იცოდით, სირცხვილით სად დამალულიყავით, ან მაინდამაინც მაშინ უნდა მოგხვედროდათ სახეში სხვისთვის გამიზნული უზარმაზარი თოვლის გუნდა, ან ვიღაც მოზვერი უნდა დაგჯახებოდათ და წაექციეთ, ან, ან, ან... უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია. ეხლა მეტყვით, ეს ბავშვობაში ვის არ მოსვლიაო, და ამ ყველაფერს ბავშვურ დაუდევრობას დააბრალებთ. გული უნდა დაგწყვიტოთ, მაგრამ მერწმუნეთ, მერფის კანონი მთელი ჩვენი ცხოვრება ძალაში რჩება და თავს მოულოდნელად გვახსენებს. აბა გაიხსენეთ, თუნდაც პირველ პაემანზე - განსაკუთრებით ლამაზი რომ გინდა იყოთ, - დილაუთენია სარკეში ჩახედვისთანავე პირველი რა შემოგცინებთ? რა თქმა უნდა, უზარმაზარი წითელი "პრიშჩიკი!“

ან ოფიციალურ შეხვედრაზე რომ მიიჩქარით, უსაყვარლესი თეთრი მაისურის (ყველაზე მეტად რომ გიხდებათ და თავდაჯერებულობასაც გმატებთ) სწრაფად გადაუთოვებას რომ გადაწყვიტავთ და დაგეწვებათ. არა? კი ბატონო, ამას თუ გადაურჩით, მაშინ ჩაცმისას პომადით აუცილებლად დაგესვრებათ!
იცოდით, რომ მერფის კანონს რამოდენიმე ქვეპუნქტიც ახლავს?
1) ყველაფერი უსიამოვნო უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე გვგონია.
არ გჯერათ? მაშინ გავიხსენოთ, როცა გვეჩქარება, სალაროსთან სანამ მივალთ, უცებ შევავლებთ თვალს, სად არის ყველაზე პატარა რიგი და სასწრაფოდ იქით მივეშურებით. ვდგავართ კმაყოფილი სახით და უცებ ვამჩნევთ, რომ გვერდით სალაროსთან, სადაც ორჯერ მეტი ხალხი იდგა, რიგი უფრო სწრაფად მიიწევს წინ. თქვენ კი მესამე იყავით რიგში, მაგრამ წუთები გადის, გვერდითა რიგი წინ მიიწევს და თქვენ კი ისევ მესამე ხართ...
ანდა ავიღოთ მანქანის გასამართი სადგურები. რა თქმა უნდა, ვაჩერებთ იქ, სადაც ყველაზე ცოტა მანქანა დგას იმ იმედით, რომ სულ რაღაც 2–3 წუთში ჩვენც მოგვემსახურებიან. და ვდგავართ... ველოდებით... დრო გადის, ჯერ საჭეზე მოუთმენლად თითებს ვაკაკუნებთ, მერე მუშტებს... თან საკუთარ თავს ვეკითხებით, ნეტავ დღეს საწვავის ჩასხმა თუ მეღირსება?
2) როდესაც გინდა რამით სერიოზულად დაკავდე, აუცილებლად გამოჩნდება რაღაც, რაც ამაში ხელს შეგიშლის.
მე, მაგალითად, წელიწადია, რაც სერიოზულად გადავწყვიტე, საკუთარ ჯანმრთელობას მივხედო, ანუ ფიტნესკლუბში ვიარო. თანამოაზრენიც შევაგროვე. კი, ყველას ნამდვილად ძალიან გვინდა, მაგრამ საკმარისია შევთანხმდეთ, პირველად როდის მივიდეთ, რომ აუცილებლად ზუსტად იმ დღეს გასკდება რადიატორის მილი, ან მეზობლები წყალს ჩამოგიშვებენ... თუ მოხდა სასწაული და სახლში, სამსახურსა და სამეგობროში ყველაფერი წესრიგშია, მოულოდნელი კრება არავინ დაგინიშნა, მაინდამაინც იმ დღეს თავის შეყვარებულს არცერთი მეგობარი არ დაშორებულა და მეზობლებმაც წლის განმავლობაში ყველა მილი შეაკეთეს, მაშინ ბედნიერად ფიტნესკლუბისკენ მიმავალს, გზად აუცილებლად სიმპათიური მამაკაცი შეგხვდება, ის გზას დაითმობს, შენ ენა დაგებმევა, ფეხი გადაგიბრუნდება და... არ გჯერათ? მაშ, თავად სცადეთ.

3) ამინდი ჩვენი მოსისხლე მტერია.
მამიდაჩემი, უკვე ასაკში შესული ქალბატონი, საოცარი სისუფთავის მოყვარული გახლავთ. ერთია, რომ ფანჯრების წმენდა უჭირს ძალიან. მაგრამ არის დღეები, როცა სასწაული ჟინი შეიპყრობს, მოიმარჯვებს ჯამს და ტილოს, დადგამს კიბეს და სათითაოდ ყველა ფანჯარას გულმოდგინედ გააპრიალებს. ჩვენს მეზობლებს, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი შეუმჩნევლად არ რჩებათ და ყველანი სასწრაფოდ ახლად გაფენილ, ჯერ კიდევ სველ სარეცხსაც კი უკან ხსნიან და სახლში შეაქვთ. გაგაოცათ, არა, ამ უცნაურმა საქციელმა? ახლავე აგიხსნით: საქმე იმაშია, რომ მამიდაჩემი ამ ბინაში უკვე 40 წელზე მეტია ცხოვრობს და ყველა მეზობელმა ისწავლა, რომ, როდესაც მამიდაჩემი ფანჯრებს წმენდს, რაც არ უნდა გვალვა იყოს თბილისში, იმ დღეს აუცილებლად კოკისპირულად იწვიმებს.
და საერთოდ, ვინ თქვა, რომ ჩვენ ბუნების შვილები ვართ? მე თუ მკითხავთ, ბუნება ჩვენი გაავებული დედინაცვალია. აბა, გაიხსენეთ რამდენჯერ ყოფილა, რომ მზიან თბილ ამინდში, ლამაზად გამოწყობილი, საგულდაგულოდ თმებგასწორებულ-დაყენებული ქუჩაში გასულხართ და მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ბედნიერი, სახეს მზეს მიუშვერთ, გაზაფხულის თბილ ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავ და გაიფიქრებ, რომ შეუძლებელია დღეს რამემ ხასიათი გაგიფუჭოს, აი, სწორედ მაშინ უნდა ამოვარდეს ქარი, ან წამოვიდეს თავსხმა წვიმა! თუკი ამას გადაურჩით (ეტყობა, მამიდაჩემს იმ დღეს ფანჯრები არ დაუწმენდია), მაშინ თავზე აუცილებლად გადაგიფრენთ მტრედების გუნდი და... ან... ან... ან... მოკლედ, თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია. მე კი პიტერ ო`ტულის კომენტარით დაგემშვიდობებით: "Murphy was an optimist."

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბაგირა
4 კომენტარი.:
ერთი ჩემი სტუდენტობის მეგობარი გამახსენდა. ძალიან ლამაზი გოგო იყო. ბიჭი რო მოეწონებოდა, მისი მუცელი ძალოიან ხმამაღალ ბუყბუყს იწყებდა და საცოდავი გოგო თავისი სიმპატიის საგანს, სირცხვილით სიახლოვესაც ვეღარ ეკარებოდა :))))))
მე საერთოდ მარცხის მაგნიტი ვარ, ყველაფერი სამარცხვინო და საშინელება მე უნდა დამემართოს, სახეში მოხვედრილი გუნდით დაწყებული, და ხალხით გატელინი ტრამვაის კარებან გაშოტვით დამთავრებული არაფერი გამომიტოვებია :)))) თუმცა ერთმა ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა ბავშვობაშივე გადამიჯოკრა :))) ( აქ არ მოვყევი მისი ისტორია,რადგანაც მას ჯერჯერობით ისევ მხოლოდ მწარე ღიმილით ახსენდება )
ეგეთები ვის არ მოსვლია?! მე ერთხელ ახალი წლის მაგივრად, ძალიან რომ მინდოდა თავი მომეწონებინა ისეთ ხალხს დაბადების დღე მივულოცე!
მე სადაც ვსწავლობდი, უნივერსიტეტის იმ კორპუსის კიბეები საკუთარი კუდუსუნით სულ საფეხურ-საფეხურ მქონდა დათვლილი - ერთი ჩემზე უფროსი თანაფაკულტეტელის დანახვაზე სულ ფეხი მიცდებოდა ხოლმე...
Post a Comment