Хоть горшком назови только в печь не ставь...

Approved by Natia Jinjolava



Shoo-fly pie
საკმაოდ პატარა ვიყავი და ზუსტად არ მახსოვს, წამიკითხეს თუ ფილმში ვნახე, მაგრამ ვეზიარე თუ არა „კაცია ადამიანის“ გასტრონომიულ სამყაროს, იქიდან მოყოლებული მახალისებს სიტყვა ბოზბაში, რომელიც რატომღაც ბუზებიანი საჭმლის ასოციაციას მიქნის  და რომლის რეცეპტიც დღემდე უცნობია ჩემთვის. როგორც ჩანს, ჩემს ბავშვურ წარმოსახვაზე თათქარიძეების ოჯახის საყვარელმა საქმიანობამ – ბუზების თვლამ მოახდინა გავლენა, მაგრამ ბიოზბაშის ხსენება და მწვანილმოყრილი ხორციანი შეჭამანდით სავსე მათლაფის წარმოდგენა, რომელსაც თავს ბუზების უნისონში მოზუზუნე გუნდი დასტრიალებს ერეთია. არადა, ვინ იცის, ეგებ საკმაოდ გემრიელი და უწყინარი საჭმელია?! თუმცა, არც კი ვცდილობ ჭეშმარიტების დადგენას – დარჩეს ასე, ბავშვობის მხიარულ და, ჩემი წარმოდგენით, მაინცდამაინც ქართული სოუზის არომატიან მისტერიად.
Mississippi mud pie
მსოფლიო კულინარიით დაინტერესებასთან და ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეებთან წვდომასთან ერთად, „ბოზბაშის“ ტიპის სახალისო სიტყვების მარაგი ერთიორად გამიმდიდრდა და მოწინავე ადგილები ტუნისურმა შუკშუკ კვერცხებმა, მაროკოულმა კუსკუსმა, ელზასურმა შუკრუტმა (sükrüt), არგენტინულმა ჩიმიჩურიმ (chimmichurri) და მისისიპის შლამიან ნამცხვართან (mississippi mud pie) ერთად ამერიკულმა შუ–ფლაი პაიმ (shoo-fly pie) დაიკავა, რაც სიტყვასიტყვით „აქშა, ბუზო!“ ნამცხვარს ნიშნავს.
საჭმლისთვის უცნაური სახელის დარქმევაში ჩემპიონები მაინც ბრიტანელები აღმოჩნდნენ, რომლებიც ამ საქმეს არა მარტო შემოქმედებითად მიუდგნენ, არამედ მათთვის ჩვეული იუმორიც ჩააქსოვეს და ასე მოევლინა სამყაროს ათი ყველაზე სასაცილო და უცნაური სახელის მქონე კერძი, რომელთა სრული სიაც ასეთია:

Toad in the hole - გომბეშო სოროში














Bubble and Squeak - ბუყბუყი და შიშხინი


















Spotted Dick - კოპლებიანი დიკი (დიკი ინგლისურად პენისს ნიშნავს)













Welsh Rarebitt/rabbit - უელსური ბოცვერი













Cullen Skink - ქულენური სცინკი (ხვლიკის ნაირსახეობა)













Stargazey pie - ვარსკვლავთმრიცხველების (ცაში მომზირლების) ნამცხვარი













Singing hinnies - მომღერალი ჯორები













Angels on horseback - ცხენოსანი ანგელოზები


















Jam roly poly - ჯემიანი ჩია და მსუქანა კაცი. ამ ნამცხვარს ორი კიდევ უფრო მადისაღმძვრელი მეტსახელიც აქვს: dead man’s arm  – მკვდრის მკლავი ან dead man’s leg – მკვდრის ფეხი













Love in disguise - გადაცმული სიყვარული















საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment