8.5.13
ფლამბირებული ფორთოხლის ყავა და ფორთოხლის სილაბაბი
Approved by
სილაბაბი 16-19 საუკუნის ინგლისის საკმაოდ პოპულარული დესერტია, რომელიც ნაღებით, რაიმე ალკოჰოლური სასმელითა და შაქრით მზადდება.
მისი ფესვები ლამი ტიუდორების დინასტიამდე მიდის და დღემდე საკმაოდ პოპულარულობით სარგებლობს, განაკუთრებულად
საზეიმო წვეულებებსა და მიღებებზე.
ფლამბირებული
ფორთოხლის ყავა და ფორთოხლის სილაბაბი
ერიკ ლანლარდის რეცეპტით
6 პორცია
6
ფორთოხალი, 1ლ ლიქიორი „Grand Marnier“, 175 მლ ლიქიორი „Cointreau“, 2 ლიმონის წვენი,
50 გრ შაქართან ერთად გატარებული ბუსტუღი (ფსტის კაკალი) ანუ ბუსტუღის პასტა, 2 ს/კ
ვარდი წყალი (იყიდება აფთიაქებში), 125 გრ შაქარი, 600 მლ ცხიმიანი ნაღები, 2 ს/კ წვრილად
დაჭრილი ბუსტუღი (ფსტის კაკალი), 6 პორცია მაგარი ყავა „ამერიკანო“
დესერტის მომზადებამდე 1 კვირით ადრე ფორთოხლებს კანი
მსხვილ ბურბუშელად ავათალოთ, ჩავყაროთ ჯამში და დავასხათ ლიქიორი „Grand Marnier“.
თავსახური დავაფაროთ და დავდგათ გრილ და ბნელ ადგილას.
ერთმანეთში გადავურიოთ „Cointreau“, ლიმონის წვენი,
ვარდის წყალი, ბუსტუღის პასტა და შაქარი და ვურიოთ სანამ შაქარი არ გადნება. ნაღები
ავთქვიფოთ მიქსერში და ნელ-ნელა ჩავათქვიფოთ ლიმონის წვენისა და ბუსტუღის პატის ნარევიც.
გამზადებული სილაბაბი მინი ჭიქებში გავანაწილოთ და ზემოდან წვრილად დაჭრილი ბუსტუღი
მოვაყაროთ.
მოგრძო თეფშზე მოვათავსოთ სილაბაბიანი ჭიქა და ყავა
ლატეს ჭიქა. ლიქიორში ჩამარინადებული ფორთოხლის კანი ამოვიღოთ ლიქიორიდან, დავფერთხოთ
ზედმეტი ალკოჰოლისგან, დავყაროთ სუფთა ტაფაზე ან ლითონის ლანგარზე და წავუკიდოთ
ცეცხლი. ცეცხლწაკიდებული კანები ჩავყაროთ ჭიქებში და ზემოდან დავასხათ ქაფქაფა შავი
ყავა.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment