1.5.13
სააღდგომო "ყიყლიყო" ესპანეთიდან – ტორიხა
Approved by
ტორიხას, ანუ ჩვენებური ყიყლიყოების და ფრანგული ტოსტების
ნათესავი თავის ისტორიას დაახლოებით მეთხუთმეტე საუკუნიდან ითვლის, როცა კათოლიკე ბერები
მარხვის დროს უხორცობის კომპენსაციას იაფი, სწრაფი და უგემრიელესი დესერტით, რძიან
კვერცხში ამოვლებული და შაქარმოყრილი პურით ცდილობდნენ.
Torrijas al Pedro Ximenez – ტორიხა ღვინით
1
ცალი წინა დღის პური 200 მლ ტკბილი ღვინო (სასურველია „პედრო ხიმენესი“), 1 კვერცხი,
50 მლ extra virgin ზეითუნის
ზეთი, შაქარი
პური დავჭრათ თხელ ნაჭრებად. ნაჭრები დავალბოთ (ამოვავლოთ) ღვინოში,
ოღონდ ბოლომდე ნუ გავჟღინთავთ. მათლაფაში გავთქვიფოთ კვცერცხი და სამზარეულოს ფუნჯით
გადავუსვათ პურს ორივე მხრიდან. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და დავბრაწოთ ღვინოში და კვერცხში
ამოვლებული პურის ნაჭრები. ერთი მხრიდან რომ შეოქროსფერდება, გადავატრიალოთ. მზა ტორიხებს
მოვაყაროთ შაქარი და მივირთვათ ცხლად.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment