12.5.13
შოკოლადიანი ყავა წვიმიანი საღამოსთის
Approved by
შოკოლადიანი
ყავა და ნიგვზის ნამცხვარი
8 პორცია
375 გრ ოთახის ტემპერატურის მზა ფხვიერი ცომი,
50 გრ მარციპანი, 200 გრ გატარებული ან წვრილად დაჭრილი ქიშმიშის, შავი ქლიავის ჩირის,
კურაგის, ნიგვზის და გახეხილი ლიმონის ცედრის ნარევი და 24 ცალი ნიგვზის ლებანი;
შოკოლადიანი ყავისთვის: 1,5 ლ ახალმოდუღებული მაგარი
ყავა, 50 გრ უმაღლესი ხარისხის შავი შოკოლადი დაჭრილი, 4 ს/კ ბრენდი, 140 გრ ცხიმიანი
ნაღები, 2 ს/კ შაქარი, ½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი
გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. გავაბრტყელოთ ცომი და ჩავტკეპნოთ
24 ცალ 6 სმ დიამეტრის ტარტალეტკის ფორმაში. მარციპანი გავყოთ 24 ნაწილად და ჩავაფინოთ
ცომამოფენილი ტარტალეტკების ფსკერზე. ზემოდან გავანაწილოთ გატარებული ჩირის ნარევი და
ვაცხოთ 10 წუთის განმავლობაში. მერე თითოს თითო ლებანი ნიგოზი დავადოთ თავზე და ვაცხოთ
კიდევ 5 წუთი. გამოვიღოთ, გავაგრილოთ და ამივიღოთ ფორმებიდან.
სანამ ტარტალეტკები ცივდება მივხედოთ ყავას: ცხელ ყავაში
ჩაყაროთ შოკოლადი და ვურიოთ სანამ შოკოლადი არ გადნება, დავუმატოთ ბრენდი და გავანაწილოთ
8 ჭიქაში. ავთქვიფოთ ნაღები, შაქარი და დარიჩინი. ათქვეფილი ნაღები გავანაწილოთ ყავიან ჭიქებში და დავლიოთ სანამ ცხელია და თან თბილი ტარტალეტკები მივატანოთ.
©
delicious.magazine
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment