6.5.13
Cinco de mayo
Approved by
5 მაისს
მექსიკაში ყველაზე დიდი ეროვნულ დღესასწაულს - „სინკო დე მაიოს“ (5 მაისი) ანუ
1862 წლის 5 მაისს ქალაქ პუებლოსთან ფრანგულ არმიაზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამერიკის შეერთებული შტატების მექსიკელებით დასახლებულ რეგიონებში სახალხო სეირნობები, ფესტივალები, დღეასწაულები იმართება და რასაკვირველია, ეს ყველაფერი ვერ ჩაივლის ნაირფეროვანი მექსიკური
დეკორაციებისა და მექსიკური სამზარეულოს პოპულარული კერძების გარეშე. ჰოდა, ამ ღირშესანიშნავ თარიღს და მექსიკელი ერის სიხარულს ჩვენს ბლოგზე ერთი დღის დაგვიანებით მექსიკური რეცეპტების გამოქვეყნებით ვუერთდებით.
მაშ, ასე:
ბრინჯი
მექსიკურად
პოლა დინის რეცეპტით
8-10 პორცია
2
ს/კ კარაქი, 300 გრ გრძელი ბრინჯი, 100 გრ წვრილად დაჭრილი ხახვი, 100 გრ წვრილად დაჭრილი
მწვანე ბულგარული წიწაკა, 1 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 400 მლ წყალი, 400 გრ კანგაცლილი
პამიდორი დაჭრილი, მწვანე ცხარე წიწაკა დაჭრილი გემოვნებით, 1 ჩ/კ ცხარე წიწაკა დაფქული,
1 ჩ/კ მარილი, 200 გრ ყველი ჩედერი გახეხილი
დიდი ზომის ტაფაზე გავადნოთ კარაქი საშუალო ცეცხლზე
და 1-2 წუთი განმავლობაში მოვხალოთ ბრინჯი. დავუმატოთ ხახვი, ბულგარული წიწაკა და ნიორი
და ვთუშოთ, სანამ ბრინჯი მუქ ოქროსფრად არ დაიხრაკება. ვურიოთ ხოლმე. დავუმატოთ პამიდორი,
წყალი, წიწაკა, დაფქული წიწაკა და მარილი და წამოვადუღოთ. მერე ჩავუწიოთ ცეცხლი, დავაფაროთ
თავსახური და ვხარშოთ 15-17 წუთი. გადავურიოთ გახეხილი ყველი, გადმოვიტანოთ ფაიფურის ჯამში და მივირთვათ ცხლად.
კარტოფილი
მექსიკურად
4 პორცია
800
გრ გათლილი და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ხახვი წვრილად
დაჭრილი, 1 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, ½ ჩ/კ დაფქული პილპილი, ½ ჩ/კ დაფქული პაპრიკა, 1 ჩ/კ დაფქული
ძირა, ½ ჩ/კ დაფქული ცხარე წიწაკა, არაჟანი მისატანებლად
კარტოფილი 5 წუთის განმავლობაში ვხარშოთ მარილიან წყალში. სანამ კარტოფილი იხარშება, ტაფაზე ზეთი გავაცხელოთ და ძალიან დაბალ ცეცხზლე ვთუშოთ ხახვი
8 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ნიორი და სანელებლები და ვთუშოთ კიდევ 2 წუთი. კარტოფილი
გადავწუროთ თუშფალანგზე და ჩავყაროთ მოთუშულ ხახვში. ავუწიოთ ცეცხლი და კარგად მოვურიოთ.
ვხრაკოთ 10 წუთის განმავლობაში და მერე მივირთვათ არაჟანთან ერთად.
Pastel de Tres Leches - სამი რძის ნამცხვარი
4
მსხვილი კვერცხი, 1 ჭ შაქარი, 85 გრ გამდნარი კარაქი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 450
მლ რძე, 300 გრ
ფქვილი, 1 ჩ/კ სოდა, ¼ ჩ/კ მარილი, 350 მლ უშაქრი შესქელებული რძე, 400 მკ შაქრიანი შესქელებული რძე, 1 ს/კ მუქი რომი, 2 მწიფე მანგო, 3 ს/კ შაქარი, 200 მლ ცხიმიანი ნაღები,
დაფქული დარიჩინი
გავახუროთ ღუმელი 175°C-მდე. 20 სმ გვერდების მქონე
კვადრატული საცხობი ფორმა დავცხიმოთ მცენარეული ზეთით და ფსკერზე ჩავაფინოთ პერგამენტის
ქაღალდი.
ბისკვიტისთვის: ფართო ჯამში ვთქვიფოთ კვერცხები და შაქარი
დაახლოებით 6 წუთი. წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ გამდნარი კარაქი, ვანილი და ¼ ჭ რძე.
ფქვილი, სოდა და მარილი გადავურიოთ ერთმანეთში და ჩავათქვიფოთ ათქვეფილ კვერცხს და
კარაქს. ცომი ჩავასხათ ქაღალდჩაფენილ და დაცხიმულ ფორმაში და შევდგათ ღუმელში დაახლოებით
30 წუთით. ნამცხვრის მზაობა შევამოწმოთ ხის ჩხირით, ნამცხვრის შუაგულში ჩარჭობილი ჩხირი სუფთად
თუ ამოვიდა, ბისკვიტი მზადაა. ფორმის კიდეებში ბასრი დანა მოვატაროთ და ბისკვიტი გადმოვიღოთ
ფორმიდან. გავთქვიფოთ დარჩენილი 2 ჭ რძე, შესქელებული რძეები და რომი 2 ს/კ შაქართან
ერთად. ჯერ კიდევ ცხელი ბისკვიტი დავჩხვლიტოთ ჩანგლით და თავზე მოვასხათ ათქვეფილი
რძის მიქსტურა - შევეცადოთ რომ რაც შეიძლება კარგად გაიჟღინთოს. ბისკვიტი სითხეს რომ
შეიწოვს, გადავაფაროთ რამე და შევდგათ მაცივარი მინიმუმ 1 საათით, ჯობია მთელი ღამით.
ჭამის წინ მანგო გავთალოთ და დავჭრათ კუბიკებად. მანგოს
ნახევარი 2 ს/კ შაქართან ერთად დავაბლენდეროთ და პიურედ ვაქციოთ და დაჭრილ მანგოს დავუმატოთ. ნაღები ავთქვიფოთ 1 ს/კ შაქართან ერთად.
ნამცხვარს თავზე გადავუსვათ ათქვეფილი ნაღები, მოვაფრქვიოთ
ცოტაოდენი დარიჩინი, დავჭრათ და მივირთვათ მანგოს პიურესთან ერთად.
სხვათა შორის, ამ ნამცხვრის კლასიკურ ვირიანტს მანგოს
გარეშე აკეთებენ - ანუ ყველაფერი იგივე, მანგოს პიურეს გარეშე, ხანდახან კი მანგოს
ნაცვლად მარწყვით რთავენ.
ფორთოხლის
და ყავის ფლანი
6-8 პორცია
85
გრ შაქარი, ფორთოხლის კანის 1 მსხვილი ანათალი, 4 ჩ/კ ხსნადი ყავა, 5 მსხვილი კვერცხი,
400 მლ შესქელებული რძე, 350 მლ რძე, 350 მლ ნაკლებადცხიმიანი ნაღები, 1 ჩ/კ ვანილის
ექსტრაქტი, ¼ ჩ/კ დაფქული დარიჩინი, მწიკვი
მარილი
სქელძირიანი პატარა ქვაბით საშუალო ცეცხლზე შემოვდგათ
შაქარი გასადნობად და ნუ მოვურევთ 10 წუთის განმავლობაში სანამ ქარვასავით მუქი არ
გახდება. მერე კარამელში ჩავაგდოთ ფორთოხლის ქერქი და გავაჩეროთ 30 წამი. ქერქი ამოვიღოთ და გადავაგდოთ მზა კარამელი ჩავასხათ
23 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში და გავაჩეროთ 10 წუთი.
მანამდე გავახუროთ ღუმელი 175°C-მდე. ფართო ჯამში ხსნადი ყავა
გავხსნათ 1 ს/კ თბილ წყალში. ავთქვიფოთ კვერცხები ყავასთან ერთად. დავუმატოთ შესქელებული
რძე, რძე, ნაღები, დარიჩინი, ვანილი და მწიკვი მარილი. ავთქვიფოთ კარგად, გადავწუროთ
საცერზე და ისე ჩავასხათ კარამელიან ფორმაში. ფორმას მჭიდროდ გადავაკრათ ალუმინი ფოლგის
ნაჭერი და ჩავდგათ უფრო დიდი ზომი საცხობ ფორმაში და ისე შევდგათ ღუმელში. დიდ ფორმაში
ჩავასხათ ცხელი წყალი ისე, რომ ფლანიან ფორმას წყალი შუამდე წვდებოდეს (წყალი ფლანში
არასდიდებით არ უნდა ჩავიდეს!). ვაცხოთ საათნახევარი ან საათი და 45 წუთი. მზა ფლანი
გვერდებში უნდა შეიკრას, ცენტრში თითის დადებაზე კი უნდა თახთახებდეს. გამოვიღოთ ფრთხილად
(წყალი რომ არ ჩაგვესხას!), 1 საათის მერე ამოვიღოთ წყლიანი ფორმიდან და თავის ფორმაშივე
გავაგრილოთ ოთახი ტემპერატურამდე. მოვხსნათ ფოლგა, გადავაფაროთ ცელოფანი და შევდგათ
მაცივარი მინიმუმ 8 საათით. ჭამის წინ გვერდებში ბასრი დანა მოვატაროთ და გადმოვაყირაოთ
ლანგარზე. მერე კი გემრიელად მივირთვათ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment