20.9.12
შოკოლადის და მსხლის პუდინიგი შოკოლადის სოუსით ავსტრალიურად
Approved by
შოკოლადის და მსხლის პუდინიგი შოკოლადის სოუსით ავსტრალიურად
6 პორცია
ინგრედიენტები: 1 ჭ შაქარი, 6 პატარა და მაგარი მსხალი
გათლილი და ყუნწდატოვებული, 100 გრ კარაქი კუბიკებად დაჭრილი, 200 გრ მწარე შავი შოკოლადი
დატეხილი, 2/3 ჭ ლერწმის შაქარი, 2 კვერცხი ათქვეფილი, ½ ჭ დაფქული პეკანი (შეგიძლიათ
შეცვალოთ ნიგვზით), 1 ჭ ფქვილი, სოდა დანის წვერზე, ¼ ჭ კაკაო
შოკოლადის სოუსისთვის: 1 ჭ ცხიმიანი ნაღები, 200 გრ შავი მაწარე შოკოლადი
დატეხილი, 1 ჩ/კ ვანილის ესენცია
გავახუროთ ღუმელი 160°C-მდე (ვენტილატირიან ღუმელში
140°C-მდე). დავცხიმოთ 6 ცალი პუდინგის ცეცხლგამძლე ფორმა. დიდი ზომის ქვაბში ერთმანეთში
გადავურიოთ შაქარი და 8 ჭიქა წყალი და შემოვდგათ მაღალ ცეცხლზე შაქარი რომ გადნეს.
ჩავალაგოთ მსხლები და წამოვადუღოთ. ჩავუწიოთ ცეხლს და ვადუღოთ დაახლოებით 10-15 წუთი,
ან მსხლის დარბილებამდე, ოღონდ პიურედ ნუ აქცევთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან გადავწუროთ
და გავაგრილოთ. დაახლოებით ყუნწიდან 5 სანტიმეტრის სიმაღლეზე მსხლები გადავჭრათ და
თავები ცალკე გადავალაგოთ. მსხალი ქვედა ნაწილ გული ამოვაჭრათ და დავაბლენდეროთ ან
ნებისმიერი სხვა მეთოდით ვაქციოთ პიურედ. 1 ჭ პიურე გადავზომოთ, დანარჩენი კი სხვა
რამისთვის გადავონახოთ. ფართო ქვაბში მოვათავსოთ კარაქი, შოკოლადი, მსხლის პიურე და
ლერწმის შაქარი და მორევა-მორევით შევათბოთ სანამ შაქარი და შოკოლადი არ გადნება. მერე
გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ კვერცხები და პეკანი და კარგად მოვურიოთ. ბოლოს
ჩავამატოთ გაცრილი ფქვილი, სოდა და კაკაო. კარგად გადავურიოთ. კოვზით გავანაწილოთ პუდინგის ფორმებში. ზევიდან თითო თითო მასხლის ყუნიწიანი ბოლოები დავალაგოთ (ოდნავ ჩაიძირება).
გამოვაცხოთ 25-30 წუთი, თავი შეკრული, მაგრამ ჯერ კიდევ რბილი უნდა ქონდეს.
შოკოლადის სოუსისთვის პატარა ქვაბში ყველა ინგრედიენტი
ერთმანეთში გადავურიოთ და საშუალო ცეცხლზე ვურიოთ სანამ შოკოლადი არ გადნება. მოვასხათ
პუდინგს და გემრიელად მივირთვათ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment