2.9.12
გორდონ რამზის კიევური კატლეტი
Approved by
კიევური
კატლეტი კარტოფილის პიურეს და ბროკოლის გარნირით
200
გრ დარბილებული კარაქი, 3 დიდი კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 1 პატარა მუჭა დაჭრილი ტარხუნა,
1 პატარა მუჭა დაჭრილი ოხრახუში, 4 თითო 150 გრ-იანი ქათმის გულმკერდის ფილე, 100 გრ
ფქვილი, 1 მწიკვი პაპრიკა, 2 დიდი კვერცხი ათქვეფილი, 100 გრ დაფქული ორცხობილა, 2-3
ს/კ ზეითუნის ზეთი, ზღვის მარილი, ახალდაფქული პილპილი
კარტოფილის პიურესთვის: დაახლოებით 6 საშუალო ზომის კარტოფილი გათლილი და ოთხად გაჭრილი, მარილი
და პილპილი, 4-6 ს/კ ზეითუნის ზეთი
მოთუშული
ბროკოლისთვის: 200 გრ ბროკოლი ყვავილედებად დაჭრილი, 4 ნაჭერი პარმული ლორი წვრილად
დჭრილი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი, 1 ლიმონის ცედრა
ღუმელი გავახუროთ 190°C-მდე. ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ კარაქი, ნიორი, ტარხუნა,
ოხრახუში, პილპილი და მარილი. შევდგათ მაცივარში. ავიღოთ ქათმის ფილეები და სათითაოდ
ჩავჭრათ ძალიან ბასრი დანით ჰორიზონლატურად, ისე რომ ფილეს შუაგულში კარაქის ჩასატენი
„ჯიბე“ გამოგვივიდეს. სწორედ ამ ჯიბეში მოვათავსოთ თითი კოვზი არომატიზირებული კარაქი,
ან რამდენიც შეეტევა. ქათმის ფილეს გაჭრილი პირი შევუკრათ, ჯიბე რომ დაიხუროს ხელით ოდნავ დავაწვეთ. გაშლილ
მათლაფაზე ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, პაპრიკა, მარილი და პილპილი. მეორე მათლაფაზე
დავასხათ ათქვეფილი კვერცხები, მესამეზე კი ორცხობილა დავყაროთ. ქათმის ფილეები ამოვავლოთ,
ჯერ ფქვლში, მერე კვერცხში, ბოლოს კი ორცხობილაში. ფილე გაჭრილი მხარით ქვევით დავალაგოთ
თეფშზე და მაცივარში შევდოთ (გასამაგრებლად, ფორმა რომ შეინარჩუნოს უკეთესად).
შეწვის წინ, დავასხათ ზეითუნის ზეთი საშუალო ზომის ტაფაზე
და კარგად გავახუროთ. ქათმის კატლელები 1-2 წუთის განმავლობაში დავბრაწოთ ორივე მხრიდან.
მერე ტაფა გახურებულ ღუმელში შევგათ 12-14 წუთით - სანამ კარგად არ ადიბრაწება და ქათამი
არ შეიწვება.
გათლილი კარტოფილები მარილიან წყალში ვხარშოთ დარბილებამდე.
გადავწურით და ვაქციოთ პიურედ. გადავიტანოთ სუფთა ქვაბში და დაბალ ცეცხლზე შევაცხელოთ.
დავუმატოთ მარილი, პილპილი და ზეითუნის ზეთი. მოვურიოთ.
ბროკოლი ორთქლზე 3-4 წუთის განმავლობაში ვთუშოთ (მე
ბროკოლის მდუღარე წყლიან ქვაბზე შემოდგუმ თუშფალანგში ვთუშავ). სქელძირიან ტეფლონის
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და დავბრაწოთ პარმული ლორი 1-2 წუთის განმავლობაში. დავახეხოთ
ლიმონის ცედრა და დავუმატოთ ბროკოლი. მოვაყაროთ მარილი და პლპილი. ვხრაკოთ კიდევ
1-2 წუთი.
თეფშზე მოვათავსოთ პიურე, გვერდით ბროკოლი და კიევური
კატლეტი მივულაგოთ, ჯერ კიდევ ცხელს მორჩენილი არომატიზირებული კარაქის ან ნებისმიერი
ნიორიანი კარაქის კუბიკი დავადოთ, რომ დაადნეს და გემრიელად მივირთვათ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment