30.9.12
ქათამი ქოთანში - Chicken Pot Pie
Approved by
ვისაც პელმენი ქოთანში გიყვართ, ეს მშვენიერი კერძი
კიდევ უფრო უნდა მოგეწონოთ. ცნობილი ამერიკელი მზარეული ბობი ფლეის ქათამი ქოთანში
ამერიკული კულინარიული შოუ „Bobby
Flay’s Throwdown!“-ს გამარჯვებულია. რაც შეეხება ბატატის ცომს, ბატატის
საქართველოში შემოტანამდე მისი კარტოფილით შეცვლა (მოხარშული კარტოფილითაც კეთდება ცომი) შეგიძლიათ ან სულაც ფენოვანი ცომით შეცვალეთ და მაშინ ან კერძის კლასიკური ბრიტანული ვარიანტი გამოგივათ.
მაშ ასე:
ქათამი
ქოთანში ბატატის ცომით ბობი ფლეის რეცეპტებიდან
6-8 პორცია
ცომითვის: 3 ¾ ჭ ფქვილი და კიდევ ცოტა ცომის გასაბრტყელებლად,
1 ½ ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ ახალდაფქული პილპილი, 200 გრ ცივი კარაქი კუბიკებად დაჭრილი, 1 დიდი ზომის კვერცხი,
1 ჭ ბატატის პიურე (1 დიდი ბატატი ღუმელში გამომცხვარი, გათლილი და ბლენდერში პიურედ
ნაქცევი)
ქოთანში ჩასასხმელად: 50 გრ კარაქი, 1 წითელი ხახვი
წვრილად დაჭრილი, 3 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, ¼ ჭ ფქვილი, 4 ჭ ან ცოტა მეტი ცხელი
რძე, 350 გრ სოკო დაჭრილი და კარაქში ოქროსფრად მოხრაკული, 2 პატარა თალგამი ჩხირებად
დაჭრილი, დამდუღრული და გამშრალი, 2 საშუალო
ზომის სტაფილო ჩხირებად დაჭრილი, დამდუღრული და გამშრალი, ½ ჭ გაყინული წითელი ჯუჯა
ხახვი დამდუღრული და გამშრალი, ½ ჭ გაყინული თეთრი ჯუჯა ხახვი დამდუღრული და გამშრალი,
1 ჭ გაყინული მწვანე ბარდა დამდუღრული და გამშრალი, 1 ცალი 1,5 კილოგრამიანი შემწვარი
ქათამის ხორცი ძვალგაცლილი და დაჭრილი, 2 ჩ/კ შებოლილი პაპრიკა, მრილი და ახალდაფქული
პილპილი, ¼ ჭ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები
2 დიდი კვერცხი ათქვეფილი ცოტაოდენ ცივ წყალთან ერთად
ცომზე გადასასმელად
ცომისათვის დიდი ჯამში ჩავცრათ ფქვილი, მარილი და პილპილი.
ჩავაჭრათ კარაქი და გადავურიოთ ერთმანეთში - ნაფხვენებივით მასა რომ მივიღოთ (ქადის გულივით ნაფხვენები უნდა გამოვიდეს).
ცალკე ჯამში ავურიოთ ერთმანეთში რძე, პიურე და კვერცხი. შევურიოთ ფქვილიან კარაქს. გადავიტანოთ
ფქვილმოყრილ ტაფაზე და მოვზილოთ ნაზი ცომი. დავაგუნდაოთ, გავახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 1-დან 24 საათამდე.
გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. კარაქი გავაცხელოთ ტაფაზე
მაღალ ცეცხლზე. დავყაროთ ხახვი და ვთუშოთ 5 წუთი. დავამატოთ ნიორი და კიდევ ერთი წუთი
ვთუშოთ. დავუმატოთ ფქვილი და ვურიოთ სანამ ფქვილი მუქ ოქროსფრად არ მოიხალება. წვრილ
ნაკადად დავუმატოთ ცხელი რძე და თან ვურიოთ, სანამ არ შესქელდება. დავუწიოთ ცეცხლი
და ვადუღოთ კიდევ 5 წუთი, თან ხანდახან ვურიოთ. ძალიან თუ ჩაგვისქელდა, რძე დავუმატოთ.
სოუსში დავამატოთ სოკო, თალგამი, სტაფილო, ჯუჯა ხახვები,
ბარდა, ქათმის ხორცი და პაპრიკა და კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. დავუმატოთ მარილი
და პილპილი და ბოლოს ოხრახუშიც.
ეს კერძი შეგიძლიათ ერთ დიდი ფაიფურის ჭურჭელში მოამზადოთ,
ან ცალ ცალკე პორციებად სათითაო ქოთნებში. მოკლედ, რამდენ ქოთანსაც აკეთებთ, ცომი იმდენად
გაყავით. ბობი ფლეიმ ქათამი ორ დიდი ზომის ქოთანზე გაანაწილა, ამიტომ ამ რეცეპტში ცომი
ორად იყოფა: ერთი სიტყვით, ცომი გავყოთ ორად და გავაბრწყელთ ფქვილმოყრილ დაფაზე 2 სმ-სისქეზე და ქოთნის ყელზე 2 სმ-ით დიდი დიამეტრის 2 რგოლი გამოვჭრათ. ქათამი გავანაწილოთ ქოთნებში, მაგრამ
სულ ბოლომდე ნუ ავავსებთ (3/4-ზე ჩავასხათ). ქოთნის ყელს კი ცომი გადავაფაროთ და მჭიდროდ
შემოვაკრათ. შუაში სულ პატარაზე ჩავჩხვლიტოთ დანის წვერით (შიგნიდან ცხელი ჰაერი რომ
ამოვიდეს).
შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ ცომი გაოქროფერებამდე -
2 საშუალო ქოთანს 15-18 წუთი დაჭირდება ერთ დიდს კი 25-30. გამოვიღოთ ღუმელიდან, 5
წუთი ვაცადოთ და მერე გემრიელად მივირთვათ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment