23.9.12
Coronation Chicken - საკორონოციო ქათამი
Approved by
ეს ბრიტანული კერძი კულინარიული წიგნების
ავტორმა Constance Spry-მ და შეფ-მზარეულმა Rosemary
Hume-მა 1953 წელს ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ მეორის საკორონაციო
ბანკეტისთვის მოიგონეს. იგი წინდაწინ შემწვარი ცივი ქათმისა და კარის ოქროსფერი
სოუსისგან შედგება.
მაშ ასე:
Coronation
Chicken
8 პორცია
½ ლიმონი, 2,25 კგ-იანი ქათამი, 1 ხახვი ოთხად გაჭრილი,
1 სტაფილო ოთხად გაჭრილი, მწვანილების დიდი შეკვრა (ერთად გამოკრული რამდენიმე ტოტი
ოხრახუში, ქონდარა და 1 დაფნის ფოთოლი), 8 ცალი პილპილის მარცვალი დაჩეჩქვილი, მწიკვი
მარილი, რამდენიმე ფოთოლი წყლის წიწმატი მოსართავად
სოუსისთვის: 1 პატარა ხახვი წვრილად დაჭრილი, 15 გრ
კარაქი, 15 მლ კარის პასტა, 15 მლ ტომატ-პასტა, 120 მლ წითელი ღვინო, 1 დაფნის ფოთოლი,
½ ლიმონი წვენი ან ცოტა მეტი თქვენი გემოვნებით, 2-3 ჩ/კ გარგრის ჯემი, 300 მლ მაიონეზი,
120 მლ ცხიმიანი ნაღები ათქვეფილი, მარილი და ახალდაფქული პილპილი
მთლიან ქათამში შიგნით შევჩურთოთ ლიმონი, ბოსტნეული,
პილპილი, მწვანილები, მოვაყაროთ მარილი. ქათამი მოვათავსოთ ტაფაზე. დავასხათ
იმდენი წყალი, რომ ქათამს 2/3-ზე წვდებოდეს, წამოვადუღოთ. მერე ტაფას თავსახური დავახუროთ
და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ დაახლოებით 1 ½ სთ-ის განმავლობაში. ქათამი გადავიტანოთ ლანგარზე, ზევიდან მოვასხათ
ტაფაზე დარჩენილი ცხიმი და გავაგრილოთ. რომ გაცივდება, გავაცალოთ ძვლები და კანი და ხორცი დავჭრათ კუბიკებად.
სოუსისთვის ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი და მოვთუშოთ ხახვი
დარბილებამდე. დავუმატოთ კარის და ტომატის პასტები, ღვინო, დაფნის ფოთოლი და ლიმონის წვენი
და ვთუშოთ 10 წუთი. დავუმატოთ გარგრის ჯემი, გადავწუროთ და გავაგრილოთ.
სოუსი ჩავათქვიფოთ მაიონეზში. გადავურიოთ ათქვეფილ ნაღებში,
გემოვნებით დავუმატოთ მარილი და პილპილი (საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ ლიმონის
წვენიც). გადავურიოთ ცივი ქათმის ნაჭრებში და გემრიელად მივირთვათ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment