19.9.12
Fifteen man on a dead man’s chest Yo ho ho and a bottle of Rum …
Approved by
აბა, ვის გიყვარდათ ბავშვობაში ტროპიკული ზღვების ლაჟვარდოვან
წყლებში მოთარეშე მეკობრეები? საზღვაო ბრძოლები და მწერლის ხელით დაუნდობლად გაკეთილშობილებული
კორსარების და ფლიბუსტიერების გარუჯული კაპიტნები? მეც ძალიან მიყვარდა... ყოველ შემთხვევაში
ასე მეგონა დღემდე, სანამ სტატიის წერას შევუდგებოდი და ჩემდა მოულოდნელად აღმოვაჩენდი,
რომ ჩემს საყვარელ მეკობრეებზე მართალია, უსაყვარლესი, მაგრამ ერთადერთი (!) წიგნი
მაქვს წაკითხული. არადა, როცა ვინმე (წიგნის ავტორი მყავს მხედველობაში) ან რამე მართლა
მომწონს, სანამ ბოლო მოთხრობასაც არ ვიპოვი, არ ვეშვები. ასე წავიკითხე ჩემთვის ნაცნობ ენებზე არსებული ჰენრიჰ ბიოლის, ალექსანდრ გრინის, გილბერტ-კეით ჩესტერტონის და სხვათა
და სხვათა ყველა წიგნი.
ჩემი ბავშვობის უსაყვარლეს გმირებზე კი, მხოლოდ ერთადერთი
ნაწარმოები მქონია წაკითხული! და კიდევ კინო მაქვს ნანახი - მთელი ოთხი სერია კარიბის
ზღვის მეკობრეებზე. მაგრამ, იცით რა? წიგნიცაა და წიგნიც. რაფაელ საბატინის „კაპიტანი
ბლადის ოდისეა“ 10 წლისას ჩამივარდა ხელში და პირველი თავიდან ჩამითრია თავისი დაძაბული
ინტრიგებითა და მონებით მოვაჭრე უნამუსო პლანტატორებთ, გროტ-ანძებით, შპანგაუტებით
და ტორტუგის ტავერნებში უდარდელად მოქეიფე იღბლიანი ჯენტლმენებით. ისე გამიტაცა და
ჩამიყოლია, რომ მისი გაგრძელება „კაპიტანი ბლადი ქრონიკა“, რომელიც ქართულად არ არებობდა,
იმ დროისათვის ჩემთვის ძალიან ზედაპირულად ნაცნობ ენაზე - რუსულად წავიკითხე და წავიდა...
სხვა ენაზე წიგნს პარქტიკულად ვეღარ ვკითხილობდი. ასე რომ, ჩემი თავანკარა რუსული სულ
კაპიტანი პიტერ ბლადის და მისი „არაბელას“ დამსახურებაა.
მაშინდელ უინტერნეტობას რა ვუთხარი, თორემ ჩემი სიჯიუტის
პატრონს, მხოლოდ ორიგინალის ენაზე არსებული „კაპიტანი ბლადის იღბალი“ რომ ჩამვარდნოდა
ხელში, ინგლისურსაც ხომ გართობა-გართობაში ვისწავლიდი... და, დღეს უკვე მეორეჯერ შემრცხვა
- ეს წიგნი დღემდე არ მაქვს წაკითხული.
მოკლედ, ვისაც კაპიტანი ბლადი, ფლინტი ან სულაც ჯეკ-ბეღურა
გვიყვარს - დღეს, ჩვენი დღეა. ანუ, მეკობრეთა საერთაშორისო დღე, უფრო ზუსტად მეკობრეების
მსგავსად ლაპარაკის საერთაშორისო დღე (International Talk Like a Pirate Day- შემოკლებით
ITLAPD).
ამ დღეს მთელი მოფლიოს ავანტიურებისა და თავგადასავლების
მოყვარულები თავზე ფართოფარფლებიან შლიაპებს იხურავენ, მხარზე თუთიყუშებს ისვამენ, მათარას იამაიკური რომით
ავსებენ და ლაპარაკით და მიხვრა-მოხვრით ჯონი დეპს ბაძავენ.
ყველაფერი კი იმითი დაიწყო რომ, 1995 წლის 19 სექტემბერს
ორმა ამერიკელმა ყმაწვილმა - ჯონ ბოურმა და მარკ სიმერსმა მოილაპარაკეს, რომ მთელი
დღე მეკობრეთა ყაიდაზე ელაპარაკათ. კონკრეტულად 19 სექტემბერი კი იმიტომ შეარჩიეს,
რომ ამ დღეს სამერსის ყოფილი ცოლის დაბადების დღე ყოფილა. ექპერიმენტმა გაამართლა და
ამის შემდეგ თითქმის შვიდი წელი ეს ყოველწლიური დღესასწაული მხოლოდ "მოხუცი ბეკეტისა" (ბოური) და "კაპიტანი სლეპისათვის" (სამერსი) არსებობდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ცნობილ
ამერიკელ კოლუმნისტ დეივი ბერის არ მოუყვნენ თავიანთი გასართობის შესახებ. ჟურნალისტს
მათი იდეა ისე მოეწონა, რომ სტატიაც კი დაწერა, სტატიიდან ინფორმაციამ ინტერნეტში გაჟონად
და მთელ მსოფლიოს მოედო. დღეს მეკობრეებივით ლაპარაკის დღე საერთაშორისო ფენომენადაა
აღიარებული და მას მთელი საიტები ეძღვნება რჩევებით და მითითებებით - რა უნდა აკეთო, რა უნდა ჩაიცვა, როგორ უნდა
მოიქცე, წვეულებები როგორ უნდა გამართო და როგორ უნდა ილაპარაკო სწორად მეკობრესავით...
გერმანულად.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment