22.9.12
ქათმის კარი მალაიზიურად
Approved by
Chicken Kapitan ანუ Nyonya Curry (Kapitan Curry/ Kari
Kapitan) ევროპაში ძალიან პოპულარული მალაიზიური კერძია, რომელიც ბრიტანეთში პენანგელმა
ემიგრანტებმა ჩაიტანეს და მომჟავო-მოტკბო საჭმლების კატეგორიაში შედის.
მაშ ასე:
ქათმის
კაპიტანი გორდონ რამზის „Great Escape“-დან
4 ქათმის ბარკალი თავისი მენჯით, 100 მლ ღია ფერის სოიოს სოუსი, 4-6 ს/კ მუქი ფერის შესქელებული სოიოს სოუსი, მარილი და პილპილი,
ზეთი ქათმის შესაწვავად, 4 ხახვი წვრილად დაჭრილი, 400-600 მლ ქოქოსის რძე, 2-4 /კ
ტამარინდის წვენი (ამისთვის ტამარინდის ნაყოფი ჩავალბოთ დაახლოებით ½ ჭ თბილ წყალში
და მერე გავწუროთ), 4 ცალი კაფი ლაიმის ფოთოლი, 2 ს/კ პალმის შაქარი
კუკუი |
კარის პასტისთვის: 10 ცალი წითელი ცხარე პილპილი თესლგაცლილი,
2 სორგოს ღერო წვრილად დაჭრილი ან დაჩეჩქვილი, 5 სმ-იანი კურკუმის ფესვი წვრილად დაჭრილი, 5 ხახვი წვრილად
დაჭრილი, 5 სმ-იანი ჯანჯაფილის (კოჭა) ნაჭერი,
5 სმ-იანი ცოცხალი გალანგალი, 4 კუკუი (მალაიზიური თხილი)
დამბალი და დარბილებული, 1 ს/კ დაფქული დარიჩინი, 1 ს/კ ბელაკანი (კრევეტის ფერმენტირებული
პასტა)
მოსართავად: 1 მუჭა წვრილად დაჭრილი ქინძის ფოთლები
ტამარინდი |
ქათამი ამოვგანგლოთ სოიოს სოუსებში, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ერთი საათი ამ მარინადში გავაჩეროთ. კარის პასტისათვის ყველა ინგრედიენტები
ერთად დავაბლენდეროთ, სანამ რბილ და პრიალა მასას არ მივიღებთ. ვოკი (აზიური ტაფა)
გავავარვაროთ, დავასხათ ცოტაოდენი ზეთი და ქათმის ბარკლები თავისი მარინადიანად ვბრაწოთ
ყველა მხრიდან (თან ვურიოთ), სანამ ხორცი დაახლოებით 70%-ით არ მომზადდება. ქათამი
ვოკიდან თეფშზე გადავიტანოთ და იგივე ზეთში მოვთუშოთ ხახვი დარბილებამდე. მერე დავუმატოთ
კარის პასტა და ცეცხლზე ვურიოთ 1-2 წუთი. დავაბრუნოთ ქათამი და დავასხათ ქოქოსის რძე.
დავუწიოთ ცეცხლი. დავუმატოთ ტამარინდის წვენი, ლაიმის ფოთლები და პალმის შაქარი და
ვათუხთუხოთ 45-50 წუთი, სანამ ქათამი არ გამზადდება. საჭიროების შემთხვევაში წყალი
ან ქოქოსის რძე ჩავამატოთ ხოლმე.
ჭამის წინ მოვრთოთ ქინძის ან ლაიმის ფოთლებით (შეგიძლიათ ხორცს
ძვლები გააცალოთ) და გემრიელად მივირთვათ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
2 კომენტარი.:
o eg tamarindi ramdeni esxa shrilankashi xeebs, rac me egeni vkirpe ertxel micidan, da shevagroev parkebit da vurigebdi megobrebs sxva ubnebshi visac ar hkondat eg xe ezoshi:) zaan mjavea. chveneburi " kvacaraxis" gemo akvs, shegizliat shecvalot imeruli "kvacaraxit"
დიდი მადლობა ასეთი საჭირო ინფორმაციისთვის - მე პირადად, ძალიან მიჭირს იმ კომპინენტების შეცვლა, რაც არ გამისინჯავს. რისი გემოც ვიცი, იცოცხლე იმათ ვანაცვლებ "ჩვენებური" ექვივალენტით :))))))
Post a Comment