4.6.11
ნაყინი შავი პურით და ნუშით
Approved by
წარმომიდგენია, სათაურმა როგორ შეგაძრწუნათ, მაგრამ დამიჯერეთ აკმაოდ ადვილად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი რამაა. თანაც, ნებისმიერ ადამიანთან შეგიძლიათ თამამად დანიძლავდეთ, ვერავინ მიხვდება რისგანაა დამზადებული. ვისაც ჩემსავით გიყვართ ექსპერიმენტები და სულ ახალი და ახალი გემოს ძიებაში ხართ, აუცილებლად შექმენით ეს დესერტი, ნამდვილად არ ინანებთ.
ინგრედიენტები: 80 გრ შავი პური (პური რაც უფრო სურნელოვანია, მით უკეთესი), 50 გრ გაფცქვნილი და გამშრალი ნუში, 3 კვერცხის ცილა, 50 გრ შაქრის პუდრა, 100 მლ ცხიმიანი ნაღები
ბლენდერში პურის გული და ნუში რაც შეიძლება წვრილ ბურბუშელად დავფქვათ და მერე ეს ბურბუშელა მოვხალოთ ტაფაზე, ხრაშუნა ნამცეცები რომ გამოვიდეს ისე. ცილები ავთქვიფოთ ერთი მწიკვი მარილის დამატებით და კარგად რომ ამოვა, ჩავათქვიფოთ შაქრის პუდრაც. პურის ნამცეცები ჩავურიოთ ათქვეფილ ნაღებში და ეს მასა ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილ ბეზეში. სანაყინე ფორმაში ამოვაფინოთ ცხიმწასმული პერგამენტი ან საკონდიტრო ცელოფანი და ჩავასხათ მომზადებული მასა. შევდგათ საყინულეში მინიმუმ 2 საათით. ან ნაყინს პურის ნაჭრებივით ჭრიან და ისე მიირთმევენ.

გემრიელად მიირთვით!
(ულია ვისოცკაიას რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
1 კომენტარი.:
აუცილებლად გავაკეთებ, ძალიან კარგი რამე ჩანს :)))
Post a Comment